1 2
2 ხალხური რეცეპტი, რომელიც ნამდვილად დაგირეგულირებთ არტერიულ წნევას

არტერიული წნევის დარღვევა შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერტონიით, ჰიპოტონიით. პირველი გამოვლინდება წნევის აწევით ნორმალურ მაჩვენებელთან შედარებით, მეორე - წნევის დაწევით.
არტერიული წნევის ნომრმალიზაციისა და სტაბილიზაციის მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ ხალხური მედიცინის რეცეპტები.
#1 რეცეპტი
ინგრედიენტები:

  • ბოლოკის წვენი - 200 მლ
  • სტაფილოს წვენი - 200 მლ
  • ჭარხლის წვენი - 200 მლ

მომზადების და გამოყენების წესი:
წვენები შევაერთოთ, ჩავასხათ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, შევდგათ 100 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 3 საათით, ტემპერატურა თანდათან დავიყვანოთ მინიმუმამდე. მაღალი არტერიული წნევის დროს მივიღოთ 30 მლ 3 - ჯერ დღეში ჭამამდე. მკურნალობის კურსი 2 - 3 თვე.


#2 რეცეპტი
ინგრედიენტები:
  • ბოლოკის წვენი - 40 მლ
  • სტაფილოს წვენი - 40 მლ
  • ლიმონის წვენი - 40 მლ
  • ნიახურის წვენი - 40 მლ
  • თაფლი - 30 გრ

მომზადების და გამოყენების წესი:
მოცემული ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთს და მივიღოთ 30 - 40 მლ 3 -ჯერ დღეში ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 2 - 4 კვირა.

პირშუშხას სასწაულმოქმედი სიროფი – დაივიწყეთ ღიპი და გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა

ეს სიროფი ცხიმებს წვავს და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, აუმჯობესებს მეხსიერებას, სმენას, მხედველობას, ტვინის ფუნქციონირებას.

მისი უმთავრესი ინგრედიენტი – პირშუშხა მდიდარია B1, B6, B2, C ვიტამინებით, მაგნიუმით, ფოსფორითა და რკინით. იგი წმენდს ორგანიზმს, ხელს უწყობს მეტაბოლიზმის პროცესს და ხსნის დაღლილობას.

ინგრედიენტები:

125 გრამი პირშუშხა

4 ლიმონი

3 სუფრის კოვზი თაფლი

2 ჩაის კოვზი დარიჩინი

1 (2 სმ) ჯინჯერი

მომზადების წესი:

ერთად დააბლენდერეთ პირშუშხა და ჯინჯერი. ლიმონი გაწურეთ და მისი წვენი ბლენდერში ჩაამატეთ. 2-3 წუთი თქვიფეთ. დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი თაფლი, 2 ჩაის კოვზი დარიჩინი და იმდენხანს თქვიფეთ სანამ სიროფს არ მიიღებთ. მერე სიროფი გადმოიღეთ ქილაში.

მიირთვით ერთი სუფრის კოვზი დღეში ორჯერ ჭამის წინ სამი კვირის განმავლობაში. შემდეგ რამდენიმე დღე შეგიძლიათ შეისვენოთ და ისევ განაგრძოთ.

სასმელი, რომელიც მუცლის ცხიმს 8 საათში წვავს, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ

უამრავ ადამიანს აწუხებს მუცელსა და გვერდებში დაგროვილი ცხიმის პრობლემა, ამ ყველაფერს კი უშედეგო და დამღლელ დიეტებამდე მიჰყავს ადამიანი.

წარმოგიდგენთ მარტივ და ეფექტურ საშუალებას, რომელიც ცხიმს 8 საათში წვავს და ასევე ათავისუფლებს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისაგან.

  • ერთი შეკვრა ოხრახუში
  • ლიმონი
  • 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 1 ჩაის კოვზი ჯანჯაფილი
მომზადება:

ლიმნის წვენი, ჯანჯაფილი დარიჩინი და ოხრახუში დააბლენდერეთ, მიიღეთ სასმელი ყოველ დღე ძილის წინ.

სასურველია არ ივახშმოთ. ( ვახშამის მაგივრად დალიეთ ეს წვენი)

მხოლოდ 1 ჭიქა ეს სასმელი გაგიწმენდთ სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან და მარილებისგან!

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსუტლის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი ჯერადად აღემატება სხვა დაავადებების შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვს. სწორედ ამიტომ, ძალზედ მნიშვნელოვანია დავუთმოთ მაქსიმალურად დიდი ყურადღება გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ვიზრუნოთ მის ჯანმრთელობაზე...

ჯანმრთელი სისხლძარღვები - საკვანძო მომენტი ათეროსკლეროზის, ინფაქტის, ჰიპერტონიისა და ინსულტის პროფილაქტიკისთვის. დროთა განმავლობაში სისხლძარღვების შიდა კედლები იფარება ჭარბი ქოლესტერინითა და მარილით, რაც ხელს უშლის სისხლის ნორმალურ მიმოქცევას, რის გამოც ჩვენი ორგანიზმის შინაგანი ორგანოები და ქსოვილები სრულფასოვნად აღარ იკვებება.

უნდა ავღნიშნოთ, რომ ათეროსკლეროზი სრულიად უსიმპტომოდ იჩენს თავს. ერთადერთი, რაც ამ დროს შეიძლება ვიგრძნოთ, მსუბუქი თავბრუსხვევა და კიდურების დაბუჟებაა, რაც ასევე სავსებით შესაძლებელია დაღლილობის შედეგად იყოს გამოწვეული. გამომდინარე იქიდან, რომ ათეროსკლეროზის ზედაპირული დიაგნოსტიკა პრაქტიკულად შეუძლებელია, გირჩევთ ამ საშინელი დაავადების პროფილაქტიკის მიზნით სისხლძარღვების გაწმენდას, მინიმუმ წელიწადში ერთხელ მაინც.

გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც მომენტალურად გაგიწმენდთ სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან და დაგეხმარებათ ზემოთ ჩამოთვლილი საშინელი დაავადებების თავიდან არიდებაში.

ინგრედიენტები:

  • ნიახურის 2 ღერო;
  • 200 მლ პომიდვრის ახლადგამოწურული წვენი;
  • 0,5 ჩ.კ დაფქული ჯანჯაფილი;
  • 50 მლ ლიმონის წვენი;
  • 1/4 ჩ.კ დაფქული შავი პილპილი;

მომზადება:

1. დაფქვით ნიახურის ღეროები ბლენდერში.

2. ჩაამატეთ ყველა ინგრედიენტი და კარგად აურიეთ.

მიირთვით 1 ჭიქა მიღებული სასმელი საკვების მიღებებს შორის არსებულ ინტერვალში, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ამ სასმლის მაქსიმალური დღიური დოზა 3 ჭიქაა. მკურნალობის ეს კურსი უნდა გაგრძელდეს 1 კვირას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ჯანმრთელი სისხლძარღვები - სისხლის ნორმალური ფუნქციონირების, გულისა და ტვინის ხარისხიანი მუშაობის საწინდარია! მაქსიმალურად შეამცირედ ყოველდღიურად მიღებული ცხიმიანი და შემწვარი საჭმლის პორციები. უკეთესი იქნება, თუ საერთოდ უარს განაცხადებთ მათზე!

კარიესი? როგორ დავამზადოთ სავლები სახლის პირობებში?

ღრმულებმა შეიძლება გავლენა იქონიოს კბილებზე ან ეშვებზე. ზოგჯერ კარიესი შეუმჩნეველი რჩება,რადგან არ ჩანს. ღმულებმა,რომელიც ძალიან გამოხატულია,შეიძლება კბილის ტკივილი გამოიწვიოს და ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია ეს გრძნობა,იცის რა უსიამოვნოა და დაუყოვნებლივ ეცდება აღმოფხვრას ეს პრობლემა.

მკურნალობა,როგორც წესი,ძალიან ძვირი ჯდება და ყველას არ აქვს ამის საშუალება. კარგი ამბავი ისაა,რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ბუნებრივი მეთოდი.

ირლანდიის მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა ის პროდუქტი,რომელიც ებრძვის ამ ღრმულებს ბუნებრივად.ეს პროდუქტი ქოქოსის ზეთია,რადგან ის შეიცავს იმ თვისებებს,რომელიც ებრძვის მჟავებს,რომლებიც იწვევს ღრმულებს.

როგორ დავამზადოთ სავლები სახლის პირობებში?

სავლების მომზადება ეფუძნება საცხობი სოდის გამოყენებას. ნატრიუმის ბიკარბონატი ცნობილია,როგორც ერთ-ერთი საუკეთესო გამწმენდი საშუალება.


შემადგენლობა :


- ½ ჭიქაწყალბადის ზეჟანგი (წყალბადისზეჟანგი)

- ½ ჩაის კოვზი მარილი

- ½ ჭიქა თბილ იწყალი

- 1 ჭიქა ცივი წყალი

- 1 სუფრის კოვზი სოდა


დამზადება :


შეურიეთ საცხობი სოდა და მარილი.შემდეგ სველი კბილის ჯაგრისი ჩადეთ თბილ წყალში და წაუსვით ნარევი. გაიხეხეთ კბილები კარგად და გამოდევნეთ პირიდან.

ოპერაცია ჩაიტარეთ დაახლოებით 2 წუთი. შემდეგ აურიეთ წყალბადის ზეჟანგი თბილ წყალში და გამოივლეთ პირის ღრუში.

ეს პროცედურა შეგიძლიათ კვირაში ორჯერ ჩაიტაროთ და გაიწმინდოთ კბილები ჩვეულებრივად,როგორც ამას ყოველ დღე აკეთებთ.

გაფრთხილება :

არ გადაყლაპოთ ნარევი არასოდეს.

გახსოვდეთ,რომ უნდა შეინარჩუნოთ პირის ღრუს სწორი ჰიგიენა. გაიხეხეთ კბილები ამ საშუალებით სამჯერ დღეში.

როგორ ავწიოთ ჰემოგლობინის დონე?

ჰემოგლობინის როლი ძალიან მაღალია ჯანსაღი ცხოვრებისათვის, ჰემოგლობინის ნორმალური დონე სისხლში არის:

  • 14-18 mg/dl – ზრდასრული მამაკაცებისათვის
  • 12-16 md/dl – ზრდასრული ქალებისათვის.

ეს სტანდარტული მაჩვენებლები როგორც უკვე აღვნიშნეთ განკუთვნილია ზრდასრული ადამიანებისთვის და ის შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ლაბორატორიების მიხედვით (გამომდინარე იქიდან თუ როგორ ზომავენ ისინი ჰემოგლობინის დონეს).

ჰემოგლობინის დონის დაწევამ შეიძლება გამოიწვიოს: დაღლილობა, სისუსტე, ჰაერის უკმარისობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ფერმკრთალობა, ფრჩხილების მტვრევა, გულისცემის აჩქარება და მადის დაკარგვა.

თუ ჰემოგლობინის დონე მცირდება მნიშვნელოვნად, შეიძლება დაისვას ანემიის დიაგნოზი და თანმდევი სიმპტომები შეიძლება გახდეს უფრო მძიმე.

ქალებში ჰემოგლობინის დაბალი დონე უმეტესად თავს იჩენს ორსულობისას და მენსტრუალური ციკლის დროს, რაც ასე ვთქვათ ნორმალურ მოვლენად ითვლება, თუმცა ჰემოგლობინის დაბალი დონე შეიძლება სხვა ისეთი მიზეზებითაც იყოს გამოწვეული როგორიცაა: რკინის, ფოლიუმის მჟავის და ვიტამინების C და B12-ის ნაკლებობა.

ჰემოგლობინის დონის დაწევა ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლის დიდი რაოდენობის დაკარგვამ, სისხლის ხშირად ჩაბარებამ, ძვლის ტვინის დაზიანებამ, კიბომ, თირკმელების პრობლემებმა, ართრიტმა, დიაბეტმა, კუჭის წყლულმა და დაავადებებმა რომელიც უკავშირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტს.

უმეტეს შემთხვევაში ჰემოგლობინის დაბალი დონე ასოცირდება და ხელს უწყობს ერითროციტების დაშლას (სიმცირეს).

ჰემოგლობინის დონის აწევის რამოდენიმე “ნატურალური” მეთოდი არსებობს, მათი გამოყენება კი დამოკიდებულია იმაზე თუ რამ გამოიწვია ჰემოგლობინის დონის დაწევა და რა დონეზეა ახლა ის, ასევე რამდენიად ხშირად ამოწმებს თქვენი ექიმი მის გაუმჯობესებას.

*ტოპ 10 გზა რომელიც დაგეხმარებათ ჰემოგლობინის დონის აწევაში

1. მიიღეთ რკინით მდიდარი პროდუქტები

რკინის დეფიციტი ყველაზე გავრცელებული მიზეზია ჰემოგლობინის დონის დაწევაში. რკინა ითვლება მნიშვნელოვან ელემენტად ჰემოგლობინის წარმოებაში.

  • რკინის შემცველი პროდუქტებია: ღვიძლი, წითელი ხორცი, კრევეტები, ტოფუ, ისპანახი, ნუში, ოსპი, ბურღულეული, ხამანწკები და სატაცური;
  • თქვენ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ რკინა დანამატების სახით. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რადგან დაადგინოთ სწორი დოზირება დანამატისა, რადგან ჭარბი რაოდენობით რკინა შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს თქვენი ორგანიზმისთვის.

2. გაზარდეთ ვიტამინი C-ს მიღება

დაბალი ჰემოგლობინის დონე შეიძლება გამოწვეული იყოს ასევე ვიტამინი C-ს ნაკლებობით, ხოლო ვიტამინის C-ს დონის ასაწევად რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ შესაძლებელია ისეთი პროდუქტებით, რომლებიც მდიდარია სწორედ რომ ვიტამინი C-თი. ორგანიზმი მიღებულ რკინას ვერ აითვისებს სრულად თუ მას ამაში ვიტამინები არ დაეხმარა.

  • მიირთვით ვიტამინი C-თი მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა: პაპაია, ფორთოხალი, ლიმონი, მარწყვი, წიწაკა, ბროკოლი, გრეიფუტი, პომიდორი და ისპანახი.
  • ასევე თქვენ შეგიძლიათ ვიტამინი C მიიღოთ აბების სახით, თუმცა ამის გაკეთება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

3. მიიღეთ ფოლიუმის მჟავა

ფოლიუმის მჟავა, B-კომპლექსის ვიტამინები, საჭიროა სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) შესაქმნელად, შესაბამისად ფოლიუმის მჟავის დეფიციტი ავტომატურად იწვევს ჰემოგლობინის დაბალ დონეს.

  • ფოლიუმის მჟავით მდიდარია თითქმის ყველა “მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული”, ღვიძლი, ბრინჯი, კომბოსტო, ლობიო, ბურღულეული, ბანანი, არაქისი და ბროკოლი.
  • თქვენ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ 200-400 მგ ფოლიუმის მჟავა დანამატის სახით ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

4. ჭარხალი

ჭარხალი არის რეკომენდირებული უშუალოდ ჰემოგლობინის დონის ასაწევად. ის მდიდარია რკინით, ფოლიუმის მჟავით და კალიუმით. მისი კვებითი ღირებულება ზრდის ორგანიზმში ერითროციტების რაოდენობას.

  • მარტივად შეგიძლიათ ერთი ან ორი კარგად გარეცხილი ჭარხალი შედგად მიკროტალღურ ღუმელში და გააჩეროთ რამოდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოიღეთ ჭარხალი, გააგრილეთ, გათალეთ და მიირთვით
  • ასევე თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ ჯანსაღი წვენი 1 ჭარხალით, 3 სტაფილოთი და ნახევარი ტკბილი კარტოფილით, დაილით ის ყოველდღიურად.

5. ვაშლი

ვაშლის ჭამა ყოველდღიურად დაგეხმარებათ ჰემოგლობინის დონის დასტაბილურებაში. ვაშლი არის მდიდარი რკინით და ასევე სხვადასხვა ჯანსაღი კომპონენტებით, რომელიც აუცილებელია ჰემოგლობინის საჭირო ოდენობისათვის.

  • მიირთვით ერთი ვაშლი (თუ შესაძლებელია მწვანე ვაშლი) კანიანად.
  • შეგიძლიათ მოამზადოთ ნატურალური ვაშლისა და ჭარხლის წვენი, რომელსაც გემოვნებით დაამატებთ ჯინჯერს ან ლიმნის წვენს და დალიეთ ის დღეში ორჯერ.

6. შავი ბადაგი

ხალხური მედიცინა ხშირად გამოიყენება ანემიასთას საბრძოლველად, თქვენს ჰემოგლობინის დონეს გაზრდის შავი ბადაგი. შავი ბადაგი შეიცავს: რკინას, ფოლიუმის მჟავას და ბევრ B ვიტამინს, რომელიც გაზრდის ერითროციტების რაოდენობას ორგანიზმში.

  • აიღეთ 2-2 ჩაის კოვზი შავი ბადაგი და ვაშლის ძმარი, გახსენით ისინი ერთ ჭიქა წყალში და დალიეთ ყოველდღიურად.

7. ბროწეული

ბროწეული შეიცავს რკინას, კალციუმს, ცილებსა და ნახშირწყლებს. იგი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და ზრდის ჰემოგლობინის დონეს ორგანიზმში.

  • მიირთვით საშუალო ზომის ბროწეული ან დალიეთ ერთი ჭიქა ბროწეულის წვენი საუზმეზე.
  • ერთ ჭიქა თბილ რძეში ჩაყარეთ 2 ჩაის კოვზი ბროწეულის ხმელი ფხვნილი, კარგად მოურიეთ და მიირთვით.

8. ჭინჭარი

ჭინჭარი შეგვიძლია განვიხილოთ იმ ბალახად, რომელიც გადამწყვეტ როლს ითამაშებს თქვენი ჰემოგლობინის დონის აწევაში. ჭინჭარი არის კარგი წყარო რკინის, B ვიტამინის, C ვიტამინის და სხვა ვიტამინების, რომელიც ზრდის ჰემოგლობინის დონეს.

  • აიღეთ ორი ჩ/კ ხმელი ჭინჭრის ფოთლები და ჩაყარეთ ის ერთ ჭიქა ცხელ წყალში.
  • დაელოდეთ მის დაყენებას დაახლოებით 10 წუთი
  • შემდეგ გაფილტრეთ და დაამატეთ ცოტა თაფლი
  • მსგავსი ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში ორჯერ.

9. მოერიდეთ “რკინის დამბლოკველებს”

თუ თქვენ გაქვთ ჰემოგლობინის დაბალი დონე თქვენ თავი უნდა აარიდოთ ისეთი საკვების მიღებას, რომელიც ორგანიზმს ხელს უშლის მიღებული რკინის ათვისებაში. ასეთ საკვებს/სასმელს მიეკუთვნება:

  • ყავა
  • ჩაი
  • გაზიანი სასმელები
  • ღვინო
  • ლუდი
  • კალციუმით მდიდარი პროდუქცია, როგორიცაა რძის პროდუქტები ან კალციუმის შემცველი დანამატები.

10. ვარჯიში

დაუთმეთ მცირეოდენი დრო ვარჯიშს ყოველდღიურად. როდესაც თქვენ ვარჯიშობთ ორგანიზმი გამოიმუშავებს უფრო მეტ ჰემოგლობინს, რათა დააკმაყოფილოს ჟანგბადზე ჭარბი მოთხოვნა.

  • უფრო მეტი ინტენსივობით გააკეთეთ ის ვარჯიშები რომელიც განკუთვნილია აერობიკისათვის.
  • ასევე მცირე დოზით გააკეთეთ ძალაზე გათვლილი ვარჯიშები, რომელიც დაგეხმარებათ კუნთოვანი მასის გაზრდაში და დაგაძლევინებთ დაღლილობას.
დამატებითი რჩევები
  • მოერიდეთ ისეთი საკვების მიღებას, რომელიც შეიცავს წებოვანას (გლუტეინს)
  • მიირთვით მარცვლეულის პური, მარცვლეული და პასტა (მაკარონი)
  • მიიღეთ უფრო მეტი რკინით მდიდარი პროდუქტები მენსტრუალური ციკლის შემდეგ და ორსულობის პერიოდში
  • მიიღეთ ცივი შხაპი დღეში ორჯერ რათა გააუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა