აკაკის აკვანი (1947)
+ გაადიდე ფონტი | - დააპატარავე ფონტი

აკაკის აკვანი (1947)

რეჟისორი: კონსტანტინე პიპინაშვილი
სცენარის ავტორები: ლევან ასათიანი, კონსტანტინე პიპინაშვილი აკაკი წერეთლის "ჩემი თავგადასავლის" მოტივებზე.
ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
მხატვარი: დავით კაკაბაძე
კომპოზიტორი: ალექსი მაჭავარიანი
ხმა: ვლადიმერ დოლიძე
ხანგრძლივობა: 94'
ფერი: შავ-თეთრი
"თბილისის კინოსტუდია"

როლები: ომარ ჩიტაია (აკაკი ბავშვობაში), შოთა ქოჩორაძე (ჭაბუკი აკაკი), მიხეილ ყვარელაშვილი (იუბილარი აკაკი), სპარტაკ ბაღაშვილი (ესტატე, მეწისქვილე/ვაჟა-ფშაველა/გამზრდელი), თამარ ციციშვილი (ეკატერინე, აკაკის დედა), ალექსანდრე აფხაიძე (აკაკის მამა), მედეა ჯაფარიძე (აკაკის და), ვლადიმერ გიორგაძე, ქრისტესია ლებანიძე(აკაკის ძმები), ნატო ვაჩნაძე (მანო, ძიძა), კოტე მიქაბერიძე (პაპუნა, მანოს ქმარი), კოტე დაუშვილი (მოურავი), ლეილა აბაშიძე (ნაზიბროლა), ედიშერ მაღალაშვილი (ბაგრატი, ახალგაზრდა თავადი), ნოდარ კანდელაკი (ამირანი, მეჯინიბე), ივანე პერესტიანი (გიმნაზიის დირექტორი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (ანაპოდისტე, მასწავლებელი), პიოტრ დოლჟანოვი (დობრონრავოვი, მასწავლებელი)

სიუჟეტი: თბილისის თეატრში მხცოვანი პოეტის, აკაკის იუბილეა. კითხულობენ მისალოც მისალმებებს. გლეხების თანხლებით მოხუც პოეტს ჭაღარა ქალი - მისი ძიძა უახლოვდება. ისინი პოეტს ყვავილებით მორთულ აკვანს მოართმევენ. პოეტი დასცქერის აკვანს და მის მეხსიერებაში ცოცხლდება ბავშვობისა და ყრმობის წლები: თავად როსტომ წერეთლის სასახლე, სხვიტორში, გლეხების გარემოცვაში გატარებული  ბავშვობა, ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის წლები.

 

25.04.2024, 13:36
კატეგორია: ქართული ფილმი | დაამატა: vasil_elisabedashvili72 | თეგები: 1947, აკაკის აკვანი
ნანახია: 52 | ჩამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar