აღსავლის კარი და კრეტსაბმელი დახურულია. მღვდელი ოლარითა და (სამკლაურებით) შემოსილი, ამბიონზე აღსავლის კარის წინ ამბობს ასამაღლებელს:
"კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე"
მედავითნე: ამინ.
დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
მღვდელი: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მედავითნე: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ − 12-ჯერ,
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;
ფსალმუნი 5
1. სიტყუანი ჩემნი ყურად-იხუენ, უფალო, გულისხმა-ყავ ღაღადებაჲ ჩემი,
2. მომხედენ ჴმასა ლოცვისა ჩემისასა, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო;
3. რამეთუ შენდამი ვილოცო, უფალო.
4. განთიად შეისმინე ჴმისა ჩემისა, განთიად წარვდგე შენდა და გეჩუენო შენ. რამეთუ შენ ღმერთი არა ეგრე ხარ, ვითარმცა გინდა უსჯულოებაჲ;
5. არა დაიმკჳდროს შენ თანა უკეთურმან, არცა დადგენ უსჯულონი წინაშე თუალთა შენთა;
6. მოიძულენ შენ ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი. წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყჳან სიცრუესა; კაცი მოსისხლე და მზაკუარი სძაგს უფალსა.
7. ხოლო მე მრავლითა მოწყალებითა შენითა შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა.
8. უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა და მტერთა ჩემთათჳს წარმართე შენ წინაშე გზაჲ ჩემი.
9. რამეთუ არა არს პირსა მათსა ჭეშმარიტებაჲ, გული მათი ამაო,
10. სამარე ზეაღებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკვიდეს. საჯენ იგინი, ღმერთო; დაეცნედ იგინი ზრახვათა მათთაგან; სიმრავლისაებრ უღმრთოებათა მათთასა განიშორენ იგინი, რამეთუ გაგამწარეს შენ, უფალო.
11. და იშუებდენ ყოველნი, რომელნი გესვენ შენ, უკუნისამდე იხარებდენ და დაიმკჳდრო მათ შორის. და იქადოდიან შენდამი, რომელთა უყუარს სახელი შენი.
12. რამეთუ შენ აკურთხო მართალი, უფალო, ვითარცა ჭურითა სათნოებისათა გჳრგჳნოსან-მყვენ ჩუენ.
ფსალმუნი 22
1. უფალმან მმწყსოს მე და მე არა მაკლდეს.
2. ადგილსა მწუანვილოანსა მუნ დამამკვიდრა მე წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა მე.
3. მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათჳს.
4. ვიდოდი ღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან - ამათ ნუგეშინის-მცეს მე.
5. განმზადეს წინაშე ჩემსა ტაბლა წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა; განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან.
6. წყალობაჲ შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, დამკჳდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა დღეთასა.
ფსალმუნი 26
1. უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?
2. მოახლებასა ჩემ ზედა უკეთურთასა შეჭმად ჴორცთა ჩემთა, მაჭირვებელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი - იგინი მოუძლურდეს და დაეცნეს.
3. გან-თუ-ეწყოს ჩემ ზედა ბანაკი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა. აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლა, ამისთჳს მე შენ გესავ.
4. ერთი ვითხოე უფლისაგან, ესევე ვითხოვო: დამკჳდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, ხილვად ჩემდა შუენიერებაჲ უფლისაჲ და მოხილვად ტაძარი მისი.
5. რამეთუ დამფარა მე კარავსა შინა მისსა დღესა შინა ბოროტთა ჩემთასა, დამიფარა მე დაფარულსა კარვისა მისისასა,
6. კლდესა ზედა აღმამაღლა მე. და აწ, ესერა, აღამაღლა თავი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა; გარემოვადეგ და შევწირე კარავსა შინა მისსა მსხუერპლი ქებისა და ღაღადებისა, ვაქებდე და უგალობდე უფალსა.
7. ისმინე, უფალო, ჴმისა ჩემისა, რომლითა ღაღად-ვყავ, მიწყალე მე და ისმინე ჩემი.
8. შენ გრქუა გულმან ჩემმან: უფალი მოვიძიო; გამოგიძია შენ პირმან ჩემმან; პირი შენი, უფალო, მოვიძიო.
9. ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ნუ მიიქცევ რისხვით მონისა შენისაგან. შემწე ჩემდა იყავ, ნუ შეურაცხ-მყოფ მე და ნუცა დამაგდებ მე, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.
10. რამეთუ მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს მე, ხოლო უფალმან შემიწყნარა მე.
11. შჯულიერ-მყავ მე, უფალო, გზასა შენსა, და მიძეღუ მე ალაგთა შენთა წრფელთა
12. მტერთა ჩემთათჳს. ნუ მიმცემ მე სულთა მაჭირვებელთა ჩემთასა, რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და უტყუვა სიცრუემან თავსა თჳსსა.
13. მრწამს მე ხილვად კეთილი უფლისა ქუეყანასა მას ცხოველთასა.
14. დაუთმე უფალსა; მჴნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ტროპარი წინადღესასწაულისა, ხმა 4
უკუნ იქცა ოდესმე იორდანე მდინარე ხალენითა ელისესითა ამაღლებასა ილიასსა და განჰყოფდა წყალსა იმიერ და ამიერ და ექმნა მას მწყურნები გზად ხმელად, სახედ ჭეშმარიტისა ნათლისღებისა, რომლისა მიმართ მივრბიოდეთ ჩვენცა განსვლად მას შინა და ღაღად-ვჰყოთ: ქრისტე განცხადნა იორდანესა განწმედად წყალთა.
აწდა, ღვთისმშობლისა
რაიმე სახელ გდვათ შენ, ჰოი, მიმადლებულო? ცად, რამეთუ აღმოუბრწყინვე სოფელსა მზე სიმართლისა; სამოთხედ, რამეთუ აღმოუცენე ყვავილი უხრწნელებისა; ქალწულად, რამეთუ დაადგერ უხრწნელად, წმიდად დედად, რამეთუ იტვირთე წმიდათა წიაღთა ძე, და ყოველთა ღმერთი, მას ევედრე ცხოვრებად სულთა ჩვენთათვის.
დასდებლები სოფრომ იერუსალიმელი პატრიარქისა.
დღეს წყალთა იგი ბუნება წმიდა იქმნების და განახლდების იორდანე, და თვისთა ღელვათა დინებასა დააყუდებს, რამეთუ უფალსა ხედვიდა ნათლისღებად.
ამისთვის მოგიხსენო შენ ქვეყანით იორდანით და ერმონით.
ვითარცა კაცი მდინარედ მოხვედ ქრისტე მეუფეო და მონებრივისა ნათლისღებისა გენება მიღება იოანესგან ცოდვათა ჩვენთათვის კაცთმოყვარე.
გიხილეს შენ წყალთა, ღმერთო, გიხილეს შენ წყალთა და შეეშინა.
ვითარცა კაცი მდინარედ მოხვედ ქრისტე მეუფეო და მონებრივისა ნათლისღებისა გენება მიღება იოანესგან ცოდვათა ჩვენთათვის კაცთმოყვარე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მსგავსად ხმისა მის რომელი ღაღადებდა უდაბნოსა ზედა: განმზადენით გზანი უფლისანი, მოხვედ მაცხოვარო ჩვენო და ხატი მონებისა მიიღე და ნათლისღებასა ითხოვდ, რომელმან არა იცოდა ცოდვაი, გიხილეს შენ წყალთა, ღმერთო და შეეშინა, და თანა შეძრწუნებულ იქმნა სულითა წინამორბედი, ღაღადებდა და იტყოდა: ვითარ ნათელს იღებს ნათელი სოფლისა, ვითარ ხელი დავსდვა მონამან უფალსა, განმწმიდე მე და წყალნიცა ესე, ქრისტე, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი კაცთმოყვარე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

წარდგომა ხმა 4
ქუხდა უფალი ცით გამო, და მაღალმან მოსცა ხმა თვისი.
მუხლი: შეგიყვარო შენ უფალო, ძალო ჩემო, უფალო, დამამტკიცებელო ჩემო.
წინასწარმეტყველება ესაიასი საკითხავი
ამას იტყვის უფალი, იხარებდ უდაბნო წყურიელი. და იშუებდინ უდაბნოჲ და ყუაოდენ, ვითარცა შროშანნი. და აღყუავნენ და იშუებდენ მდინარენი იორდანისანი, და დიდებაჲ ლიბანისა მოეცეს მას და პატივი კარმელისა, და ერმან ჩემმან იხილოს დიდებაჲ უფლისაჲ და სიმაღლე ღმრთისაჲ. გაძლიერდით ჴელნი დაჴსნილნი და მუჴლნი განრღუეულნი. ნუგეშინის-ეცით სულმოკლეთა გონებითა: განძლიერდით, ნუ გეშინინ. აჰა, ღმერთი ჩუენი საშჯელსა ნაცვლად მიაგებს, და ნაცვალ-აგოს. თჳთ მოვიდეს და მაცხოვნეს ჩუენ. მაშინ აღეხუნეს თუალნი ბრმათანი. და ყურთა ყრუთასა ესმოდის. მაშინ ვლდებოდის კოჭლი, ვითარცა ირემი, და ცხად იყოს ენაჲ ძლით მზრახვალი, რამეთუ გამოეცა უდაბნოს შინა წყალი და ჴევი შორის ქუეყანასა წყურიელსა. და ურწყული იყოს მწურნებად, და ქუეყანასა შინა წყურიელსა წყარო წყლისა იყოს. მუნ სიხარული მფრინველთა, საყოფელი სამწყსოთა და მწყურნები ლელწმისა, და არა წარჰჴდეს მუნ არაწმიდაჲ. იყოს მუნ გზა წმიდაჲ და გზად წმიდად ეწოდოს. არა წარვიდეს მიერ არაწმიდაჲ, არცა იყოს მუნ გზა არაწმიდა. ხოლო განთესულნი ვიდოდიან მას ზედა. არა შესცთეს. და არა იყოს მუნ ლომი, არცა მჴეცთა ბოროტთაგანი, არა აღვიდეს მის ზედა, არცა იპოოს მუნ, არამედ ვიდოდიან მას ზედა გამოჴსნილნი და შეკრებულნი უფლისა მიერ. მოიქცენ და მოვიდენ სიონად სიხარულისა თანა და სიხარული საუკუნოჲ ზეშთა თავისა მათისა, ქება და მხიარულება და შუება ეწიოს მათ. წარჴდა სალმობა და მწუხარება და სულთქმა.
საქმე წმიდათა მოციქულთა საკითხავი
მათ დღეთა შინა, ვითარცა აღასრულებდა იოვანე სრბასა თჳსსა, იტყოდა: ვინ-იგი გგონიე მე ყოფად, მე არა იგი ვარ, არამედ ესერა მოვალს შემდგომად ჩემსა, რომელსა-იგი არა ვარ ღირს განჴსნად ჴამლთა ფერჴთა მისთასა. კაცნო ძმანო და ძენო ნათესავისა მის აბრაჰამისნო, და თქუენ შორის რომელთა ეშინის ღმრთისა, თქუენთჳს სიტყუაჲ იგი ცხორებისაჲ მოივლინა. რამეთუ რომელნი-იგი მკჳდრ არიან იერუსალჱმს შინა და მთავარნი იგი მათნი ამას უმეცარ იქმნნეს და ჴმათა მათ წინაწარმეტყუელთასა, რომელნი-იგი ყოველთა შაბათთა აღმოიკითხვოდეს, საჯეს და აღასრულეს. და არცა ერთი ბრალი სიკუდილისაჲ უპოეს და მოითხოვეს პილატესგან მოკლვად იგი. და ვითარ-იგი აღასრულეს ყოველივე, რომელი მისთჳს წერილ იყო, გარდამოჰჴსნეს იგი ძელისაგან და დადვეს საფლავსა. ხოლო ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით, რომელი-იგი ეჩუენა დღეთა მრავალთა მათ, რომელნი-იგი მის თანა აღმოსულ იყვნეს გალილეაჲთ იერუსალჱმდ, რომელნი-იგი აწ არიან მოწამე მისა ერისა მიმართ. და ჩუენ თქუენ გახარებთ მამათა მიმართ თქმულსა მას აღთქუმასა, რამეთუ ესე ღმერთმან აღუსრულა შვილთა მათთა და ჩუენ აღგჳდგინა იესუ.
სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება
მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი
მას ჟამსა შინა მოვიდა იოვანე ნათლის-მცემელი ქადაგებად უდაბნოსა მას ჰურიასტანისასა და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ. რამეთუ ესე არს, რომელ-იგი თქუმულ არს ესაია წინასწარმეტყუელისა მიერ და იტყჳს: ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი. ხოლო თავადსა იოვანეს ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა; ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური. მაშინ განვიდოდა მისა იერუსალიმი და ყოველი ჰურიასტანი და გარემო სოფლები იორდანისაჲ. და ნათელს-იღებდეს იორდანესა შინა მისგან და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა. და ვითარცა იხილნა მრავალნი ფარისეველნი და სადუკეველნი, მომავალნი ნათლის-ღებად მისგან, ჰრქუა მათ: ნაშობნო იქედნეთანო: ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა? ყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ, და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ თავით თჳსით: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. რამეთუ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა. რამეთუ აწვე ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას. მე უკუე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად. ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ჴამლთა მისთა ტჳრთვად. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა.
სვლანი ჩემნი წარმართენ სიტყვათაებრ შენთა, და ნუ მეუფლებინ მე ყოველი უსჯულოება. მიხსენ მე ცილისწამებისაგან კაცთასა, და დავიცვნე მე მცნებანი შენნი. გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა, და მასწავენ მე სიმართლენი შენნი. აღავსე პირი ჩემი ქებითა, რათა უგალობდე დიდებასა შენსა, ყოველსა დღესა დიდად შვენიერებასა შენსა.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
მღვდელი: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მედავითნე: ამინ.
მდინარედ რა იორდანედ მოიწია დღეს უფალი, იოანეს მიმართ ღაღადებდა: ნუ გეშინინ ნათლის-ცემად ჩემდა, რამეთუ ცხოვრებად მოსრულ ვარ ადამ პირველქმნულისა.
უფალო შეგვიწყალენ 40-გზის
რომელი ყოველსა დღესა, და ყოველსა ჟამსა, მარადის ცათა შინა, და ქვეყანასა ზედა თაყვანის-იცემები, და იდიდები, ქრისტე ღმერთო, ცხოველო, სულგრძელო, და მრავალ მოწყალეო, რომელსა მართალი გიყვარს და ცოდვილთა ჰსწყალობ, რომელმან ყოველთა გვიწოდე ცხოვრებად აღთქმითა მით ყოფადთა კეთილთა შენთათა, შენ უფალო, შეიწირე ლოცვაი ჩვენი ჟამსა ამას, წარმართე ცხოვრებაი ჩვენი მცნებათა შინა შენთა, სულნი ჩვენნი წმიდა ჰყვენ, ხორცნი უბიწოდ, გონებანი განგვიწმიდენ, და გულის სიტყვანი განგვიმართლენ, და გვიხსნენ ჩვენ ყოვლისაგან ჭირისა, ძვირთა და სალმობათაგან, და შეგვზღუდენ ჩვენ წმიდათა ანგელოზთა შენთა მიერ, რათა დაბანაკებითა მათითა დაცულნი და ძღვანებულნი, მივიწივნეთ ერთობასა სარწმუნოებისასა, და მეცნიერებასა უხილავისა დიდებისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა (3-გზის)
ფსალმუნი 28
შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა, შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა. შესწირევდით უფლისა დიდებასა სახელისა მისისასა, თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა. ხმაი უფლისაი წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისაი ქუხდა, უფალი წყალთა ზედა მრავალთა. ხმაი უფლისაი ძლიერებით, ხმაი უფლისაი დიდად შუენიერებით. ხმამან უფლისამან შემუსრნეს ნაძუნი და შემუსრნეს უფალმან ნაძუნი იგი ლიბანისანი. და დააწულილნეს იგინი ვითარცა ხბოი იგი ლიბანისაი, და საყუარელი იგი - ვითარცა შვილი მარტორქისაი. ხმამან უფლისამან განკუეთის ალი ცეცხლისაი. ხმამან უფლისამან შეძრის უდაბნოი და შეაძრწუნის უფალმან უდაბნოი იგი კადისაი. ხმამან უფლისამან განამტკიცნის ირემნი და განაცხადნის მაღნარნი; და ტაძარსა წმიდასა მისსა თქუას ყოველმან ვინ დიდებაი მისი. უფალმან წყლით-რღუნაი დაამკვიდრის; და დაჯდეს უფალი მეუფედ უკუნისამდე. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.
ფსალმუნი 41
ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო! სწყურინ სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა: ოდეს-მე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა? იქმნნეს ცრემლნი ჩემნი პურად ჩემდა დღე და ღამე, რამეთუ მეტყვიედ მე მარადღე: სად არს ღმერთი იგი შენი? ხოლო მე ესე მოვიხსენე და ნუგეშინის-ვსცი სულსა ჩემსა, რამეთუ განვლო მე ადგილსა საყოფელისა საკვირველისასა ვიდრე სახლადმდე ღმრთისა ხმითა სიხარულისაითა და აღსარებისაითა, ხმითა მედღესასწაულეთაითა. რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა. სული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა; ამისთვის მოგიხსენო შენ ქუეყანით იორდანით და ერმონით, მთით მცირით. უფსკრული უფსკრულსა ხადის ხმითა ზე-გარდამოსაქანელთა შენთაითა; ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანი შენნი მე ზედაგარდამხდეს. დღისი ამცნო უფალმან წყალობაი მისი და ღამე გალობაი მისი; ჩემ მიერ, ლოცვაი ღმრთისა მიმართ ცხორებისა ჩემისა. ვარქუ ღმერთსა: მწე ჩემდა ხარ, რად დამივიწყებ მე, ანუ რად მწუხარედ ვრორინებ მე ჭირითა მტერისაითა? შემუსრვასა ძუალთა ჩემთასა მყუედრიდეს მე მტერნი ჩემნი, მეტყვიედ რაი იგინი მარადღე: სადა არს ღმერთი იგი შენი? რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა.
ფსალმუნი 50
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ტროპარი წინადღესასწაულისა, ხმა 4
უკუნ იქცა ოდესმე იორდანე მდინარე ხალენითა ელისესითა ამაღლებასა ილიასსა და განჰყოფდა წყალსა იმიერ და ამიერ და ექმნა მას მწყურნები გზად ხმელად, სახედ ჭეშმარიტისა ნათლისღებისა, რომლისა მიმართ მივრბიოდეთ ჩვენცა განსვლად მას შინა და ღაღად-ვჰყოთ: ქრისტე განცხადნა იორდანესა განწმედად წყალთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღვთისმშობელო ქალწულო შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი რომელმან გამოიღე ტევანი ცხოვრებისა, შენ გევედრებით მიმადლებულო, მოციქულთა თანა მეოხ გვეყავ ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა.
და ვგალობთ დასდებლებს:
წინამორბედისა და ნათლისმცემელისა, წინასწარმეტყველისა უმეტეს წინასწარმეტყველთა და ყოველთა პატივცემულისა, შეძრწუნდა დღეს ხელი მარჯვენე, რაჟამს გიხილა შენ, ტარიგი ღვთისა, ცოდვათა სოფლისათა აღმღებელი და განკვირვებით შეპყრობილი ღაღადებდა: ვერ ვიკადრებ მიახლებად თავსა შენსა, სიტყვაო, არამედ შენ წმიდა მყავ და განმანათლე, სახიერ, რამეთუ შენ ხარ ნათელი და მშვიდობა და ცხოვრება სოფლისა.
ამისთვის მოგიხსენო შენ ქვეყანით იორდანით და ერმონით.
სამებამან ღმერთმან ჩვენმან თავი თვისი დღეს განუყოფელად გამოგვიცხადა, რამეთუ მამა ზეგარდამო სწამებდა ძისათვის და სული წმიდა სახედ ტრედისა გარდამოხდა, ძემან უხრწნელი იგი თავი მოუდრიკა წინამორბედსა და ნათელ-იღო რა, კაცთა ბუნება მონებისაგან იხსნა, ვითარცა კაცთმოყვარე არს.
გიხილეს შენ წყალთა, ღმერთო, გიხილეს შენ წყალთა და შეეშინა.
სამებამან ღმერთმან ჩვენმან თავი თვისი დღეს განუყოფელად გამოგვიცხადა, რამეთუ მამა ზეგარდამო სწამებდა ძისათვის და სული წმიდა სახედ ტრედისა გარდამოხდა, ძემან უხრწნელი იგი თავი მოუდრიკა წინამორბედსა და ნათელ-იღო რა, კაცთა ბუნება მონებისაგან იხსნა, ვითარცა კაცთმოყვარე არს.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მოსვლასა შენსა ხორცითა იორდანეს, უფალო, გენება რა ნათლის-ღება სახითა კაცისათა ქველის მოქმედ, რათა შეცთომილნი ვითარცა სახიერ ხარ გვიხსნე ყოვლისა მახისაგან და საცთურისა ვეშაპისა მის და განგვანათლნე, მაშინ მამისა მიერ წამებულ იქმენ, ხოლო სული წმიდა შენ ზედა სახითა ტრედისათა მოვიდა, რომელიცა დაამკვიდრე სულთა შინა ჩვენთა კაცთმოყვარე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
მოსვლასა შენსა ხორცითა იორდანეს, უფალო, გენება რა ნათლის-ღება სახითა კაცისათა ქველის მოქმედ, რათა შეცთომილნი ვითარცა სახიერ ხარ გვიხსნე ყოვლისა მახისაგან და საცთურისა ვეშაპისა მის და განგვანათლნე, მაშინ მამისა მიერ წამებულ იქმენ, ხოლო სული წმიდა შენ ზედა სახითა ტრედისათა მოვიდა, რომელიცა დაამკვიდრე სულთა შინა ჩვენთა კაცთმოყვარე.
წარდგომა ხმა 6
გიხილეს შენ წყალთა, ღმერთო, გიხილეს შენ წყალთა და შეეშინა.
მუხლი: ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ, ხმითა ჩემითა ღვთისა მიმართ და მომხედნა მე.
წინასწარმეტყველება ესაიასი საკითხავი
(ეს. 1, 16-20)
ამას იტყვის უფალი, განიბანენით, წმიდა იქმნენით, მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქვენთა წინაშე თვალთა ჩემთა, დასცხერით ბოროტთაგან თქვენთა. ისწავეთ კეთილსა ქმნაჲ გამოიძიეთ მშჯავრი, იჴსენით მიმძლავრებული, უსაჯეთ ობოლსა და განამართლეთ ქურივი. და მოვედით და შევიტყუნეთ, _ იტყჳს უფალი, _ და უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო. ხოლო უკეთუ იყვნენ, ვითარცა ძოწეულნი მეწამულნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო. და უკეთუ გინდესთ, და ისმინოთ ჩემი, კეთილნი ქვეყანისანი შჭამნეთ. ხოლო უკეთუ არ გინდესთ, არცა ისმინოთ ჩემი, მახჳლმან შეგჭამნეს თქვენ, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამას.
საქმე წმიდათა მოციქულთა საკითხავი
(საქ. 19, 1-8)
მათ დღეთა შინა, იყო აპოლოჲსსა მას ყოფასა კორინთეს შინა პავლეს მოევლო ზემო კერძო იგი ადგილი და მოიწია ეფესოდ და პოვნა ვინმე მოწაფეთაგანნი და ჰრქუა მათ: უკუეთუ სული წმიდაჲ მიგიღებიეს და გრწამს? ხოლო მათ ჰრქუეს მას: არამედ არცაღა არს, თუ სული წმიდაჲ გუასმიეს. ჰრქუა მათ პავლე: რაჲთა უკუე ნათელ-გიღებიეს? და მათ ჰრქუეს: იოვანეს ნათლის-ცემითა. ჰრქუა მათ პავლე: იოვანე ნათელ-სცემდა ნათლის-ცემასა სინანულისასა ერსა და ეტყოდა მომავალისა მისთჳს შემდგომად მისა, რაჲთა ჰრწმენეს, ესე იგი არს იესუ ქრისტე. ხოლო მათ, ვითარცა ესმა, ნათელ-იღეს სახელითა უფლისა იესუ ქრისტჱსითა. და დასხმითა ჴელთა პავლესთაჲთა მათ ზედა მოვიდა მათ ზედა სული წმიდაჲ, იტყოდეს ენათა და წინაწარმეტყუელებდეს. ხოლო იყვნეს კაცნი იგი ყოველნივე ათორმეტ. შევიდა უკუე შესაკრებელსა მას და კადნიერად იქცეოდა სამ თუე, ეტყოდა და არწმუნებდა სასუფეველისათჳს ღმრთისა.
მარკოზისაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი
(მარკ. 1, 1-8)
დასაბამი სახარებისაჲ იესუ ქრისტესი, ძისა ღმრთისაჲ. ვითარცა წერილ არს ესაია წინაწარმეტყუელსა: აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა. ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი. იყო იოვანე უდაბნოსა და ნათელ-სცემდა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა. და განვიდოდა მისა ყოველი სოფლები ჰურიასტანისაჲ და იერუსალჱმელნი და ნათელს-იღებდეს მისგან ყოველნი იორდანესა მდინარესა და აღუვარებდეს ცოდვათა მათთა. ხოლო ემოსა იოვანეს სამოსლად თმისაგან აქლემისა, და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისთა, და ჭამდა იგი მკალსა და თაფლსა ველურსა, ქადაგებდა და იტყოდა: ესერა მოვალს უძლიერესი ჩემსა შემდგომად ჩემსა, რომლისა ვერ ღირს ვარ განჴსნად საბელსა ჴამლთა მისთასა. მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა.
უფალი ღმერთი კურთხეულ, კურთხეულ არს ღმერთი დღითი დღე, წარგვიმართოს ჩვენ ღმერთმან მაცხოვარებისა ჩვენისანი, ღმერთი ჩვენი, ღმერთი მაცხოვარი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
მღვდელი: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მედავითნე: ამინ.
მდინარედ რა იორდანედ მოიწია დღეს უფალი, იოანეს მიმართ ღაღადებდა: ნუ გეშინინ ნათლის-ცემად ჩემდა, რამეთუ ცხოვრებად მოსრულ ვარ ადამ პირველქმნულისა.
უფალო შეგვიწყალენ 40-გზის.
რომელი ყოველსა დღესა, და ყოველსა ჟამსა, მარადის ცათა შინა, და ქვეყანასა ზედა თაყვანის-იცემები, და იდიდები, ქრისტე ღმერთო, ცხოველო, სულგრძელო, და მრავალ მოწყალეო, რომელსა მართალი გიყვარს და ცოდვილთა ჰსწყალობ, რომელმან ყოველთა გვიწოდე ცხოვრებად აღთქმითა მით ყოფადთა კეთილთა შენთათა, შენ უფალო, შეიწირე ლოცვაი ჩვენი ჟამსა ამას, წარმართე ცხოვრებაი ჩვენი მცნებათა შინა შენთა, სულნი ჩვენნი წმიდა ჰყვენ, ხორცნი უბიწოდ, გონებანი განგვიწმიდენ, და გულის სიტყვანი განგვიმართლენ, და გვიხსნენ ჩვენ ყოვლისაგან ჭირისა, ძვირთა და სალმობათაგან, და შეგვზღუდენ ჩვენ წმიდათა ანგელოზთა შენთა მიერ, რათა დაბანაკებითა მათითა დაცულნი და ძღვანებულნი, მივიწივნეთ ერთობასა სარწმუნოებისასა, და მეცნიერებასა უხილავისა დიდებისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა (3-გზის)
ფსალმუნი 73
რად განგვიშორენ ჩუენ, ღმერთო, სრულიად. განრისხდა გულის წყრომაი შენი ცხოვართა ზედა სამწყსოისა შენისათა. მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან; იხსენ კუერთხითა მკვიდრობისა შენისაითა მთაი სიონი ესე, რომელსა დაემკვიდრე მას შინა. აიხუენ ხელნი შენნი ამპარტავანებასა მათსა ზედა სრულიად; რაოდენ მე ეუკეთურა მტერი სიწმიდესა შენსა. და იქადეს მოძულეთა შენთა შორის დღესასწაულსა შენსა, დასხნეს სასწაულნი მათნი სასწაულად, და არა ჰსცნეს. ვითარცა გამოსლვასა ზესკნელსა; ვითარცა მაღნარსა შინა ხე, ცულითა დაკოდნეს. ბჭენი მათნი, რაითურთით ცულითა და წერაქვითა დაამხუეს იგი. დაწუეს ცეცხლითა სიწმიდე შენი, ქუეყანასა ზედა შეაგინეს კარავი სახელისა შენისაი. თქუეს გულითა მათითა და ნათესავთა მათთა ერთად: მოვედით და დავადუმნეთ ყოველნი დღესასწაულნი ღმრთისანი ქუეყანით. რამეთუ სასწაული მათი ჩუენ არა ვიხილეთ; არღარავინ არს წინასწარმეტყუელ, და ჩუენ არავინ გვიცნნეს მერმეცა. ვიდრემდის, ღმერთო, გაყუედრებდეს მტერი, განარისხებდეს მხდომი სახელსა შენსა სრულიად. რად გარე-მიიქცევ ხელსა შენსა და მარჯუენესა შენსა წიაღადვე შენდა სრულიად. ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან წინა-საუკუნეთამან, შექმნა ცხორებაი შორის ქუეყანასა. შენ განამტკიცე ძალითა შენითა ზღუაი, შენ შეჰმუსრე თავები ვეშაპთაი წყალთა ზედა; შენ შეჰმუსრე თავი ვეშაპისაი მის და მიეც იგი საჭმელად ერსა მას ჰინდოეთისასა. შენ გამოადინენ წყარონი და მდინარენი, შენ განახმენ მდინარენი ითამისანი. შენი არს დღე და შენი არს ღამე; შენ დაამტკიცე ნათელი და მზე. შენ შეჰქმნენ ყოველნი საზღვარნი ქუეყანისანი; შენ დაჰბადე ზაფხული და არე. ესე მოიხსენე: მტერმან აყუედრა უფალსა და ერმან უგუნურმან განარისხა სახელი შენი. ნუ მისცემ მხეცთა სულსა, რომელმან აღგიაროს შენ, და სულსა გლახაკთა შენთასა ნუ დაივიწყებ სრულიად. მოჰხედენ აღთქუმასა შენსა, რამეთუ აღივსნეს სიბნელითა ქუეყანისაითა სახლნი უშჯულოთანი. ნუ მიიქცევინ დამდაბლებული სირცხვილეული; გლახაკი და დავრდომილი, აქებდენ სახელსა შენსა. აღსდეგ, ღმერთო, საჯე სჯაი შენი, მოიხსენე ყუედრებაი შენი, რომელ არს უგუნურთაგან მარადღე. ნუ დაივიწყებ ხმასა მონათა შენთასა; ამპარტავანებაი მოძულეთა შენთაი ამაღლდა მარადის.
ფსალმუნი 76
ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ, ხმითა ჩემითა ღმრთისა მიმართ, და მომხედნა მე. დღესა ჭირისა ჩემისასა ღმერთი გამოვიძიო, ხელითა ჩემითა ღამე მის წინაშე, და არა ვსცეთ; წარეწირა ნუგეშინის-ცემაი სულსა ჩემსა. მოვიხსენე ღმრთისაი და ვიხარე; ვზრუნევდ, და სულ-მოკლე იქმნა სული ჩემი. მიეწიფნეს სახუმილავთა თუალნი ჩემნი; შევძრწუნდი და არა ვიტყოდე. ვიგონებდ დღეთა მათ პირველთა და წელიწადნი საუკუნენი მოვიხსენენ. და ვიწურთიდ ღამე გულითა ჩემითა, ვზრუნევდ, და შეზრუნვებულ იყო სული ჩემი. ნუ უკუნისამდე განმაგდოს მე უფალმან და არღარა შესძინოს სათნოებად მერმე. ანუ სრულიად ნუ დააყენოსა წყალობაი მისი, აღასრულა სიტყუაი მისი თესლითი თესლადმდე? ნუ და-მე-ივიწყოსა შეწყნარებაი მისი ღმერთმან, ანუ დააყენნეს მოწყალებანი მისნი რისხვითა მისითა? და ვსთქუ: აწღა მიწყიეს, ესე არს განახლებაი მარჯუენისა მაღლისაი. მოვიხსენე საქმეთა უფლისათაი, რამეთუ მოვიხსენო მე დასაბამითგან საკვირველებათა შენთაი. და ვიწურთიდე ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და დაბადებულთა შენთა მიმართ ვზრახვიდე. ღმერთო, წმიდასა შინა არს გზაი შენი, ვინ არს ღმერთ დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი? შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყვი საკვირველი, აუწყე ერთა შორის ძალი შენი. და იხსენ მკლავითა შენითა ერი შენი, ძენი იაკობისნი და იოსებისნი. გიხილეს შენ წყალთა, ღმერთო, გიხილეს შენ წყალთა და შეეშინა, შეძრწუნდეს უფსკრულნი. დიდ-ძალითა ოხრითა წყალთაითა. ხმაი მოსცეს ღრუბელთა, და რამეთუ ისარნი შენნი ვლენან. ხმაი ქუხილისა შენისაი ურმის თუალსა, გამოჩნდეს ელვანი შენნი სოფელსა, შეიძრა და შეძრწუნებულ იქმნა ქუეყანაი. ზღუასა ზედა არიან გზანი შენნი და ალაგნი შენნი წყალთა ზედა მრავალთა, და კუალნი შენნი არა საცნაურ იქმნენ. უძეღუ ვითარცა ცხოვარსა ერსა შენსა ხელითა მოსესითა და არონისათა.
ფსალმუნი 90
რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაისა განისუენოს. ჰრქუას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას. რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრხისა მისგან მონადირეთაისა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა. ბეჭთ-საშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი; ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი - მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ. ხოლო შენ თუალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაი იხილო. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასოი ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა. არა შევიდეს შენდა ძვირი, და გუემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა. რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცუად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა; ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი; ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი. რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი. ხმა-ჰყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი. დღეგრძელობითა განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ტროპარი წინადღესასწაულისა, ხმა 4
უკუნ იქცა ოდესმე იორდანე მდინარე ხალენითა ელისესითა ამაღლებასა ილიასსა და განჰყოფდა წყალსა იმიერ და ამიერ და ექმნა მას მწყურნები გზად ხმელად, სახედ ჭეშმარიტისა ნათლისღებისა, რომლისა მიმართ მივრბიოდეთ ჩვენცა განსვლად მას შინა და ღაღად-ვჰყოთ: ქრისტე განცხადნა იორდანესა განწმედად წყალთა.
აწდა, ღვთისმშობლისა
რამეთუ არა მაქვს ჩვენ კადნიერებაი მრავალთაგან შეცოდებათა ჩვენთა, არამედ შენგან შობილსა ევედრე ღვთისმშობელო ქალწულო რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ვედრებად დედა ძისა მიმართ შეწყალებად მვედრებელთა მისთა, ნუ შეურაცხ-ჰყოფ ოხასა ჩვენ ცოდვილთათვის ყოვლადწმიდაო რამეთუ მოწყალე არს და ცხოვრებად ჩვენდა შემძლებელ რომელმანცა ჯვარსა ზედა ვნება ნებსით თვისით იდვა ჩვენთვის.
და ვგალობთ დასდებლებს
ესრეთ ეტყოდი, უფალო, იოანეს, წინასწარმეტყველო მოვედ და ნათელ-მეც მე, რომელმან შენ დაგბადე, რომელი განვანათლებ მადლითა და წმიდა ვჰყოფ ყოველთა, შეეხე საღმრთოსა თავსა ჩემსა და ნუ შეორგულდები; წინასწარმეტყველო აცადე აწ, რამეთუ აღსრულებად მოსრულ ვარ ყოვლისავე სიმართლისა, შენ უკუე ნუ შეორგულდები ყოვლადვე, რამეთუ დამალულსა წყალთა შინა მბრძოლსა, მთავარსა ბნელისასა მოწყვედად მეგულვების, რათა ვიხსნა სოფელი მრავალთა საფრხეთაგან და მივანიჭო კაცთა ცხოვრება საუკუნო.
ამისთვის მოგიხსენო შენ ქვეყანით იორდანით და ერმონით.
დღეს დავითის წინასწარმეტყველება აღესრულების, რომელი იტყოდა: იორდანე უკუნ იქცა პირისაგან უფლისა, პირისაგან ღმრთისა იაკობისა, რომელი მოვიდა მონისაგან ნათლისღებად, რათა ჩვენ ბილწებისაგან კერპთასა განვიბანნეთ და განვნათლდეთ სულითა მის მიერ.
გიხილეს შენ წყალთა, ღმერთო, გიხილეს შენ წყალთა და შეეშინა.
დღეს დავითის წინასწარმეტყველება აღესრულების, რომელი იტყოდა: იორდანე უკუნ იქცა პირისაგან უფლისა, პირისაგან ღმრთისა იაკობისა, რომელი მოვიდა მონისაგან ნათლისღებად, რათა ჩვენ ბილწებისაგან კერპთასა განვიბანნეთ და განვნათლდეთ სულითა მის მიერ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
რად უკუნ აქცევ წყალთა შენთა ჰოი იორდანე, და რადმე დააყენებ ნაკადულთა და არა წარხვალ სვლისაებრ ბუნებისა შენისა, თქუა: ვერ შემძლებელ ვარ მე დათმენად ცეცხლისა შემჭამელისა ჩემისა და დამიკვირდების და განვკრთები დიდსა ზედა გარდამოსვლასა, რამეთუ არა მისწავიეს განბანა წმიდისა და არცა მიმიღიეს განწმედა უცოდველისა, არამედ განწმედასა ჭურჭლისა შეგინებულისასა და შეწუასა ცოდვათა ეკალთასა მასწავებს მე, რომელი შორის ჩემსა ნათელს-იღებს ქრისტე, და მიწამებს მე უკუე იოანე, ხმა სიტყვისა მღაღადებელი: აჰა, ტარიგი ღვთისა, აღმხმელი ცოდვათა სოფლისათა, რომელსა მორწმუნენო უგალობდეთ, რომელი განსცხადენ ღმერთო ცხოვრებისათვის ჩვენისა, დიდება შენდა.

ზღვასა ზედა არიან გზანი შენნი და ალაგნი შენნი წყალთა ზედა მრავალთა.
მუხლი: ხმა ქუხილისა შენისა ურმის თუალსა.
წინასწარმეტყველება ესაიასი საკითხავი
(ეს. 12, 3-6)
ამას იტყვის უფალი, აღმოივსეთ წყალი მხიარულებითა წყაროთაგან ცხორებისათა. სთქუა მას დღესა შინა: უგალობდით უფალსა, ჴმა-ყავთ სახელი მისი, მიუთხრენით წარმართთა შორის დიდებულნი მისნი, მოიჴსენეთ, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი. საგალობელ-ყავთ სახელი უფლისაჲ, რამეთუ მაღალნი ქმნნა. მიუთხრენით ესენი შორის ყოვლისა ქუეყანისა. იხარებდით და იშუებდით დამკჳდრებულნი სიონს, რამეთუ ამაღლდა წმიდაჲ ისრაჱლისა, საშუალ მისსა.
რომაელთა მიმართ ეპისტოლე წმიდისა პავლე მოციქულისა საკითხავი
(რომ. 6, 3-11)
ძმანო, რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ და თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაჲთა ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეთცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით. რამეთუ უკუეთუ თანა-ნერგ ვექმნენით მსგავსებასა მას სიკუდილისა მისისასა, ეგრეთცა აღდგომასა მას მისსა ვიყვნეთ. ესე უწყით, რამეთუ ძუელი იგი კაცი ჩუენი მის თანა ჯუარს-ეცუა, რაჲთა განქარდეს ჴორცი იგი ცოდვისაჲ, რაჲთა არღარა ვჰმონებდეთ ჩუენ ცოდვასა, რამეთუ, რომელი – იგი მოკუდა, განმართლებულ არს ცოდვისაგან. უკუეთუ მოვკუდეთ ქრისტეს თანა, გურწამს, რამეთუ მის თანაცა ვცხონდეთ. ესე უწყით, რამეთუ ქრისტე აღდგა მკუდრეთით, არღარა მოკუდეს, და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს. რამეთუ, რომელი იგი-მოკუდა, ცოდვითა მოკუდა ერთ-გზის, ხოლო რომელი-იგი ცხოველ არს, ცხოველ არს ღმრთისა. ეგრეცა თქუენ შეჰრაცხენით თავნი თქუენნი მკუდრად ცოდვისათჳს და ცხოველად ღმრთისა ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩუენისა.
მარკოზისაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი
(მარკ. 1, 9-15)
მას ჟამსა შინა, მოვიდა იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ და ნათელ-იღო იოვანესგან იორდანესა. და მეყსეულად აღმოსლვასა მისსა მიერ წყლით იხილნა ცანი განხმულნი და სული ღმრთისაჲ გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მის ზედა. და ჴმაჲ იყო ზეცით: შენ ხარ ძე ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ. და მეყსეულად სულმან განიყვანა იგი უდაბნოდ. და იყო მუნ ორმეოც დღე და გამოიცადებოდა ეშმაკისაგან და იყო მჴეცთა თანა, და ანგელოზნი ჰმსახურებდეს მას. და შემდგომად მიცემისა იოვანესა მოვიდა იესუ გალილეად, ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისა ღმრთისასა და იტყოდა, ვითარმედ: აღსრულებულ არს ჟამი და მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ; შეინანეთ და გრწმენინ სახარებისა.
მსთვად მეწიენ ჩვენ წყალობანნი შენნი უფალო რამეთუ დავგლახაკენით ჩვენ ფრიად, შემეწიენ ჩვენ ღმერთო მაცხოვარო ჩვენო, დიდებისათვის სახელისა შენისა უფალო მიხსენ და მილხინენ ჩვენ ცოდვათა ჩვენთაგან სახელისა შენისათვის.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
მღვდელი: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მედავითნე: ამინ.
მდინარედ რა იორდანედ მოიწია დღეს უფალი, იოანეს მიმართ ღაღადებდა: ნუ გეშინინ ნათლის-ცემად ჩემდა, რამეთუ ცხოვრებად მოსრულ ვარ ადამ პირველქმნულისა.
უფალო შეგვიწყალენ 40-გზის
რომელი ყოველსა დღესა, და ყოველსა ჟამსა, მარადის ცათა შინა, და ქვეყანასა ზედა თაყვანის-იცემები, და იდიდები, ქრისტე ღმერთო, ცხოველო, სულგრძელო, და მრავალ მოწყალეო, რომელსა მართალი გიყვარს და ცოდვილთა ჰსწყალობ, რომელმან ყოველთა გვიწოდე ცხოვრებად აღთქმითა მით ყოფადთა კეთილთა შენთათა, შენ უფალო, შეიწირე ლოცვაი ჩვენი ჟამსა ამას, წარმართე ცხოვრებაი ჩვენი მცნებათა შინა შენთა, სულნი ჩვენნი წმიდა ჰყვენ, ხორცნი უბიწოდ, გონებანი განგვიწმიდენ, და გულის სიტყვანი განგვიმართლენ, და გვიხსნენ ჩვენ ყოვლისაგან ჭირისა, ძვირთა და სალმობათაგან, და შეგვზღუდენ ჩვენ წმიდათა ანგელოზთა შენთა მიერ, რათა დაბანაკებითა მათითა დაცულნი და ძღვანებულნი, მივიწივნეთ ერთობასა სარწმუნოებისასა, და მეცნიერებასა უხილავისა დიდებისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.
სახელითა უფლისათა, ყოვლადპატიოსანო მამაო გვაკურთხენ.
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა....
ღმერთო და უფალო ძალთაო, და ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, რომელმან სიტკბოებითა მიუწთომელისა მოწყალებისა შენისათა, მხოლოდ შობილი ძეი შენი, და უფალი ჩუენი იესო ქრისტე, გარდამოავლინე ცხოვრებისა-თვის ჩვენისა, და პატიოსნითა ჯვარითა მისითა ხელით წერილი ცოდვათა ჩუენთა განხეთქე, და შემუსრენ მის მიერ მთავრობანი და ხელმწიფებანი ბნელისანი, შენ მეუფეო კაცთ-მოყვარეო, შეიწირე ჩუენ ცოდვილთა სამადლობელი ესე და სავედრებელი ჭრტინვაი, და მიხსნენ ჩუენ ყოვლისაგან ცთომილებისა, და საცთურიანისა ბნელისა, და ყოველთა ბოროტის-ყოფად მეძიებელთა ჩუენთა, უხილავთა მტერთაგან, განმსჭვალენ შიშითა შენითა ხორცნი ჩუენნი, და ნუ მისდრეკ გულთა ჩუენთა სიტყვათა მიმართ გინა გულის სიტყვათა უკეთურებისათა, არამედ სურვილითა შენითა მოსწყლენ სულნი ჩუენნი, რათა მარადის შენდა მომართ აღმხილველნი თვალითა და შენ მიერითა ნათლითა განათლებულნი, შენ მიუწთომელისა ნათლისა მოვივლტოდეთ, დაუცხრომელად აღსარებასა აღვავლენდეთ და მადლობასა შევსწირვიდეთ შენდა, შენ დაუსაბამოისა ნათლისა მამისა, მხოლოდ შობილისა ძისა შენისა, და ყოვლად-წმიდისა სულისა შენისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა (3-გზის)
ფსალმუნი 92
უფალი სუფევს, შუენიერებაი შეიმოსა; შეიმოსა უფალმან ძალი და გარე შეირტყა; და რამეთუ დაამყარა სოფელი, რაითა არა შეიძრას. განმზადებულ არს საყდარი შენი მიერითგან, და საუკუნითგან შენ ხარ. აღიღეს მდინარეთა, უფალო, აღიმაღლნეს მდინარეთა ხმანი მათნი. აღსდგენ მდინარენი სლვასა თვისსა, ხმითა წყალთა მრავალთაითა. საკვირველ არიან განცხრომანი ზღვისანი, საკვირველ არს მაღალთა შინა უფალი. წამებანი შენნი, უფალო, სარწმუნო იქმნეს ფრიად, სახლსა შენსა შუენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა დღეთასა.
ფსალმუნი 113
გამოსლვასა ისრაელისასა ეგვიპტით, სახლი იაკობისი ერისაგან ბარბაროზთაისა. იყო ჰურიასტანი სიწმინდე მისი და ისრაელი საბრძანებელ მისი. ზღუამან იხილა და ივლტოდა, და იორდანე უკუნიქცა მართლუკუნ. მთანი იმღერდეს ვითარცა ვერძნი, და ბორცუნი ვითარცა კრავნი ცხოვართანი. რაი არს შენდა, ზღუაო, რამეთუ ივლტოდე, და შენ, იორდანე, რამეთუ უკუნიქეც მართლუკუნ? მთანი, რამეთუ იმღერდით ვითარცა ვერძნი და ბორცუნი ვითარცა კრავნი ცხოვართანი? პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანაი, პირისაგან ღმრთისა იაკობისა, რომელმან გარდააქცია კლდე ტბად წყალთა და კლდე განუკუეთელი წყაროებად წყალთა. ნუ ჩუენთვის, უფალო, ნუ ჩუენთვის, არამედ სახელსა შენსა ეც დიდებაი წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა. ნუსადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი? ხოლო ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ყოველივე, რაიცა უნდა, ქმნა. კერპნი წარმართთანი ოქროისანი და ვეცხლისანი, ქმნულნი ხელთა კაცთანი; პირ ახსენ და არა იტყვიან, თუალ ასხენ და არა ხედვენ, ყურ ასხენ და არა ესმის, ცხვირ ასხენ და არა იყნოსენ, ხელ ასხენ და არა განიხილვენ, ფერხ ასხენ და არა ვლენან, არცაღა ხმობენ ხორხითა მათითა. ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ. სახლი ისრაელისაი ესვიდა უფალსა, შემწე და შემწყანრებელ არს მათდა. სახლი აჰრონისი ესვიდა უფალსა, შემწე და შესავედრებელ არს მათდა. მოშიშნი უფლისანი ესვიდეს უფალსა, შემწე და მფარველ არს მათდა. უფალმან მომიხსენნა ჩუენ და მაკურთხნა ჩუენ, აკურთხა სახლი ისრაელისაი, აკურთხა სახლი აჰრონისი. აკურთხა უფალმან მოშიშნი მისნი, მცირენი დიდთა თანა. შეგძინენ უფალმან თქუენ ზედა, თქუენ ზედა და შვილთა თქუენთა ზედა; კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანაი. ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანაი მოსცა ძეთა კაცთასა. არა თუ მკუდარნი გაქებდენ შენ, უფალო, არცა ყოველნი შთამავალნი ჯოჯოხეთისანი, არამედ ჩუენ ცხოველნი ვაკურთხვდეთ უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე.
ფსალმუნი 85
მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე ჩემი, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე. იცევ სული ჩემი, რამეთუ წმიდა ვარ, აცხოვნე მონაი შენი, ღმერთო ჩემო, რომელი გესავს შენ. მიწყალე მე, უფალო, რამეთუ შენდამი ღაღად-ვყავ მარადღე. ახარე სულსა მონისა შენისასა, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. რამეთუ შენ, უფალი, ტკბილ და მართალ ხარ და დიდად მოწყალე ყოველთათვის, რომელნი გხადიან შენ. ყურად-იღე, უფალო, ლოცვაი ჩემი და მოხედენ ხმასა ვედრებისა ჩემისასა. დღესა ჭირისა ჩემისასა ღაღად-ვყავ შენდამი, რამეთუ ისმინე ჩემი. არა არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო, და არა არს საქმეთა შენთაებრ. ყოველი თესლები, რაოდენი ჰქმენ, მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე შენსა, უფალო, და ადიდებდენ სახელსა შენსა. რამეთუ დიდ ხარ შენ, და მოქმედი საკვირველებათაი შენ ხარ ღმერთი მხოლოი. მიძღოდე მე, უფალო, გზათა შენთა, და ვიდოდი მე ჭეშმარიტებითა შენითა; იხარებდეს გული ჩემი შიშითა სახელისა შენისაითა. აღგიარო შენ, უფალო ღმერთო ჩემო, ყოვლითა გულითა ჩემითა და ვადიდო სახელი შენი უკუნისამდე; რამეთუ დიდ არს წყალობაი შენი ჩემ ზედა და იხსენ სული ჩემი ჯოჯოხეთისაგან ქუესკნელისა. ღმერთო, უშჯულონი აღსდგეს ჩემ ზედა, და კრებულმან ძლიერთამან იძიეს სული ჩემი და არა შეგრაცხეს შენ წინაშე მათსა. და შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, შემწყნარებელ ხარ და მოწყალე, სულგრძელ და დიდად მოწყალე და ჭეშმარიტ. მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე, მოეც ძალი მონასა შენსა და აცხოვნე ძე მხევლისა შენისაი. ჰყავ ჩემ თანა სასწაულ კეთილ, და იხილედ მოძულეთა ჩემთა და ჰრცხუენოდის, რამეთუ შენ, უფალი, შემეწიე მე და ნუგეშინის-მეც მე. ჰყავ ჩემ თანა სასწაულ კეთილ, და იხილედ მოძულეთა ჩემთა და ჰრცხუენოდის, რამეთუ შენ, უფალი, შემეწიე მე და ნუგეშინის-მეც მე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ტროპარი წინადღესასწაულისა, ხმა 4
უკუნ იქცა ოდესმე იორდანე მდინარე ხალენითა ელისესითა ამაღლებასა ილიასსა და განჰყოფდა წყალსა იმიერ და ამიერ და ექმნა მას მწყურნები გზად ხმელად, სახედ ჭეშმარიტისა ნათლისღებისა, რომლისა მიმართ მივრბიოდეთ ჩვენცა განსვლად მას შინა და ღაღად-ვჰყოთ: ქრისტე განცხადნა იორდანესა განწმედად წყალთა.
აწდა, ღვთისმშობლისა
რომელი ჩვენთვის იშევ ქრისტე ქალწულისაგან, ჯვარცმაი დაითმინე სახიერ, რომელმან სიკვდილითა სიკვდილი მოაკუდინე, და აღდგომაი მოგვმადლე ვითარცა ღმერთ ხარ, და ნუ უგულებელს-ჰყოფ, რომელი შექმნეს ხელთა შენთა, არამედ აჩვენე კაცთმოყვარებაი შენი მოწყალე, და მიიღე, რომელმან გშუა შენ, ღვთისმშობელისაგან ვედრებაი ჩვენთვის, და აცხოვნე მაცხოვარო ჩვენო ერი განწირული.
და ვგალობთ დასდებლებს:
საშინელ იყო ხილვად, ცათა და ქვეყანისა შემოქმედი მდინარესა შინა განშიშულებული, რომელი ნათლისღებასა მონისაგან მიიღებდა ჩვენისა ცხოვრებისათვის და კრებულნი ანგელოზთანი განკვირვებულ იყვნეს შიშით და სიხარულით, რომელთა თანა თაყვანის-გცემთ შენ, შეგვიწყალენ ჩვენ.
ამისთვის მოგიხსენო შენ ქვეყანით იორდანით და ერმონით.
რაჟამს წინამორბედმან იხილა უფალი მისა მომავალი, ღაღადებდა: აჰა, ესერა მხსნელი სოფლისა მოვიდა, აჰა, ესერა ხრწნილებისაგან მიხსნა ჩვენ, აჰა, ესერა ცოდვათა შენდობისა მოცემად მოვიდა ქალწულისაგან წყალობით, და მონებისა წილ ძედ ღვთისად გვყოფს ჩვენ და ბნელისა წილ განანათლებს სოფელსა წყლითა მით ნათლისღებისა მისისათა, მოვედით უკუე ერთობით ვადიდებდეთ მას, თანა მამით და სულით წმიდითურთ.
გიხილეს შენ წყალთა, ღმერთო, გიხილეს შენ წყალთა და შეეშინა.
ხელნი შენნი, რომელ შეახენ უხრწნელსა მას თავსა მეუფისასა აღამაღლენ ჩვენთვის მისსა მიმართ, ჰოი, ნათლისმცემელო, ვითარცა გაქვს კადნიერება ფრიადი, რამეთუ უმეტეს ყოველთა წინასწარმეტყველთა წოდებულ ხარ მის მიერ, და თვალნი შენნი რომლითა იხილე ყოვლად წმიდა სული სახედ ტრედისა გარდამოსრული, აღიხილენ ჩვენთვის მისსა მიმართ და მოწყალე ჰყავ ჩვენ ზედა და მოვედ და დადეგ ჩვენთანა ნეტარო, და დაბეჭდევდ გალობასა ჩვენსა, და წინა გვიძღოდე დღესასწაულსა ამას დიდებულსა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღეს ნათელს-იღებს იორდანეს რომელი იგი მხოლო არს წყარო ნათლისა, მოიდრეკს თავსა მას საღმრთოსა რომელმან აღიხვნა ცოდვანი, შიშუელი დადგების წყალთა შინა რომელმან შემოსნა ცანი ღრუბლითა, მონისა ხელსა დაიდებს რომლისა ხელთა შინა არს ყოველი სული, თაყვანის-ვცემთ ნათლისღებასა შენსა, ქრისტე, თაყვანის-ვცემთ ნათლისღებასა შენსა, ქრისტე, თაყვანის-ვცემთ ნათლისღებასა შენსა, ქრისტე, გვიჩვენე ჩვენ დიდებულიცა შენი აღდგომა.
წარდგომა ხმა 3
უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა ვისა მეშინოდის
მუხლი: უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე
წინასწარმეტყველება ესაიასი საკითხავი
(ეს. 49, 8-15)
ესრეთ იტყჳს უფალი: ჟამსა შეწყნარებულსა შევისმინე შენი, და დღესა შინა მაცხოვარებისასა შეგეწიე შენ, და მიგეც შენ აღთქუმად წარმართთა, დაწყნარებად ქუეყანისა და დამჳდრებად სამკჳდრებელთა უშენთა. მეტყუელად წარმართთა საკრველთშინანი გამოვედით და ბნელისშინანი გამოჩნდით, შორის ყოველთა გზათა ძოვდენ და შორის ყოველთა ალაგთა საძოვარი მათი. არ მოემშიოს, არცა მოეწყუროს, არცა დასცნეს იგინი სიცხემან, არცა ავნოს მზემან, არამედ, რომელსა ეწყალიან იგინი, ნუგეშინის-სცემენ მათ. წყაროებისა მიმართ წყალთაჲსა მიიყვანნეს იგინი. და დავდვა ყოველი მთაჲ ბზად და ყოველი ალაგი საძოვრად მათდა. აჰა, ესენი შორით მოვლენ, ესენი ჩრდილოსაგან და ზღჳსა, ხოლო სხვანი ქუეყანისაგან სპარსთასა. იხარებდით ცანი და იშუებდით ქუეყანა, დამოადინეთ მთათა შუებაჲ და ბორცუთა სიმართლე, რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ერი თჳსი, და მდაბალთა ერისა მისისათა ნუგეშინის-სცა. თქვა სიონმან: დამიტევა მე უფალმან და უფალმან დამივიწყა მე. ნუ დაივიწყოს დედაკაცმან ყრმისა თჳსისა, ანუ არ შეიწყალნეს ნაშობნი მუცლისა მისისანი, დაღათუ ესენიცა დაივიწყნეს დედაკაცმან, გარნა მე არ დაგივიწყო შენ, - იტყჳს უფალი
ტიტეს მიმართ ეპისტოლე წმიდისა პავლე მოციქულისა საკითხავი
(ტიტ. 2,11-3,7)
შვილო ტიტე, გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისაჲ მაცხოვრად ყოველთა კაცთა სამოძღურებელად ჩუენდა, რაჲთა უარ-ვყოთ უღმრთოებაჲ და სოფლისა გულის თქუმაჲ, სიწმიდით და სიმართლით და ღმრთის მსახურებით ვცხოვნდებოდით ამას სოფელსა და მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებასა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელმან-იგი მისცა თავი თჳსი ჩუენთჳს, რაჲთა მიჴსნნეს ჩუენ ყოვლისაგან ურჩულოებისა და განმწმიდნეს თავისა თჳსისა ერად მოგებულად, მობაძავად კეთილთა საქმეთა. ამას ეტყოდე და ნუგეშის-სცემდ და ამხილებდ ყოვლითა ბრძანებითა, ნუმცა ვინ შეურაცხ-გყოფს შენ. მოაჴსენებდ მათ მთავრობათა და ჴელმწიფეთა დამორჩილებად და სარწმუნო-ყოფად და რაჲთა ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმზადებულ იყვნენ, ნუმცა ვის ჰგმობენ, ულალვენ იყვნედ, სახიერ, ყოველსავე აჩუენებედ სიმშჳდესა ყოველთა მიმართ კაცთა. რამეთუ ვიყვენით ოდესმე ჩუენცა უცნობელ და ურჩ, შეცთომილ და ვჰმონებდით გულის თქუმათა და გემოთა მრავალთა, უკეთურებასა და შურსა შინა ვიყვენით, შემაწუხებელ და მოძულე ურთიერთარს. ხოლო რაჟამს სიტკბოებაჲ და კაცთ მოყუარებაჲ გამოჩნდა მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისაჲ, არა საქმეთაგან სიმართლისათა, რომელნი-იგი ვქმნენით ჩუენ, არამედ წყალობითა თჳსითა მიჴსნნა ჩუენ, ბანითა მით მეორედ შობისაჲთა, განახლებითა სულისა წმიდისაჲთა, რომელი-იგი მოჰფინა ჩუენ ზედა მდიდრად იესუ ქრისტეს მიერ, მაცხოვრისა ჩუენისა, რაჲთა განვმართლდეთ მადლითა მით მისითა და მკჳდრ ვიქმნნეთ სასოებასა მას ცხორებისა საუკუნოჲსასა.
მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი
(მთ. 3, 13-17)
მას ჟამსა შინა, მოვიდა იესუ გალილეაჲთ იორდანედ იოვანესა ნათლის-ღებად მისგან. ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიჴმს შენ მიერ ნათლისღებაჲ, და შენ ჩემდა მოხუალა? მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე. მაშინ მიუშუა მას. და ნათელ-იღო იესუ. და მეყსეულად აღმოვიდა რაჲ წყლისა მისგან, და აჰა განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ.
ნუ მიმცემ ჩვენ სრულიად, სახელისა შენისათვის უფალო, ნუ განაქარვებ აღთქმასა შენსა, და ნუ განაშორებ წყალობასა შენსა ჩვენგან, აბრაამისთვის საყვარელისა შენისა, ისააკ მონისა შენისა და ისრაელ წმიდისა შენისა.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
მღვდელი: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მედავითნე: ამინ.
მდინარედ რა იორდანედ მოიწია დღეს უფალი, იოანეს მიმართ ღაღადებდა: ნუ გეშინინ ნათლის-ცემად ჩემდა, რამეთუ ცხოვრებად მოსრულ ვარ ადამ პირველქმნულისა.
უფალო შეგვიწყალენ 40-გზის
რომელი ყოველსა დღესა, და ყოველსა ჟამსა, მარადის ცათა შინა, და ქვეყანასა ზედა თაყვანის-იცემები, და იდიდები, ქრისტე ღმერთო, ცხოველო, სულგრძელო, და მრავალ მოწყალეო, რომელსა მართალი გიყვარს და ცოდვილთა ჰსწყალობ, რომელმან ყოველთა გვიწოდე ცხოვრებად აღთქმითა მით ყოფადთა კეთილთა შენთათა, შენ უფალო, შეიწირე ლოცვაი ჩვენი ჟამსა ამას, წარმართე ცხოვრებაი ჩვენი მცნებათა შინა შენთა, სულნი ჩვენნი წმიდა ჰყვენ, ხორცნი უბიწოდ, გონებანი განგვიწმიდენ, და გულის სიტყვანი განგვიმართლენ, და გვიხსნენ ჩვენ ყოვლისაგან ჭირისა, ძვირთა და სალმობათაგან, და შეგვზღუდენ ჩვენ წმიდათა ანგელოზთა შენთა მიერ, რათა დაბანაკებითა მათითა დაცულნი და ძღვანებულნი, მივიწივნეთ ერთობასა სარწმუნოებისასა, და მეცნიერებასა უხილავისა დიდებისა შენისასა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.
სახელითა უფლისათა, ყოვლადპატიოსანო მამაო გვაკურთხენ.
ღმერთო მიწყალენ ჩვენ და მაკურთხენ ჩვენ ...
მეუფეო უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი სულგრძელებ ჩვენ ცოდვილთა ზედა, რომელმან ვიდრე ამად ჟამადმდე მომიყვანენ ჩვენ, რომელმან ცხოველს-მყოფელსა ჯვარსა დამოკიდებითა კეთილგონიერსა ავაზაკსა სამოთხეს შესლვად გზაი უყავ, და სიკვდილითა სიკვდილი დახსენ, მილხინენ ჩვენ ცოდვილთა და უღირსთა მონათა შენთა, რამეთუ ვიუსჯულოეთ და არა ღირს ვართ ახილვად თვალთა, და ხილვად სიმაღლედ მიმართ ცისად, რამეთუ დაუტევეთ გზაი სიმართლისა შენისა, და ვიდოდით ნებათა შინა გულისა ჩვენისათა, არამედ ვევედრებით ურიცხვსა სახიერებასა შენსა, მრიდენ ჩვენ უფალო, სიმრავლისათვის წყალობისა შენისა, და მაცხოვნენ ჩვენ სახელისა შენისათვის წმიდისა, რამეთუ მოაკლდეს ამაოებით დღენი ჩვენნი. განმარინენ ჩვენ წინააღმდგომთა ხელთაგან, და მომიტევენ ჩვენ შეცოდებანი ჩვენნი, და მოაკვდინენ ხორციელნი ვნებანი ჩვენნი, რათა ძველისა კაცისა განმძარცველთა ახალი შევიმოსოთ, და შენდა ცხოველ ვიყვნეთ მეუფისა და მზრუნველისა ჩვენისა, და ესრეთ შედგომილნი ბრძანებათა შენთა, საუკუნოდ განსვენებად მივიწივნეთ, სადა იგი არს მკვიდრობა ყოველთა შენდამი მოხარულთა, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტი სიხარული და მხიარულება მოყვარეთა შენთა ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოდ მამით, და ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველს-მყოფელით სულით შენით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაჲ ჩემი - სახელსა წმიდასა მისსა. აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა, რომელმან გილხინა შენ ყოველთა უსჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნნა ყოველნი სნეულებანი შენნი; რომელმან იჴსნა განხრწნისაგან ცხორებაჲ შენი და გჳრგჳნოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა; რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულისთქმა შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი. ყუნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათჳს დაწუნებულთა. აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაჱლისათა - ნებანი მისნი. შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე. არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძჳრი იჴსენოს; არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უსჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ. რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაჲ მისი მოშიშთა მისთა ზედა; რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უსჯულოებანი ჩუენნი. ვითარცა სწყალობს მამაჲ შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი. რამეთუ მან უწყის დაბადებაჲ ჩუენი; მოიჴსენა, რამეთუ მიწანი ვართ. კაცი, ვითარცა თივა, არიან დღენი მისნი; ვითარცა ყუავილი ველისა, ეგრეთ აღყუავდეს; რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი. ხოლო წყალობაჲ უფლისაჲ საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა, და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე, რომელთა დაიმარხიან აღთქმა მისი და მოიჴსენიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი. უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევა მისი ყოველთა ზედა ეუფლების. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ჴმაჲ სიტყუათა მისთა. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნილნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა;
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
აკურთხევს სულის ჩემი უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი სახელსა წმიდასა მისსა, კურთხეულ ხარ შენ უფალო
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
აქებს სული ჩემი უფალსა. ვაქებდე უფალსა ცხორებასა ჩემსა, უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე. ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არს არა ცხორებაჲ. გამოვიდის სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა; მას დღესა შინა წარწყმიდიან ყოველნი ზრახვანი მისნი. ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოება მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა, რომელი იმარხავნ ჭეშმარიტებასა უკუნისამდე; ყვის სამართალი ვნებულთა და სცის საზრდელი მშიერთა. უფალმან განჰჴსნნის კრულნი, უფალმან განაბრძვნის ბრმანი, უფალმან აღმართნის დაცემულნი, უფალსა უყუარან მართალნი; უფალმან დაიცვნის მწირნი, ობოლი და ქურივი შეიწყნაროს, და ცოდვილთა წარწყმიდოს. სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი, სიონ, თესლითი თესლამდე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მხოლოდ შობილი ძე და სიტყვა ღვთისა უკვდავი არსება, თავს-იდვა: ჩუენისა ცხორებისათვის ხორცნი შეისხნა სულისაგან წმინიდა და მარიამისაგან ქალწულისა უქცეველად განკაცნა, და ჯუარს-ეცვა ქრისტე ღმერთი ჩუენი, სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნა, და ერთი წმიდისა სამებისა თანა დიდებულ არს მამისა და ყოვლად წმინდისა სულისა, გვაცხოვნენ ჩუენ.
სასუფეველსა შენსა მომიხსნენ ჩვენ უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.
ნეტარ-იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
ნეტარ-იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნენ.
ნეტარ-იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა.
ნეტარ-იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისა-თვის, რამეთუ იგინი განსძღენ.
ნეტარ-იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.
ნეტარ-იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.
ნეტარ-იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ.
ნეტარ-იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
ნეტარ-იყვნენ თქვენ, რაჟამს გდევნიდენ, და გყვედრიდენ, და ჰსთქუან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის.
გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ-არს ცათა შინა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მომიხსენენ ჩვენ უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.
მომიხსენენ ჩვენ მეუფეო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.
მომიხსენენ ჩვენ წმიდაო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა
გუნდნი ზეცისა ძალთანი გიგალობენ შენ და იტყვიან: წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა შენითა.
მოვედით მისსა, და განათლდით, და პირსა თქვენსა არა რცხვენეს.
გუნდნი ზეცისა ძალთანი გიგალობენ შენ და იტყვიან: წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა შენითა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ბანაკნი წმინდათა ანგელოსთა და მთავარ ანგელოსთანი, და ყოველთა ზეცისა ძალთანი, გიგალობენ შენ და იტყვიან: წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო, საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა შენითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გვიხსენ, გვილხინე, შეგვინდევ, და მოგვიტევენ ღმერთო ცოდვანი ჩვენნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, საქმითნი, სიტყვითნი, გულისა სიტყვითნი და მოგონებითნი, დღისითნი და ღამითნი, გონებით და გულის-ხმით-ყოფით, ყოველნივე ცოდვანი ჩუენნი შეგვინდევ, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
კონდაკი წინადღესასწაულისა
მდინარედ რა იორდანედ მოიწია დღეს უფალი, იოანეს მიმართ ღაღადებდა: ნუ გეშინინ ნათლის-ცემად ჩემდა, რამეთუ ცხოვრებად მოსრულ ვარ ადამ პირველქმნულისა.
უფალო შეგვიწყალენ 40-გზის
წმინდაო სამებაო, ერთ-არსებაო, მიუწვდომელო ძლიერებაო, განუყოფელო მეუფებაო, ყოველთა კეთილთა მიზეზო, სათნო-მეყავ მე ჟამსა ამას, და განანათლე გული და გონება ჩემი, რათა მარადის გადიდებდე, გიგალობდე, და თაყვანის-გცემდე, და ვიტყოდე: ერთ არს წმინდა, ერთ არს უფალი იესო ქრისტე, სადიდებელად ღვთისა მამისა, ამინ.
სიბრძნით
ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა.
და განტევება
მღვდელი: "კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე".
მედავითნე: ამინ.
დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
მღვდელი: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მედავითნე: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ − 12-ჯერ,
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;
- „აკურთხევს სული ჩემი უფალსა - კურთხეულ ხარ შენ უფალო."
ფსალმუნი 103
1. აკურთხევს სული ჩემი უფალსა; უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად, აღსარებაჲ და დიდად შუენიერებაჲ შთაიცუ,
2. შეიმოსე ნათელი ვითარცა სამოსელი, გარდაართხენ ცანი ვითარცა კარავნი.
3. რომელმან დაჰრთნა წყლითა ზესკნელნი მისნი, რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად თვისა, რომელი იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა;
4. რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა;
5. რომელმან დააფუძნა ქუეყანაი სიმტკიცესა ზედა თვისსა, არა შეიძრას იგი უკუნითი უკუნისამდე.
6. უფსკრული ვითარცა სამოსელი გარე-მოდებულ არს მისა, მთათა ზედა დადგენ წყალნი.
7. შერისხვითა შენითა ივლტოდიან და ხმითა ქუხილისა შენისაითა შეძრწუნდიან.
8. აღვლენან მთანი და შთავლენან ველნი ადგილსა მას, რომელსაცა დააფუძნენ იგინი.
9. საზღვარი დასდევ, რომელსა არა გარდაჰხდენ, არცაღა მიაქციონ დაფარვად ქუეყანისა.
10. რომელმან გამოადინნა წყარონი ხევნებსა შინა, შორის მთათა დიოდიან წყალნი;
11. ჰსუან იგი ყოველთა მხეცთა ველისათა, განძღნენ კანჯარნი წყურილსა მათსა.
12. მათ ზედა მფრინველთა ცისათა დაიმკვიდრონ, შორის კლდეთა მოსცენ ხმაი მათი.
13. დაათრობს მთათა ზესკნელთა მისთაგან; ნაყოფითა საქმეთა შენთაითა განძღეს ქუეყანაი.
14. რომელმან აღმოუცენა თივაი პირუტყუთა, და მწუანე სამსახურებელად კაცთა, გამოღებად პური ქუეყანით.
15. და ღვინოი ახარებს გულსა კაცისასა, საცხებელითა მხიარულყოფად პირი, და პური გულსა კაცისასა განამტკიცებს.
16. განძღენ ხენი ველისანი და ნაძუნი ლიბანისანი, რომელ დაჰნერგენ.
17. მუნ ფრინველთა მართუე-ისხან, და ბუდე ყარყატთაი შერაცხილ მათდა.
18. მთანი მაღალნი ირემთა, კლდენი შესავედრებელად ყურდგელთა.
19. შექმნა მთოვარე ჟამთათვის, მზემან ჰსცნა ჟამი დასლვისა თვისისაი.
20. დასდევ ბნელი და იქმნა ღამე, მას შინა ვიდოდიან ყოველნი მხეცნი მაღნარისანი,
21. ლეკუნი ლომთანი მყვირალნი ტაცებად და თხოვად ღმრთისაგან საზრდელსა მათსა.
22. აღმობრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე თვისთა დაადგრიან.
23. გამოვიდეს კაცი საქმესა თვისსა და შრომასა თვისს მიმწუხრადმდე.
24. ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაი დაბადებულითა შენითა.
25. ესე ზღუაი დიდი და ვრცელი, მას შინა არიან ქუეწარმავალნი რომელთაი არა არს რიცხვი, მხეცნი წურილნი დიდთა თანა;
26. მას ზედა ნავნი ვლენან. ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე სამღერელად მისა.
27. ყოველნივე შენგან ელიან მოცემად საზრდელი თვისი ჟამსა;
28. მოსცი მათ, და აღიზარდნიან იგინი, ხოლო აღაღი რაი ხელი შენი, ყოველნივე განაძღნი სიტკბოებითა.
29. ხოლო გარე-თუ-მიიქცი პირი შენი, შეძრწუნდიან, მოუღი სული მათი, და მოაკლდიან და მიწადვე თვისად მიიქციან.
30. გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყანისაი.
31. იყავნ დიდებაი უფლისაი უკუნისამდე, იხარებდეს უფალი ქმნულთა ზედა თვისთა.
32. რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ, რომელი შეახებს მთათა და კუმოდიან.
33. ვაქებდე უფალსა ცხოურებასა ჩემსა უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.
34. ტკბილ ეყავნ მას გალობაი ჩემი, ხოლო მე ვიხარებდე უფლისა მიმართ.
35. მოაკლდენ ცოდვილნი ქუეყანით, და უშჯულონი ნუღარა იპოებიედ მას ზედა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
დიდი კვერექსი:
დიაკონი: - „მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.
დიაკონი: - „ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩუენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.
დიაკონი: - „მშვიდობისათვის ყოველისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.
დიაკონი: - „წმიდისა ამის ტაძრისათვის, სარწმუნოებითა, სასოებითა, და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.
დიაკონი: - „უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა მამისა ჩუენისა (სახელი), პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, და ყოვლისა სამღუდელოსა დასისა და ერისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.
დიაკონი: - „ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.
დიაკონი: - „სამეუფოსა ქალაქისა ამის ჩვენისა და წმიდისა ამის ტაძრისა, და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათვის, და სარწმუნოებით მკვიდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.
დიაკონი: - „კეთილ შეზავებისათვის ჰაერთასა, კეთილ გამოღებისათვის ნაყოფთა ქუეყანისათა, და ჟამთა მშვიდობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.
დიაკონი: - „ჰხსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.
დიაკონი: - „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.
დიაკონი: - „ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ“.
გუნდი: - „შენ უფალო“.
მღვდელი: - ასამაღ.: „რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.
გუნდი: - ამინ.
ფსალმუნი 140
უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი; ისმინე ჩემი. ისმინე ჩემი, უფალო.
1. უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი, ისმინე ჩემი, მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი. ისმინე ჩემი, უფალო.
2. წარემართენ ლოცვაი ჩემი ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, აღპყრობაი ხელთა ჩემთაი მსხუერპლ სამწუხროდ. ისმინე ჩემი, უფალო.
3. დასდევ, უფალო, საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი - ბაგეთა ჩემთა.
4. ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყუათა მიმართ უკეთურებისათა მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უჰსჯულოებასა, და ნუმცა ზიარ ვარ მე რჩეულთა მათთა თანა.
5. მსწავლოს მე მართალმან წყალობითა და მამხილოს მე; ზეთი ცოდვილისაი ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა და მერმე ნუცაღა ლოცვაი ჩემი ნებასა მათსა.
6. დაინთქნეს მახლობელად კლდისა მსაჯულნი მათნი, ისმნენ სიტყუანი ჩემნი, რამეთუ ტკბილ არიან.
7. ვითარცა სისქე მიწისაი განიპო ქუეყანასა ზედა, განიბნინეს ძუალნი მათნი ჯოჯოხეთსა შინა.
8. რამეთუ შენდამი, უფალო, უფალო, თუალნი ჩემნი; შენდამი ვესავ, ნუ მიმიღებ სულსა ჩემსა.
9. მიცევ მე მახისაგან, რომელ დამირწყეს მე და საცთურისაგან, რომელნი იქმან უშჯულოებასა.
10. შეითხინენ სათხეველთა მათთა ცოდვილნი; მხოლოი ვარი მე ვიდრემდის თანა-წარვჰხდე?
ფსალმუნი 141
1. ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ვილოცე.
2. განვჰფინო მის წინაშე ვედრებაი ჩემი და ჭირი ჩემი წინაშე მისსა მიუთხრა.
3. მო-რაი-აკლდებოდა ჩემგან სული ჩემი, და შენ უწყნი ალაგნი ჩემნი; გზასა ამას, რომელსა ვიდოდე, დამირწყეს მე მახე.
4. ვხედევდ მარჯულ ჩემსა, განვიცდიდ და არავინ იყო მცნობელ ჩემდა; წარწყმდა სივლტოლაი ჩემგან, და არავინ არს გამომეძიებელ სულისა ჩემისა.
5. ღაღად-ვჰყავ შენდამი, უფალო, და ვსთქუ: შენ ხარ სასოი ჩემი, ნაწილი ჩემი ქუეყანასა მას ცხოველთასა.
6. მოხედენ ვედრებასა ჩემსა, რამეთუ დავმდაბლდი ფრიად; მიხსენ მე მდევართა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროის.
10 მუხლთა ზედა
7. გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რაითა აუვარო სახელსა შენსა.
8. მე მელიან მართალნი ვიდრემდის მომაგო მე.
8 მუხლთა ზედა
ფსალმუნი 129
1. ღრმითამო ღაღად-ვყავ შენდამი უფალო; უფალო შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ;
2. იყვნედ ყურნი შენნი მორჩილ ხმასა ვედრებისა ჩემისასა.
6 მუხლთა ზედა
3. უკეთუ უსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინ-მე დაუთმოს? რამეთუ შენ მიერ არს ლხინებაჲ.
4. სახელისა შენისათვის დაგითმე შენ უფალო, დაუთმოს სულმან ჩემმან სიტყუასა შენსა, ესავს სული ჩემი უფალსა.
4 მუხლთა ზედა
5. სახუმილითგან განთიადისა მიმწუხრამდე, სახუმილითგან განთიადისა ესევდინ ისრაელი უფალსა.
6. რამეთუ უფლისა მიერ არს წყალობაჲ, და მრავალ არს მის მიერ გამოხსნაჲ. და თავადმან იხსნას ისრაელი ყოველთაგან უსჯულოებათა მისთა.
ფსალმუნი 116
1. უგალობდით უფალსა ყოველი თესლები, და აქებდით მას ყოველი ერი;
2. რამეთუ განძლიერდა ჩუენ-ზედა წყალობაჲ მისი, და ჭეშმარიტებაჲ უფლისაჲ ჰგიეს უკუნისამდე.
გუნდი: თქუმული წმიდისა სოფრონ იერუსალიმელ პატრიარქისაჲ
„ნათელო მხიარულო წმიდისა დიდებისა უკვდავისა მამისა ზეცათასა. წმიდისა ნეტარისაო იესო ქრისტე. მოსრულნი დასვლასა მზისასა მხილველნი ნათლისა სამწუხროსა ვაქებთ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა ღმერთსა. ღირსმცა-ხარ ყოველსა ჟამსა გალობად შენდა ხმითა ტკბილითა ძეო ღმრთისაო ცხოვრებისმომცემელო, რომლისათვისცა ყოველი სოფელი შენ გადიდებს."
დიაკონი - მოხედენ.
მღვდელი: - მშვიდობა ყოველთა.
დიაკონი - სიბრძნით, მოხედენ.
დიაკონი - წარდგომა დღისა ფსალმუნისაგან დავითისა:
საწინასწარმეტყველოები
მცირე კვერექსი:
დიაკონი: - „მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
დიაკონი: - „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ, ჩვენ ღმერთო, შენითა მადლითა“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.
დიაკონი: - „ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ“.
გუნდი: - „შენ უფალო“.
მღვდელი: „რამეთუ წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩვენო.... მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე“.
გუნდი: - ამინ!.
წმიდაო ღმერთო......
წარდგომა ხმა 3
უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს
მუხლი: უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა ვისგან შევძრწუნდე.
სამოციქულო I კორინთელთა 9,11 - 10,4
9:11. უკუეთუ ჩუენ სულიერი დავსთესეთ თქუენ შორის, დიდ-მე რაჲ არსა, თქუენგან თუ ჴორციელი მოვიმკოთ ჩუენ? 12. უკუეთუ სხუანი ჴელმწიფებჲსაგან თქუენისა მიღებენ, არა-მე უფროჲსღა ჩუენდა? არამედ არა ვინებეთ ჴელმწიფებაჲ ესე, რამეთუ ყოველსავე დავითმენთ, რაჲთა არა დაბრკოლებაჲ რაჲმე ვსცეთ სახარებასა მას ქრისტესსა. 13. არა უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ბაგინსა ჰმსახურებენ, ბაგინისაგან ჭამიან? და რომელნი საკურთხეველსა წინაშე დგანედ, საკურთხეველისაგან ნაწილი განიღიან? 14. ეგრეთცა უფალმან ბრძანა, რომელნი-იგი სახარებასა მიუთხრობენ, სახარებისაგან ცხორებაჲ. 15. ხოლო მე არარაჲ ვიჴუმიე ამათგანი. და არა ამისთჳს მივწერე ესე, რაჲთა ესრეთ იყოს ჩემდა მომართ. რამეთუ უმჯობეს არს ჩემდა სიკუდილი უფროჲს, ვიდრეღა სიქადული ჩემი, და-თუ ვინ-მე-აცუდოს იგი. 16. რამეთუ ვახარებ თუ, არა არს ჩემდა სიქადულ, რამეთუ უნებელი ზედა-მაც მე, და ვაჲ არს ჩემდა, არა თუ ვახარებდე. 17. რამეთუ ნეფსით თუ ვიქმ ამას, სასყიდელი მაქუს, ხოლო უკუეთუ უნებლიეთ, სამნოჲ რწმუნებულ არს ჩემდა. 18. რაჲ-მე უკუე არს სასყიდელი ჩემი? რაჲთა, ვახარებდე რაჲ, უსასყიდლოდ ვახარებდე სახარებასა მას ქრისტესსა, რაჲთა არარაჲ ვიმსახურო ჴელმწიფებითა ჩემითა სახარებასა მას შინა ჩემსა. 19. რამეთუ თავისუფალ ვიყავ ყოველთაგან და ყოველთა თავი ჩემი დავამონე, რაჲთა უმრავლესნი შევიძინნე. 20. ვიქმენ ჰურიათა თანა, ვითარცა ჰურიაჲ, რაჲთა ჰურიანი შევიძინნე; შჯულსა ქუეშე მყოფთა თანა, ვითარცა შჯულსა ქუეშე მყოფი, რაჲთა შჯულსა ქუეშე მყოფნი შევიძინნე; 21. უშჯულოთა თანა, ვითარცა უშჯულოჲ, - არა უშჯულოი ვიყავ ღმრთისა, არამედ შჯულიერი ქრისტესი, - რაჲთა უშჯულონი შევიძინნე; 22. ვიქმენ უძლურთა მათ თანა, ვითარცა უძლური, რაჲთა უძლურნი იგი შევიძინნე; ყოველთა ვექმენ ყოვლად, რაჲთა ყოველნი ვაცხოვნნე. 23. ხოლო ამას ვიქმ სახარებისა მისთჳს, რაჲთა თანა-ზიარ მისსა ვიქმნე. 24. არა უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ასპარეზსა მას შინა რბიედ, ყოველნივე რბიედ, ხოლო ერთმან მიიღის ნიჭი? ესრეთ რბიოდეთ, რაჲთა ეწინეთ. 25. ხოლო ყოველივე იგი მოღუაწე ყოველსავე მოითმენნ: იგინი უკუე სამე, რაჲთა განხრწნადი გჳრგჳნი მოიღონ, ხოლო ჩუენ - უხრწნელი. 26. მე უკუე აწ ესრეთ ვრბი, ვითარცა არა უჩინოდ; ესრეთ ვიჭირვი, ვითარცა არა ჰაერსა ვსცემ. 27. არამედ აღვიკრძალავ ჴორცთა ჩემთა და დავიმონებ, ნუუკუე სხუათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო. 10:1. არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, რამეთუ მამანი ჩუენნი ყოველნი ღრუბელსა ქუეშე იყვნეს და ყოველნი ზღუასა განჴდეს. 2. და ყოველთა მოსეს მიერ ნათელ-იღეს ღრუბლითა მით და ზღჳთა; 3. და ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს; 4. და ყოველთა იგივე სასუმელი სულიერი სუეს; რამეთუ სუმიდეს იგინი სულიერისა მისგან კლდისა, რომელიცა შეუდგა; ხოლო კლდე იგი იყო ქრისტე.
სახარება ლუკა 3, 1-19
1. წელსა მეათხუთმეტესა ტიბერის კეისრისასა, მთავრობასა პონტიელისა პალატესსა ჰურიასტანს, და მეოთხედ მთავრობასა გალილეას ჰეროდესსა, ხოლო ფილიპეს, ძმისა მისისა მეოთხედ მთავრობასა იტურეას და ტრაქონელთა სოფელსა, და ლჳსანისსა, მეოთხედ მთავრობასა აბილინესა, 2. მღდელთ-მოძღურებასა ანნაჲსსა და კაიაფაჲსსა იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იოვანეს მიმართ, ძისა ზაქარიაჲსა, უდაბნოს. 3. და მოჰვლიდა ყოველსა მას გარემო სოფლებსა იორდანისასა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა. 4. ვითარცა წერილ არს წიგნსა მას სიტყუათა ესაია წინაწარმეტყუელისათა და იტყჳს: ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი. 5. ყოველი ჴევნები აღმოივსოს, და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდენ; და იყოს გულარძნილი იგი მართალ, და ფიცხელი იგი გზად წრფელად. 6. და იხილოს ყოველმან ჴორციელმან მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ. 7. და ეტყოდა განმავალსა მას მისა ერსა ნათლის-ღებად მისგან: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა? 8. ყავთ უკუე აწ ნაყოფი ღირსი სინანულისაჲ და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ გულთა თქუენთა: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ძალ-უც ღმერთსა აღდგინებად ქვათა ამათგან ნაშობად აბრაჰამისა. 9. რამეთუ აწვე ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს; ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას. 10. და ჰკითხვიდეს მას ერი იგი და ეტყოდეს: და რაჲ-მე უკუე ვყოთ? 11. მიუგო და ჰრქუა მათ: რომელსა აქუნდეს ორი სამოსელი, მიეცინ, რომელსა არა აქუნდეს, და საზრდელიცა ეგრეთვე მსგავსად ყავნ. 12. მოვიდეს მისა მეზუერენიცა ნათლის-ღებად და ჰრქუეს მას: მოძღუარ, ჩუენ რაჲ-მე ვყოთ? 13. ხოლო მან ჰრქუა მათ: ნურარას უფროჲს განწესებულისა თქუენისა იქმთ. 14. ჰკითხვიდეს მას მჴედრად განწესებულნიცა იგი და ეტყოდეს: და ჩუენ რაჲ-მე ვყოთ? და მან ჰრქუა მათ: ნუვის აჭირვებთ, ნუცა ცილსა შესწამებთ და კმა გეყავნ როჭიკი თქუენი. 15. და ვითარცა მოელოდა ერი იგი, და განიზრახვიდეს ყოველნი გულთა მათთა იოვანესთჳს, ნუუკუე იგი არს ქრისტე, 16. მიუგო ყოველთა იოვანე და ეტყოდა: მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო მოვალს უძლიერესი ჩემსა, რომლისა არა ვარ ღირს ჴამლთა მისთა ტჳრთვად; მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა. 17. რომლისა ნიჩაბი ჴელთა შინა მისთა, განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა თჳსსა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა უშრეტითა. 18. და ფრიად სხუასაცა მრავალსა ჰლოცვიდა და ახარებდა ერსა მას. 19. ხოლო ჰეროდე, ოთხთა სამთავროთა მთავარმან, რამეთუ ამხილებდა მას ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა მისისა, და ყოვლისა მისთჳს, რომელი ქმნა ბოროტი ჰეროდე.
შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, ანგელოსთა კრებული და კაცთა ნათესავი. ტაძარო სიწმიდასაო, სამოთხეო პირმეტყუელო, ქალწულებისა სიქადულო, რომლისაგან სიტყუა განჴორციელდა და ყრმა იშვა პირველ საუკუნეთა ღმერთი ჩუენი, რომელმან საშოჲ შენი საყდრად გამოაჩინა და მუცელი შენი ცათა უვრცელეს ჰყო. შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, დიდება შენდა.
განიცადე: აქებდით უფალსა ცათაგან