ათოვდა ზამთრის ბაღებს (1983)
+ გაადიდე ფონტი | - დააპატარავე ფონტი

ათოვდა ზამთრის ბაღებს (1983)

სიუჟეტი:  

ფილმის გმირი, ახალგაზრდა მხატვარი, თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, შემოქმედებითი ძიებისა და ხელოვნებაში საკუთარი გზის არჩევანის წინაშე დგას. ყოველივე ეს იმისკენ უბიძგებს, რომ მიატოვოს აკადემია და მშობლიურ სოფელში დაბრუნდეს. ყოველდღიური კონტაქტი სოფლელებთან, მათ სულიერ სამყაროში წვდომა თანდათან უღვივებს რწმენას, რომ სწორად აირჩია პროფესია და იპოვა თავისი დანიშნულება. ფილმის მეორე გმირი – ხელოსანი, მრავალშვილიანი ოჯახის მამა, მხატვრისაგან განსხვავებით, დარწმუნებულია თავის თავში, მყარად დგას მიწაზე და თავისი ოპტიმიზმით სულიერ წონასწორობას უბრუნებს მეგობარს.
 
დამდგმელი რეჟისორი: გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი
სცენარის ავტორი: დევი ივანოვ-ჩიქოვანი, დავით აგიაშვილი, კარლო კობერიძე, გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ოპერატორი: ტრისტან კანდელაკი, ნოდარ ნამგალაძე
მხატვარი: ჯემალ კახნიაშვილი
სტუდია: სატელევიზიო ფილმების სტუდია
გამოსვლის თარიღი: 1984
ხანგრძლივობა: 145 წთ.

როლები: 

ირაკლი ხიზანიშვილი
ჯემალ კახნიაშვილი
ლაურა რეხვიაშვილი
ზაზა კოლელიშვილი
ირინე მიქატაძე

 

 

14.08.2021, 20:29
კატეგორია: ქართული ფილმი | დაამატა: vasil_elisabedashvili72 | თეგები: ათოვდა ზამთრის ბაღებს, 1983
ნანახია: 12 | ჩამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar