ჯარისკაცის მამა (1964)
+ გაადიდე ფონტი | - დააპატარავე ფონტი

ჯარისკაცის მამა (1964)

ჯილდოები:  
1965. მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალი  - პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლისათვის (სერგო ზაქარიაძე)
1966. რომის საერთაშორისო კინოფესტივალი - პრიზი "კაპიტოლიუმის იუპიტერი"

სიუჟეტი: კახელი გლეხი გიორგი მახარაშვილი, დაჭრილი შვილის მოსანახულებლად ფრონტზე გაემგზავრება, მაგრამ ჰოსპიტალში ჩასული შეიტყობს, რომ გამოჯანმრთელებული გოდერძი თავის ნაწილში დაბრუნებულა. გიორგი შვილის კვალს გაჰყვება და ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდება. ჯარისკაცის მამა სამხედრო ხელმძღვანელობას დაარწმუნებს, რომ ახალგაზრდებს არ ჩამოუვარდება, ნაწილში დარჩენას მოითხოვს და ბრძოლით გერმანიის საზღვრამდე მიაღწევს. ომის მიწურულს გიორგი შვილს იპოვნის, მაგრამ ცხარე ბრძოლაში გოდერძი მამას ხელში ჩააკვდება. ჯარისკაცის მამა ვალს ბოლომდე აღასრულებს და შვილის ნაბრძოლ ადგილებს თვალცრემლიანი სიამაყით გაივლის...

რეჟისორი: რეზო ჩხეიძე
სცენარის ავტორი: სულიკო ჟღენტი
ოპერატორები: ლევ  სუხოვი, არჩილ ფილიპაშვილი
მხატვრები: ზურაბ მეძმარიაშვილი, ნიკა ყაზბეგი
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმა: დავით ლომიძე
მონტაჟი: ვასილ დოლენკო

გამოსვლის თარიღი: 19 მაისი 1964
გამომშვები: საქართველო / Грузия-фильм.

როლები: სერგო ზაქარიაძე (გიორგი მახარაშვილი), ქეთევან ბოჭორიშვილი (მარიამი), ვლადიმერ  პრივალცევი (ნიკიფოროვი), ალექსანდრე ნაზაროვი (არკადი), იური  დროზდოვი (ვივა), გიორგი (გია) კობახიძე (გოდერძი), 

ხანგრძლივობა: 92'

 

09.05.2024, 09:54
კატეგორია: ქართული ფილმი | დაამატა: vasil_elisabedashvili72 | თეგები: ჯარისკაცის მამა (1964)
ნანახია: 44 | ჩამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar