1955 წლის ინდური კომედიურ-დრამატული ფილმი. როლებში ფილმი გადაღებულია ხოჯა აჰმად აბასის ნაწარმოების მიხედვით. „420“-ში იგულისხმება ინდოეთის სისხლის სამართლის კოდექსის 420-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს თაღლითობისთვის. შესაბამისად „ბატონი-420“ თაღლითების დამამცირებელი ტერმინია. სოფლელი ობოლი, მაგრამ განათლებული ბიჭი — რაჯი (რაჯ კაპური) ალაჰაბადიდან ბომბეიში ფეხით მიემგზავრება, რათა პატიოსანი გზით იშოვოს ფული. მას ღარიბი, მაგრამ კეთილსინდისიერი ვიდია (ნარგიზ დათი) შეუყვარდება. მალე ცხოვრება დიდ გამოცდას მოუწყობს. აღმოაჩინა, რომ პატიოსნებით და კეთილსინდისიერებით წარმატებას მიღწევას ვერ შეძლებდა. ის თაღლითების გავლენის ქვეშ ექცევა და თვითონაც „420“ ხდება. ვიდია ცდილობს რაჯის გამოსწორებას, მაგრამ დიდ წინააღმდეგობებს აწყდება. „ბატონი-420“ ყველაზე პოპულარული ფილმი იყო ინდური ფილმებიდან მისი გამოსვლის მომენტში. სიმღერა „Mera Joota Hai Japani“ („ჩემი ფეხსაცმელები იაპონურია“), მუკეშის შესრულებით, პოპულარული და ახალი, დამოუკიდებელი ინდოეთის პარტიოტიზმის სიმბოლო გახდა. მხოლოდ ინდოეთში 1955 წელს ფილმმა ₹39 მილიონი (2020 წლის 45 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი) შემოსავალი მოიტანა. აქედან სუფთა მოგება ₹20 მილიონი (2020 წლის 23 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი) იყო. ფილმმა „ბლოკბასტერის“ სტატუსი მიიღო და ყველაზე შემოსავლიანი ფილმის სტატუსს 2 წელი ინარჩუნებდა. ეს რეკორდი 1957 წელს „დედა ინდოეთმა“ მოხსნა. ყოფილ საბჭოთა კავშირში „ბატონი-420“ 1956 წელს გამოვიდა (დუბლირებული გორკის სახელობის კინოსტუდიის მიერ) და იმ წელს მეორე ფილმი იყო კინოგაქირავებაში. იმის მიუხედავად, რომ უჩვეულოდ მაღალ ფასად იქნა შეძენილი, ფილმი ყველაზე პოპულარული უცხოური ფილმი გახდა, რომელმაც 35 მილიონზე მეტი მაყურებელი მოაგროვა.
Господин 420 (1955) - Цветная версия - Радж Капур, Наргис, Надира Это фильм о веселом и бедном бродяге Радже, который путешествует по городам Индии, напевая веселую песенку о самом себе. Испытав в своей жизни бедность, богатство и любовь, Раджа остается честным и благородным, каким и является на самом деле простой человек.
|
|
10.09.2024, 20:47 | |
| |
ნანახია: 20 | ჩამოტვირთვები: 1 | |
სულ კომენტარები: 0 | |