არაჩვეულებრივი გამოფენა (1968)
+ გაადიდე ფონტი | - დააპატარავე ფონტი

არაჩვეულებრივი გამოფენა (1968)

სიუჟეტი

ნიჭიერი მოქანდაკე აგული ერისთავი იძულებულია სარფიან საქმეს მოჰკიდოს ხელი და თავისდაშეუმჩნევლად სასაფლაოს ხელოსნად გადაიქცევა. წვრილშვილიანი ოჯახი უნებურად უბიძგებს მას ამ გზაზე. დინებას მიყოლილი, ფიქრისგან დაცლილი ყოველდღიურობა ერთ დღეს აუტანელი შეიქნება და აგული აჯანყდება, თუმც ეს ჯანყი ჭიქა წყალში ქარიშხალს ჰგავს. იგი უკვე ხაფანგშია გამომწყვდეული და მნიშვნელოვანს ვეღარაფერს შექმნის.

დამდგმელი რეჟისორი: ელდარ შენგელაია
სცენარის ავტორი: რევაზ გაბრიაძე
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმის ოპერატორი: მიხეილ ნიჟარაძე
ოპერატორი: გიორგი გერსამია
მხატვარი: დიმიტრი ერისთავი
სტუდია: ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი    : 1968
ხანგრძლივობა: 95 წთ.

როლებში:
გურამ ლორთქიფანიძე (აგული)
ვალენტინა ტელიჩკინა (გლაფირა)
ვასილ ჩხაიძე (პიპინია)
დოდო აბაშიძე (შავლეგი)
სალომე ყანჩელი (ქვრივი)
ჯულიეტა ვაშაყმაძე (თინა)
ვ. დეისაძე (ბონავენტური)
აკაკი დობორჯგინიძე (დიმიტრი)
ალექსანდრე (შურა) ქელბაქიანი (ფესტვიანიძე)
ნიკოლოზ მიქაშავიძე (ხურციძე)
ჯაბა წულაძე (აკიმი)
თეიმურაზ ჩირგაძე (თამადა)
 

 

02.07.2009, 21:44
კატეგორია: ქართული ფილმი | დაამატა: vasil_elisabedashvili72 | თეგები: არაჩვეულებრივი გამოფენა, 1968
ნანახია: 16 | ჩამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar