ჩრდილი გზაზე (1956)
+ გაადიდე ფონტი | - დააპატარავე ფონტი

ჩრდილი გზაზე (1956)

„ჩრდილი გზაზე“ — კინოსტუდია „ქართული ფილმის“ 1956 წლის მხატვრული ფილმი, რეჟისორი — დავით რონდელი. ფილმი აღდგენილია კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ 1978 წელს.

სიუჟეტი

ფილმი მწყემსების მძიმე ცხოვრებას აღწერს. გიორგი ჩოხელს მასწავლებელი ნინო უყვარს, მაგრამ ქალს რაიონში ახალდანიშნული ხელმძღვანელი მუშაკი, ლევან გელაშვილი მოხიბლავს. კარიერისტი გელაშვილი მწყემსების გამოცდილებას არ ითვალისწინებს და თავისი მიზნების განსახორციელებლად ბევრ ბოროტებას კადრულობს.

დამდგმელი რეჟისორი: დავით რონდელი
სცენარის ავტორი: კონსტანტინე ლორთქიფანიძე, ემანუილ ფეიგინი
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმის ოპერატორი: დ. ლომიძე
ოპერატორი: ლევ სუხოვი, არჩილ ფილიპაშვილი
მხატვარი: სერაპიონ ვაწაძე, ზურაბ მეძმარიაშვილი
სტუდია: სს „ქართული ფილმი“
გამოსვლის თარიღი    : 1956
ხანგრძლივობა: 98 წთ.

როლებში:
ლია ელიავა — ნინო
ზურაბ (კუკური) ლაფერაძე — გიორგი ჩოხელი
ედიშერ მაღალაშვილი— ლევან გელაშვილი
ვახტანგ ნინუა — შაქრო
ნინელი ცინცაძე — ივლიტა
ბუხუტი ზაქარიაძე — მამუკა
გოჩა აბაშიძე — თედო
მერაბ (მურად) ხინიკაძე — არჩილი
ვუკოლ კინწურაშვილი — სიმონი
ცაცა (ეკატერინე) ამირეჯიბი — თედოს ბებია
თამარ ბაქრაძე — მაგდანა
ალიონა ეგოროვა
ნინო კაკაბაძე
ირაკლი ქოქრაშვილი — ილო
ირინე მაღალაშვილი — მასწავლებელი
აკაკი (კაკო) კვანტალიანი — ლადო ძია
ნათელა ფალიაშვილი
სერგო სულავა
გივი ტალიკაძე
გიორგი თოლორდავა
სესილია თაყაიშვილი
გივი თოხაძე
ნინო (ჩიტოლია) ჩხეიძე

 

 

30.06.2009, 14:27
კატეგორია: ქართული ფილმი | დაამატა: vasil_elisabedashvili72 | თეგები: ჩრდილი გზაზე, 1956
ნანახია: 16 | ჩამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar