ჟანრი: დრამა, მელოდრამა
რეჟისორი: ნელი ნენოვა, გენო წულაია
სცენარის ავტორი: ბესიკ ოდიშარია
კომპოზიტორი: ალექსანდრე ბასილაია
ხმის ოპერატორი: ზურაბ ნადარაია
ოპერატორი: გივი რაჭველიშვილი
მხატვარი: გია ლაფერაძე
სტუდია: ქართული ფილმი
როლებში:
ხათუნა ჩაგელიშვილი - მარი
თენგიზ გიორგაძე - ნიკა
გოჩა აფციაური - ჩიორა
ლია ელიავა - ნიკას დედა
ვაჟა ფირცხალაიშვილი - გოგი, ნიკას მამა
თეა (ნათელა) გაბუნია - მარიკას დედა
კახა ღვინჯილია - მარიკას ძმა
მარი და ნიკა აბიტურიენტები არიან და ფიზიკის გაკვეთილებს ერთად ესწრებიან. ნიკა, რომელსაც მარი უყვარს, გადაწყვეტს, იქორწინოს და ამის შესახებს მშობლებს უამბობს. მიუხედავად გაოგნებისა, მამა თანხმობას გამოხატავს და მიანიშნებს, რომ ამ საკითხს მიხედავენ ნიკას უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შემდეგ. მიუხედავად ამისა, ნიკა მარის ღამით აკითხავს და მასთან ერთად ზღვისპირა ქალაქში იპარება, თავის ბიძასთან დარჩენის იმედით. თუმცა, ბიძა სათევზაოდ არის წასული. იმის გამო, რომ ქორწინებაში არ იმყოფებიან, გასაქირავებელ ოთახებს მათ არავინ ანდობს. ქუჩაში ისინი გაიცნობენ ჩიორას, ზღვაზე ველოსიპედით ჩამოსულ ყმაწვილს. ერთ-ერთ კაფეში ყოფნისას ნიკას ჩხუბი მოსდის. მას გადაარჩენს ჩიორა. ახალგაზრდები შემდგომში ქალაქში მასთან ერთად გადაადგილდებიან. დროთა განმავლობაში ნათელი ხდება, რომ ჩიორას მარის მიმართ სიმპათია უჩნდება.
ახალგაზრდები თბილისიდან ფულადი თანხის გადარიცხვას ელოდებიან. ამასობაში, რისკების მოყვარული ჩიორა, იმ იმედით, რომ ავტომობილის მძღოლს დაარწმუნებს, თითქოს ავარია უკანასკნელის ბრალია და ასე ფულად თანხასაც იშოვნის, ველოსიპედით დროდადრო ამა თუ იმ ავტომობილს ეჯახება. ერთ-ერთი მცდელობის შემდეგ იგი საავადმყოფოში გარდაიცვლება. მარის ამ დროისთვის ყველაფერი ბეზრდება და, ნიკასთან ერთად მატარებლით თბილისში დაბრუნებისას, გზად ერთ-ერთ ბაქანზე წყლის სასმელად ჩადის და ნიკა, მატარებლის გამცილებლის ძალისხმევის გამო, იძულებულია, ვაგონში დარჩეს. თბილისში იგი მარის სადგურთან შეხვდება, მაგრამ მარი უსვამს კითხვას, თუ რატომ არ ჩამოხტა იგი მატარებლიდან მის გამო. ნიკა პოულობს გადაწყვეტილების საბაბს და ხუმრობით ეკითხება, ხეიბარი ქმარი ხომ არ სურს. მარი, გაიაზრებს რა ყოველივეს, ტოვებს მას და აღარ სურს მასთან საუბარი, თუმცა ნიკა ჰპირდება, რომ შემდეგ დღეს დაურეკავს.