პრიზი – ღამის ქალაქი © 1992
„პრიზი" ქართული ჯგუფია, რომელიც 80-იან წლებში თბილისში შეიქმნა და სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ალბომის ჩაწერა მოასწრო. თუმცა მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ალბომი ვინილის ფირფიტაზე გამოსცა იმ პერიოდისთვის ერთადერთმა (საბჭოთა) ლეიბლმა „მელოდიამ". მაშინდელ „მე-2 არხზე" ხშირად გადიოდა ჯგუფის სიმღერების მიხედვით გადაღებული კლიპები და პატარა ფილმიც. „პრიზის" მუსიკა აუცილებლად მოეწონება ყველას, ვისაც მოსწონს მელოდიური როკი და გემოვნებიანი მეინსტრიმი.
1992 წელს ვინილზე გამოსული ალბომი „ღამის ქალაქი" გაციფრულებულია [From ERM0NIA's own home collection] მიერ და ამისთვის გმადლობთ.
„პრიზი":
ლევან ლომიძე – ვოკალი, გიტარა;
ზაზა კახიანი – გიტარა;
გივი გოგუაძე – ბასი.
ლევან ლომიძე ამჟამად რუსეთში იმყოფება და ჰყავს ბლიუზ–ბენდი Blues Cousins (ოფიციალური საიტი).
სიმღერების ჩამონათვალი: 01. ქალაქი ღამით (4:32) |
|
16.01.2022, 22:37 | |
| |
ნანახია: 96 | ჩამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |