ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდი
+ გაადიდე ფონტი | - დააპატარავე ფონტი

ანჩისხატის გუნდი

ქართული ხალხური სიმღერის სიყვარული იყო მთავარი მიზეზი 1987 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა ერთი ჯგუფის გაერთიანებისა, რომლის მიზანსაც ხალხური მუსიკალური კულტურის საყოველთაოდ აღიარებულ შედევრებთან ერთად, ნაკლებად ცნობილი და დავიწყებული სიმღერების შესწავლა წარმოადგენდა. მალხაზ ერქვანიძე, დავით ზათიაშვილი, გურამ გაგოშიძე, რეზო კიკნაძე, დავით შუღლიაშვილი - ამ ხუთეულით დაიწყო ჯგუფმა არსებობა, რომელსაც სულ მალე კიდევ სამი წევრი შემოუერთდა: განათლებით მათემატიკოსი და პროგრამისტი, ზაალ წერეთელი და კონსერვატორიის სტუდენტები: თემურ იმნაძე და ალექსანდრე ხახიშვილი.

სიმღერების შესწავლის პარალელურად, ჯგუფში სულ მალე გაჩნდა სურვილი და ინტერესი ძველი, დავიწყებული, ტრადიციული, მრავალხმიანი ქართული საეკლესიო გალობის შესწავლისა, რისი შესაძლებლობაც კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრაზე არსებული, XIX საუკუნის ბოლოს გამოცემული ქართული გალობის რამდენიმე სანოტო კრებულის გაცნობით მიეცათ. სწორედ ამ კრებულებიდან შეისწავლა სტუდენტთა ამ (ჯერ კიდევ სახელდაურქმეველმა) ჯგუფმა სააღდგომო საგალობლები. მალე მათ მიეცათ საშუალება, რომ ტაძარში, ღვთისმსახურებაზე ეგალობათ ისინი: 1988 წლის 10 აპრილს (ძვ. სტ. 28 მარტს) პასექის დღესასწაულზე გუნდი ამისთვის სპეციალურად ჩავიდა ბეთანიის მონასტერში. ღვთისმსახუ- რებაში მათი დებიუტის მიუხედავად, ტაძარში საოცარი განწყობა სუფევდა. ყველა მონუსხული იყო რაღაც ყურისთვის უცხო, მაგრამ გულისთვის ახლობელი, წინაპართაგან დანატოვარი, ღვთის სადიდებული ჰანგებით. ის აღდგომის დღე შეიძლება ჩაითვალოს საუკუნე- მივიწყებული ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობის ქართულ ღვთისმსახურებაში დაბრუნების დასაწყისად.

აღდგომის დღესასწაულიდან ერთ კვირაში ახლგაზრდათა რვაკაციან ჯგუფს თავისთან იწვევს უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოსკათალიკოს-პატრიარქი ილია II. პირველი საგალობელი, რომელიც მწყემსმთავრის წინაშე შესრულდა შემოქმედის სკოლის "ქრისტე აღსდგა" გახლდათ. სულთმოფენობა ახლოვდებოდა. სადღესასწაულოდ იგეგმებოდა თბილისის უძველესი ანჩისხატის ტაძრის ხელახალი კურთხევა და ამოქმედება. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა:ანჩისხატის ტაძრის მგალობლებად ეს ახალგაზრდა ჯგუფი უნდა დადგენილიყო.მას აქეთ ამ ჯგუფს ანჩისხატის გუნდის ან ანჩისხატელების სახელით იხსენიებენ.

საბჭოთა ათეისტური ცენზურის გამო, თაობათა მიერ ყურადღების მიღმა დარჩენილი, უძველესი ტრადიციის მატარებელი, ათასობით საგალობლის სანოტო ხელნაწერების შესწავლით იწყება ქართული საეკლესიო გალობის აღდგენა-აღორძინების საქმე, რისი მოთავე სწორედ ანჩისხატის გუნდია. ეს ინიციატივა პირველ ნაბიჯზევე მხარდაჭრილი იყო როგორც საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის მიერ, ისე თვით ახლადამოქმედებული ანჩისხატის ტაძრის სამღვდელოების მხრივ, რამაც დიდად განაპირობა ამ წამოწყების წარმატება.

არცთუ დიდ დროში, გუნდმა, და რაც მთავრია, თვით ძველმა, ყურისთვის უცხო და დავიწყებულმა ქართულმა გალობამ მრევლში დიდი სიყვარული და პოპულარობა მოიპოვა. ეს, ერთის მხრივ, გუნდის არაერთი მიმდევრის გამოჩენაში, ხოლო, მეორეს მხრივ, მისი ახალი წევრებით შევსება-გამდიდრებაშიც გამოიხატა. მათ შორის იყვნენ ქართულ სიმღერა გალობაში შეყვარებული სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდები: ვასილ ცეცხლაძე (მუსიკოსი), მამუკა კიკნაძე (არქიტექტორი), გრიგოლ ბულია (სასულიერო სემინარიის სტუდენტი). ტრადიციულმა ქართულმა გალობამ მთელს საქართველოში დაიწყო გავრცელება, რასაც ანჩისხატის გუნდის სხვადასხვა კუთხეში პერიოდულმა ჩასვლებმაც შეუწყო ხელი. ამ დროისათვის ანჩისხატის გუნდმა გამოსცა პირველი გრამფირფიტა სახელწოდებით "აღდგომასა შენსა” (1991) რომელშიც ქართული გალობის სხვადასხვა სკოლის სააღდგომო საგალობლებია ჩაწერილი.

ანჩისხატის გუნდის მიერ ხალხური სიმღერის შესწავლისას დიდი ყურადღება ეთმობა მისი შესრულების ტრადიციული მანერის, ბგერწყობისა და ინტონირების ავთენტურობის დაცვას. სწორედ ეს ფაქტორი გამოარჩევს ანჩისხატელების ნამღერს სხვა გუნდების საშემსრულებლო სტილისგან. უნდა ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით, გარკვეული მაგალითი ანჩისხატის გუნდისთვის უკვე არსებობდა, ედიშერ გარაყანიძის ანსამბლ "მთიების" სახით, რომელიც ხალხური სიმღერის ავთენტურ, სოფლურ მანერაში მღერის სცენაზე დამკვიდრების მოთავეა. ეს უდავოდ ბიძგის მიმცემი ფაქტორი იყო ანჩისხატელებისთვის. ამავე დროს, შეიძლება ითქვას, რომ ამ გზაზე ანჩისხატის გუნდმა მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა მრავალი ახალი ანსამბლის ჩამოყალიბებასა და მათი საშემსრულებლო მანერის განსაზღვრაში.

სრული ინფორმაცია ანსამბლზე იხილეთ საშინაო ვებ გვერდზე

 

1991

სააღდგომო საგალობლები

გრამ-ფირფიტა

გვერდი 1

1. აღდგომასა შენსა (გელათის სკოლის, იმერეთი).
2. ქრისტე აღდგა (შემოქმედის სკოლის, გურია).
3. აღდგომისა დღე არს (გელათი სკოლის, იმერეთი).
4. მოვედით და ვსვათ (შემოქმედის სკოლის, გურია).
5. საღმრთოსა სახმილავსა (გელათი სკოლის, იმერეთი).
6. ანგელოზი ღაღადებს (შემოქმედის სკოლის, გურია).
7. განათლდი, განათლდი (შემოქმედის სკოლის, გურია).

გვერდი 2

1. აღდგომა ქრისტესი (ქართლ-კახური).
2. ეკლესიასა შინა (გელათი სკოლის, იმერეთი).
3. რაოდენთა ქრისტეს მიერ (გელათი სკოლის, იმერეთი).
4. ბრწყინვალე იგი (ქართლ-კახური).
5. კრიალესო (იმერული სააღდგომო სიმღერა).

გადმოწერა

 

1998

შუა საუკუნეების ქართული გალობა

თბილისის ანჩისხატის ტაძრის გუნდი

1. შობამან შენმან (ქართლ-კახური).
2. დიდება მაღალთა შინა (ქართლ-კახური).
3. ყოვლისა დაბადებულისა (გელათის სკოლის, იმერეთი).
4. ჯვარსა შენსა (გელათის სკოლის, იმერეთი).
5. საშოდ მთიებისა (გელათის სკოლის, იმერეთი).
6. ღმერთი უფალი (გელათის სკოლის, იმერეთი).
7. წინა საუკუნეთა (ქართლ-კახური).
8. კვერთხი იესეს ძირისაგან (შემოქმედის სკოლის, გურია).
9. მეუფეო ზეცათაო (გელათის სკოლის, იმერეთი).
10. ადიდე სულო ჩემო (გელათის სკოლის, იმერეთი).
11. საიდუმლო უცხო (გელათის სკოლის, იმერეთი).
12. აწ განუტევე (ქართლ-კახური).
13. კათოლიკე ეკლესიისა (გელათის სკოლის, იმერეთი).
14. ღმერთო, მოხედენ (შემოქმედის სკოლის, გურია).
15. აკურთხევს სული ჩემი (გელათის სკოლის, იმერეთი).
16. იხარებდით მართალნი (გელათის სკოლის, იმერეთი).
17. რაჟამს იორდანეს (გელათის სკოლის, იმერეთი).
18. ვერ შემძლებელ ვართ (გელათის სკოლის, იმერეთი).
19. ტყვეთა განმათავისუფლებელო (შემოქმედის სკოლის, გურია).
20. ნათელო მხიარულო (გელათის სკოლის, იმერეთი).
21. საკვირველება (გელათის სკოლის, იმერეთი).
22. ღირს არსი (გელათის სკოლის, იმერეთი).
23. ნეტარ არს კაცი (გელათის სკოლის, იმერეთი).
24. მხოლოდ-შობილი (გელათის სკოლის, იმერეთი).
25. დღეს საღმრთომან მადლმან (გელათის სკოლის, იმერეთი).
26. კურთხეულ ხარ შენ (გელათის სკოლის, იმერეთი).
27. შობა შენი (შემოქმედის სკოლის, გურია).
28. უხრწნელსა ხატსა შენსა (გელათის სკოლის, იმერეთი).
29. ალილო (იმერული საშობაო სიმღერა).
30. ალილო (იმერული საშობაო სიმღერა).

 

1999

შუა საუკუნეების ქართული გალობა

აუდიო კასეტა

გვერდი ა

1. შობამან შენმან (ქართლ-კახური).
2. ადიდე სულო ჩემო (გელათის სკოლის, იმერეთი).
3. საიდუმლო უცხო (გელათის სკოლის, იმერეთი).
4. წინა საუკუნეთა (ქართლ-კახური).
5. კვერთხი იესეს ძირისაგან (შემოქმედის სკოლის, გურული).
6. ღმერთო, მოხედენ (შემოქმედის სკოლის, გურული).
7. რაჟამს იორდანეს (გელათის სკოლის, იმერეთი).
8. გადიდებთ შენ (გელათის სკოლის, იმერეთი).
9. ვერ შემძლებელ ვართ (გელათის სკოლის, იმერეთი).
10. კურთხეულ ხარ, შენ (გელათის სკოლის, იმერეთი).
11. იხარებდით მართალნი (გელათის სკოლის, იმერეთი).
12. ღმერთი უფალი (გელათის სკოლის, იმერეთი).
13. ესაია მხიარული (გელათის სკოლის, იმერეთი).
14. საშოდ მთიებისა (გელათის სკოლის, იმერეთი).

გვერდი ბ

1. დიდება მაღალიანი (გელათის სკოლის, იმერეთი).
2. აკურთხევს სული ჩემი (გელათის სკოლის, იმერეთი).
3. ნეტარ არს კაცი (გელათის სკოლის, იმერეთი).
4. მხოლოდ-შობილი (გელათის სკოლის, იმერეთი).
5. ტყვეთა განმათავისუფლებელო (შემოქმედის სკოლის, გურული).
6. შობა შენი (შემოქმედის სკოლის, გურული).
7. მთასა ზედა (გელათის სკოლის, იმერეთი).
8. ჰშევ ქალწულო (გელათის სკოლის, იმერეთი).
9. ღირს არსი (გელათის სკოლის, იმერეთი).

 

1999

ქართული საშობაო საგალობლები

აუდიო კასეტა

გვერდი ა

1. ალილო (იმერული საშობაო სიმღერა).
2. ცისკრის სახარება.
3. დიდება მაღალთა შინა (ქართლ-კახური).
4. საშოდ მთიებისა (გელათის სკოლის, იმერეთი).
5. აღგიარო შენ, უფალო (გელათის სკოლის, იმერეთი).
6. წინა საუკუნეთა (ქართლ-კახური)).
7. ნეტარ არს კაცი (გელათის სკოლის, იმერეთი).
8. მხოლოდ-შობილი (გელათის სკოლის, იმერეთი).
9. კვერთხი იესეს ძირისაგან (შემოქმედის სკოლის, გურია).

გვერდი ბ

1. შობამან შენმან (ქართლ-კახური).
2. ქრისტეს შობასა ვადიდებდეთ (შემოქმედის სკოლის, გურია).
3. ადიდე სულო ჩემო (გელათის სკოლის, იმერეთი).
4. საიდუმლო უცხო (გელათის სკოლის, იმერეთი).
5. გადიდებთ შენ (ქართლ-კახური).
6. ღმერთო, მოხედენ (შემოქმედის სკოლის, გურია).
7. შთახდა იონა (გელათის სკოლის, იმერეთი).
8. ალილო (იმერული საშობაო სიმღერა).

 

1999

პანაშვიდის საგალობლები

აუდიო კასეტა

გვერდი ა

1. სულთა თანა (გელათის სკოლის, იმერეთი).
2. წმიდაო ღმერთო (გელათის სკოლის, იმერეთი).
3. მამაო ჩვენო (გელათის სკოლის, იმერეთი).
4. მსწრაფლ განუხვენ (გელათის სკოლის, იმერეთი).
5. სულო ჩემო (გელათის სკოლის, იმერეთი).
6. მეუფეო ზეცათაო (ქართლ-კახური).
7. მგალობელნი შენნი (ქართლ-კახური).
8. აწ განუტევე (ქართლ-კახური).
9. სასუფეველსა შენსა (გელათის სკოლის, იმერეთი).
10. წმიდაო ღმერთო (გელათის სკოლის, იმერეთი).
11. შენ ხარ ვენახი (ქართლ-კახური).

გვერდი ბ

1. მოვედით, თაყვანის-ვსცეთ (ქართლ-კახური).
2. დიდება მაღალთა შინა (ქართლ-კახური).
3. წმიდათა თანა (ქართლ-კახური).
4. რაოდენთა ქრისტეს მიერ (გელათის სკოლის, იმერეთი).
5. ყოვლისა დაბადებულისა (გელათის სკოლის, იმერეთი).
6. საიდუმლო სამოთხე ხარ (გელათის სკოლის, იმერეთი).
7. ჯვარსა შენსა (გელათის სკოლის, იმერეთი).
8. კათოლიკე ეკლესიისა (გელათის სკოლის, იმერეთი).
9. შენდამი იხარებს (გელათის სკოლის, იმერეთი).
10. მეუფეო ზეცათაო (გელათის სკოლის, იმერეთი).

 

2000

ქართული ხალხური სიმღერები

თბილისის ანჩისხატის ტაძრის გუნდი

1. მა დო ჩქიმი არაბა (მეგრული).
2. ჩქიმ ტორონჯი (მეგრული).
3. ართი ვარდი (მეგრული).
4. მირანგულა (სვანური).
5. დალა კოჯას (სვანური).
6. შემოძახილი (კახური).
7. მეტივური (ქართლური).
8. შავი შაშვი (იმერული).
9. ლეკებმა რომ დამიჭირეს (გურული).
10. ჩვენ მშვიდობა (გურული).
11. ელესა (გურული).
12. ვახტანგური (გურული).
13. ადილა-ალიფაშა (გურული).
14. სულ ვინახე ფრთხილად თავი (იმერული).
15. ჩარი-რამა (იმერული).
16. ქალმა დამწყევლა, ლამაზმა (იმერული).
17. კრიალესო (იმერული).
18. რად გინდა ქალი ლამაზი (იმერული).
19. შუკა-შუკა (იმერული).
20. და ის ვინც გაქებდა (იმერული ქალაქური).
21. გაზაფხული (იმერული ქალაქური).
22. გვიმღერია (იმერული ქალაქური).

 

2001

ფოლკლორული ჯგუფი "ძველი კილოები”

თბილისის ანჩისხატის ტაძრის გუნდი

1. ალილო (გურჯაანული).
2. ავთანდილ გადინადირა (იმერული).
3. სუფრის ხელხვავი (გურული).
4. ჯგრაგ (სვანური).
5. ბრწყინვალე იგი (ქართლ-კახური გალობა).
6. შენ, რომელმან (გურული გალობა).
7. ყანური (იმერული).
8. პატარა საყვარელო (იმერული).
9. მეტივური (ქართლური).
10. ვახტანგური (გურული).
11. ნატვრა (გურული).
12. ბიმურზელა (სვანური).
13. სისა ტურა (მეგრული).
14. ნადური "დილა” (აჭარული).
15. შენ ხარ ვენახი (იმერული გალობა).
16. სიყვარულმან მოგიყვანა (გურული გალობა).
17. ურმული (კახური).
18. შალვა ჩემო (გურული).
19. ალილო (თელავური).
20. ადილა-ალიფაშა (გურული).
21. აჭარული მელოდიები ჭიბონზე.
22. ყუმურის ნადური (იმერული).
22. გაზაფხული (იმერული ქალაქური).

 

2001

ქართული საეკლესიო გალობა

გელათის სკოლა

მწუხრი – ცისკარი – წირვა

ტომი I

1. მოვედით, თაყვანის ვსცეთ.
2. მაღლით გარდამოხედ.
3. აღდგომა ქრისტესი.
4. შენ, უფალო.
5. ღმერთი უფალი – თანა დაუსაბამოსა.
6. აწ განუტევე.
7. უგალობდეთ ღმერთსა ჩვენსა.
8. ნათელო მხიარულო.
9. ტონ დესპოტინ.
10. შენ გიგალობთ.
11. წმიდაო ღმერთო.
12. აკურთხევს სული ჩემი.
13. რაჟამს შთახედ საფლავად.
14. აქებდით-აუარებდითი.
15. რაჟამს ლოდი იგი.
16. ნეტარ არს კაცი.
17. ყოვლისა სოფლისა.
18. უფალო, ღაღადვყავ.
19. ღვთისმშობელო ქალწულო.
20. დიდება მაღალიანი.
21. დიდება მაღალთა შინა.
22. მოვედით, თაყვანის ვსცეთ.

 

2002

ქართული საეკლესიო გალობა

გელათის სკოლა

თორმეტ საუფლო და უძრავ დღესასწაულთა საგალობლები

ტომი II

1. ყოვლისა დაბადებულისა.
2. ადიდებს სული ჩემი.
3. საიდუმლო უცხო.
4. ღმერთო, ღმერთო ჩემო.
5. აღამაღლებდით უფალსა.
6. ჯვარსა შენსა.
7. კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული.
8. ღმერთი უფალი.
9. იხარებდით მართალნი.
10. საიდუმლო უცხო.
11. ქალწული დღეს არსებად.
12. რაოდენთა ქრისტეს მიერ.
13. პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა.
14. შენდამი იხარებს.
15. რაჟამს იორდანეს.
16. ნეტარ არს კაცი.
17. ვერ შემძლებელ ვართ.
18. საკვირველება.
19. დღეს საღმრთომან მადლმან.
20. შევ ქალწულო.
21. კურთხეულ ხარ შენ.
22. მეუფეო ზეცათაო.
23. მტვირთველმან გამოუცდელმან.
24. ფშვის ქვეყანა.
25. მოციქულთა თავნო.
26. მთასა ზედა.
27. შობა შენი.
28. ძლეულ იქმნეს.
29. უხრწნელსა ხატსა შენსა.
30. მსწრაფლ განუხვენ.
31. სულო ჩემო.
32. სულთა თანა.
33. შენ ხარ ვენახი.

გადმოწერა

 

 

2003

ქართული ტრადიციული მუსიკა

საეკლესიო და სალხინო საგალობლები (გურული კილო)

"ძველი კილოები”

1. აღდგომასა შენსა (საეკლესიო).
2. მცირე კვერექსი (საეკლესიო).
3. ქრისტე აღდგა (საეკლესიო).
4. ადიდებს სული ჩემი (საეკლესიო).
5. ანგელოზი ღაღადებს (საეკლესიო).
6. მოვედით და ვსვათ (საეკლესიო).
7. შენ ხარ ვენახი (საეკლესიო).
8. რაჟამს მოხვიდე, ღმერთო (საეკლესიო).
9. ვერ შემძლებელ ვართ (საეკლესიო).
10. ესაია მხიარული (საეკლესიო).
11. ისპოლა (საეკლესიო).
12. იხსენი (საეკლესიო).
13. შენ, რომელმან განანათლენ (საეკლესიო).
14. დღეს საღმრთომან მადლმან (საეკლესიო).
15. მოსვლისა შენისა (საეკლესიო).
16. მოიხსენე ღმრთისმშობელო (საეკლესიო).
17. სიყვარულმან მოგიყვანა (საეკლესიო).
18. საუკუნოდ იყავნ ხსენება (საეკლესიო).
19. დიდება ჩვენს შეკრებასა (სალხინო).
20. ხელგანბანილნი (სალხინო).
21. მობრძანებითა თქვენითა (სალხინო).
22. საახალწლო მილოცვა (სალხინო).
23. სახლი ესე განამტკიცე (სალხინო).
24. მოწაფენი შენნი (სალხინო).
25. ვაშა, კამპანია (სალხინო).
26. მწვადის საგალობელი (სალხინო).
27. ღამე ბნელი (სალხინო).
28. ზარი (ვაი-ვაი) (სამგლოვიარო სიმღერა).
29. ალილო (საშობაო სიმღერა).

 

2003

ქართული ტრადიციული მუსიკა

ანჩისხატის ტაძრის გუნდი და ჯგუფი "ძველი კილოები”

1. გამხიარულდი ბუხარო (კახური).
2. ჩქიმ ჩონგური (მეგრული).
3. ბებია (იმერული).
4. მოდი, ვნახოთ ვენახი (იმერული).
5. შვიდკაცა (გურული).
6. ცა ფირუზ (იმერული).
7. ჯვარის წინასა (მთიულური).
8. აჰა სატრფოვ, გიკვდები (იმერული).
9. ლილე (სვანური).
10. ღიღინი (იმერული).
11. ჩვენ მშვიდობა (გურული).
12. ჩონგურო (კახური).
13. ულა მოკო კახათიშა (მეგრული).
14. რად გინდა ქალი ლამაზი (იმერული).
15. იალონზე (იმერული).
16. ვიცბილ-მაცბილ (სვანური).
17. მერცხალი (გურული).
18. ჭონა (ქართლური).
19. მადლობელი (გურული).
20. ჰარირა (მეგრული).
21. ქართული ხალხური სიმღერების პოპური.

 

 

2003

შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო გალობა

ანჩისხატის ტაძრის გუნდი

"მოვედით, თაყვანის-ვსცეთ”

1. კვირიაკის მე-11-ე საცისკრო სახარება.
2. მოვედით, თაყვანის-ვსცეთ (გელათის სკოლის, იმერეთი).
3. რომელნი ქერუბიმთა (ქართლ-კახური).
4. და ვითარცა (გელათის სკოლის, იმერეთი).
5. შენ გიგალობთ (ქართლ-კახური).
6. ღირს არსი (ქართლ-კახური).
7. მამაო ჩვენო (გელათის სკოლის, იმერეთი).
8. ყრმათა ღვთისმსახურთა (გელათის სკოლის, იმერეთი).
9. ცანი ყოვლად ღირსებით (გელათის სკოლის, იმერეთი).
10. მგალობელნი შენნი (ქართლ-კახური).
11. კურთხეულ არს (გელათის სკოლის, იმერეთი).
12. უფალო, რომელმან (გელათის სკოლის, იმერეთი).
13. უფალო, ღაღადვყავ (ქართლ-კახური).
14. ადიდებს სული ჩემი (ქართლ-კახური).
15. ვერ შემძლებელ ვართ (გელათის სკოლის, იმერეთი).
16. ნუ მტირ მე, დედაო (გელათის სკოლის, იმერეთი).
17. რაჟამს დიდებულნი მოწაფენი (გელათის სკოლის, იმერეთი).
18. ზეგარდამო განწმენდილ იქმენ (გელათის სკოლის, იმერეთი).
19. რაჟამს შთახედ საფლავად (გელათის სკოლის, იმერეთი).
20. შენდამი იხარებს (გელათის სკოლის, იმერეთი).

გადმოწერა

 

2004

მოგზაურობა საქართველოში

საერო სიმღერები და სასულიერო საგალობლები

ანჩისხატის გუნდი

დისკი I

1. გამხიარულდი ბუხარო (კახური).
2. მრავალჟამიერი (კახური).
3. ურმული (კახური).
4. ჭონა (ქართლური).
5. მა სი ვარდი (მეგრული).
6. ეუკუნათ კაკუტებს (მეგრული).
7. ლილე (სვანური).
8. შავი შაშვი (იმერული).
9. ცხენოსნური (იმერული).
10. კრიალესო (იმერული).
11. ყუმურის ნადური (იმერული).
12. აჭარული მელოდიები ჭიბონზე.
13. მე რუსთველი (გურული).
14. აი და ოდელია (გურული).
15. ბაღია ჩვენი ქვეყანა (გურული).

დისკი II

1. ადიდებს სული ჩემი (გელათის სკოლის, იმერეთი).
2. აღდგომისა დღე არს (გელათის სკოლის, იმერეთი).
3. ღმერთი ჩემი მწე ჩემდა არს (გელათის სკოლის, იმერეთი).
4. აწ განუტევე (ქართლ-კახური).
5. დიდება ჩვენს შეკრებასა (გურული სალხინო საგალობელი).
6. ეკლესიასა შინა (გელათის სკოლის, იმერეთი).
7. ღვთისმშობელო ქალწულო (ქართლ-კახური).
8. ყრმათა ღვთისმსახურთა (გელათის სკოლის, იმერეთი).
9. მობრძანებითა თქვენითა (გურული სალხინო საგალობელი).
10. შენ ხარ ვენახი (გელათის სკოლის, იმერეთი).
11. სიყვარულმან მოგიყვანა (შემოქმედის სკოლის, გურია).
12. სულო ჩემო (გელათის სკოლის, იმერეთი).
13. ტყვეთა განმათავისუფლებელო (შემოქმედის სკოლის, გურია).
14. უფალო, რომელმან (შემოქმედის სკოლის, გურია).

 

2005

ქართული საეკლესიო გალობა

აღმოსავლეთის სკოლა (ქართლ-კახური კილო)

მწუხრი – ცისკარი – წირვა

ტომი III

1. დიდი კვერექსი.
2. აკურთხევს სული ჩემი.
3. უფალო, ღაღადვყავ.
4. ღმერთი ჩემი მწე ჩემდა არს.
5. ღვთისმშობელო ქალწულო.
6. ბრწყინვალე იგი.
7. აქებდით-აუარებდითი.
8. აღდგომა ქრისტესი.
9. ადიდებს სული ჩემი.
10. დიდება მაღალიანი.
11. მოვედით, თაყვანის ვსცეთ.
12. წმიდაო ღმერთო.
13. რომელნი ქერუბიმთა.
14. ამინ. და ვითარცა.
15. შენ გიგალობთ.
16. ღირს არსი.

გადმოწერა

 

2006

ქართული საეკლესიო გალობა

შემოქმედის სკოლა (გურია)

ანჩისხატის გუნდი

1. ქრისტე აღდგა.
2. ცანი ყოვლად ღირსებით.
3. განათლდი, განათლდი.
4. ცისკარსა მსთვად.
5. დაღაცათუ ნებსით თვისით.
6. ქრისტეს შობასა ვადიდებდეთ.
7. ღმერთო მოხედენ.
8. კვერთხი იესეს ძირისაგან.
9. შობამან შენმან.
10. ქალწული დღეს არსებად.
11. რაჟამს იორდანეს.
12. ვერ შემძლებელ ვართ.
13. აწ განუტევე.
14. ღირსად გაბრიელ.
15. მთასა თაბორსა ზედა.
16. უფალო, მოგვივლინე.
17. დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო.
18. შობა შენი.
19. სიყვარულმან მოგიყვანა.
20. ღმერთი უფალი.
21. ნათელი ნათლისაგან.
22. რაჟამს იორდანეს.
23. ზეცით გამოჩინებულისა.
24. წინამორბედისა, დიდებულისა.
25. მრწამსი.
26. შენ გიგალობთ.
27. ღირს არსი.
28. მამაო ჩვენო.
29. უფალო, რომელმან.

 

2008

საქართველო

ანჩისხატის გუნდი

მრავალხმიანობა

1. ქრისტე აღდგა.
2. ალილო.
3. მა დო ჩქიმი არაბა.
4. ლეკებმა რომ დამიჭირეს.
5. ჭონა.
6. ჩანთერ იგვაგვა.
7. გამხიარულდი ბუხარო.
8. სუფრის ხელხვავი.
9. მა სი ვარდი.
10. ლილე.
11. აჭარული მელოდიები ჭიბონზე.
12. გაზაფხული.
13. ურმული.
14. ყუმურის ნადური.

 

2009

პანაშვიდის საგალობლები

"სულთა თანა”

1. სულთა თანა.
2. რაჟამს წინასწარმეტყველმან.
3. განუსვენე, უფალო.
4. ჯვარსა შენსა.
5. მამაო ჩვენო.
6. წმიდაო ღმერთო.
7. მოკვეთილი ჰკვეთს.
8. შენ მხოლო სანატრელ ხარ.
9. წმიდათა თანა განუსვენე.
10. შეიწყალე მონა ესე, შენი.
11. მუცლად იღო იონა ვეშაპმან.
12. შენ ხარ ვენახი.
13. სიჭაბუკისა ყვავილი.
14. აღდგომისა დღე არს.
15. მამაო ჩვენო.
16. ბნელისაგან ცოდვათასა.
17. მოვედით, თაყვანის-ვსცეთ.
18. კურთხეულ ხარ შენ, უფალო.
19. წმიდაო ღმერთო.
20. ვგოდებ და ვიგლოვ.
21. მეუფეო ზეცათაო.
22. სამებაო წმიდაო.

 

2009

რჩეული - "გვიმღერია”

ანჩისხატის გუნდი

საგალობლები - დისკი I.

1. დიდება მაღალთა შინა (ქართლ-კახური).
2. აღდგომისა დღე არს (გელათის სკოლის, იმერეთი).
3. საშოდ მთიებისა (გელათის სკოლის, იმერეთი).
4. კვერთხი იესე ძირისაგან (შემოქმედის სკოლის, გურია).
5. რომელნი ქერუბიმთა (ქართლ-კახური).
6. ადიდე სულო ჩემო (გელათის სკოლის, იმერეთი).
7. საიდუმლო უცხო (გელათის სკოლის, იმერეთი).
8. ღირსად გაბრიელ (შემოქმედის სკოლის, გურია).
9. ყრმათა ღვთისმსახურთა (გელათის სკოლის, იმერეთი).
10. შობამან შენმან (ქართლ-კახური).
11. მსწრაფლ განუხვენ (გელათის სკოლის, იმერეთი).
12. მთასა ზედა ფერი იცვალე (შემოქმედის სკოლის, გურია).
13. შენ გიგალობთ (ქართლ-კახური).
14. მობრძანებითა თქვენითა (გურული სალხინო საგალობელი).
15. რაოდენთა ქრისტეს მიერ (გელათის სკოლის, იმერეთი).
16. უფალო, მოგვივლინე (შემოქმედის სკოლის, გურია).
17. რაჟამს იორდანეს (გელათის სკოლის, იმერეთი).
18. აწ განუტევე (ქართლ-კახური).
19. ღირს არსი (გელათის სკოლის, იმერეთი).
20. ღმერთო, მოხედენ (შემოქმედის სკოლის, გურია).
21. ნუ მტირ მე, დედაო (გელათის სკოლის, იმერეთი).
22. ყოვლისა დაბადებულისა (გელათის სკოლის, იმერეთი).
23. სულო ჩემო (გელათის სკოლის, იმერეთი).
24. სიყვარულმან მოგიყვანა (შემოქმედის სკოლის, გურია).
25. წინა საუკუნეთა (ქართლ-კახური).
26. ფშვის ქვეყანა (გელათის სკოლის, იმერეთი).
27. საკვირველება (გელათის სკოლის, იმერეთი).
28. შენ გიგალობთ (შემოქმედის სკოლის, გურია).
29. შენ ხარ ვენახი (გელათის სკოლის, იმერეთი).
30. უხრწნელსა ხატსა შენსა (გელათის სკოლის, იმერეთი).
 

სიმღერები - დისკი II.

1. ალილო (იმერული).
2. მა დო ჩქიმი არაბა (მეგრული).
3. მეტივური (ქართლური).
4. ლეკებმა რომ დამიჭირეს (გურული).
5. ბიმურზელა (სვანური).
6. ჭონა (ქართლური).
7. სამტრედიული ნადური (იმერული).
8. სუფრის ხელხვავი (გურული).
9. გამხიარულდი ბუხარო (კახური).
10. ავთანდილ გადინადირა (იმერული).
11. ჩანთერ იგვაგვა (აფხაზური).
12. ადილა-ალიფაშა (გურული).
13. ურმული (კახური).
14. ეუკუნათ კაკუტებს (მეგრული).
15. მაყრული (აჭარული).
16. სულ ვინახე ფრთხილად თავი (იმერული).
17. ვახტანგური (გურული).
18. ალილო (გურჯაანული).
19. ვიცბილ-მაცბილ (სვანური).
20. ურმული (კახური).
21. გაზაფხული (იმერული ქალაქური).
22. აჭარული მელოდიები ჭიბონზე.
23. ყუმურის ნადური (იმერული).
24. გვიმღერია (იმერული ქალაქური).

 

2002

ქართული საეკლესიო გალობა

სანოტო კრებული

 

2004

ქართული გალობა

თერთმეტი მარგალიტი

2005

ქართული ხალხური სიმღერები

სანოტო კრებული

2006

ქართული საეკლესიო გალობა

შემოქმედის სკოლა

2005

გურული ხალხური სიმღერები

სანოტო კრებული

Copyright © 1987 anchiskhatelebi.ge.
საკონტაქტო საშუალებები: ტელ.: (+995 32) 77 595 594 ან
e-mail:info@anchiskhatelebi.ge ან dzvelikiloebi@hotmail.com

 

ანჩისხატი - სადღესასწაულო საგალობლები

გადმოწერა

 

ანჩისხატი - საეკლესიო და სალხინო საგალობლები

გადმოწერა

 

ანჩისხატი - ქართული საეკლესიო საგალობლები

გადმოწერა

 

ანჩისხატი - წირვა-ლოცვის საგალობლები

გადმოწერა

[Size: 357.8 MB] 17.02.2022, 10:57
კატეგორია: გალობა | დაამატა: vasoelis | თეგები: ანჩისხატი, ქართული, მგალობელთა გუნდი, საგალობლები
ნანახია: 108 | ჩამოტვირთვები: 49 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar