კუკარაჩა (1982)
+ გაადიდე ფონტი | - დააპატარავე ფონტი

კუკარაჩა


კუკარაჩა — 1982 წლის ფილმი. რეჟისორები — სიკო და ქეთი დოლიძეები. გადაღებულია ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით.

თბილისის ერთ-ერთი უბნის მილიციის რწმუნებული, მოზარდების რისხვა, მეტსახელად "კუკარაჩა", უბნის ბიჭების თითოეულ ნაბიჯს მკაცრად აკონტროლებს, მოსახლეობის უსაფრთხოებასა და ზნეობაზეც ზრუნავს. იგი შავი სამყაროს ავტორიტეტის, რეციდივისტ მურტალოს საყვარელს, ინგას ურჩევს, ბანდიტს ჩამოშორდეს, ინგას ბინაში კუკარაჩა მურტალოს შეიპყრობს, მაგრამ ქალის თხოვნით გაათავისუფლებს. ინგას და კუკარაჩას ერთმანეთი შეუყვარდებათ. გაცოფებული მურტალო კუკარაჩას მოკლავს. სასამართლო პროცესზე ინგა ყოფილ საყვარელს შვიდ ტყვიას დაახლის, მაგრამ შვიდივეს ააცილებს.

როლებში:

ლევან უჩანეიშვილი (კუკარაჩა)
ნინელი ჭანკვეტაძე (ინგა)
ზაზა კოლელიშვილი (მურტალო)
მარი ჯანაშია (ანიკო)
ლადო ტატიშვილი
გივი თოხაძე
დუდუხანა წეროძე
ლია კაპანაძე
თამაზ თოლორაია
ბონდო გოგინავა
გრიგოლ წიტაიშვილი
 

 

24.06.2009, 22:12
კატეგორია: ქართული ფილმი | დაამატა: vasil_elisabedashvili72 | თეგები: 1982, კუკარაჩა
ნანახია: 15 | ჩამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar