მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პირველშეწირული ლიტურღიის ტიპიკონი

 

პატრიარქის ტიპიკონი

 

დიაკონი: ამბიონზე: გვაკურთხენ მეუფეო.


მღვდელი: სახარებით გამოსახავს ოდიკზე ჯვარის სახეს და იტყვის: კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


გუნდი: ა მ ი ნ.


დიაკონი: ხურავს აღსავლის კარებს


ამ დროს მღვდელი ამბიონზე კითხულობს მწუხრიდან შვიდი საიდუმლო ლოცვის 4,5,6 და 7 ლოცვებს, პირველ სამს არ კითხულობს, რადგან შემდეგში აღსავლებზე იქნება წაკითხული


მედავითნე: მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.


ფსალმუნი 103


1. აკურთხევს სული ჩემი უფალსა; უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად, აღსარებაჲ და დიდად შუენიერებაჲ შთაიცუ,


2. შეიმოსე ნათელი ვითარცა სამოსელი, გარდაართხენ ცანი ვითარცა კარავნი.


3. რომელმან დაჰრთნა წყლითა ზესკნელნი მისნი, რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად თვისა, რომელი იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა;


4. რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა;


5. რომელმან დააფუძნა ქუეყანაი სიმტკიცესა ზედა თვისსა, არა შეიძრას იგი უკუნითი უკუნისამდე.


6. უფსკრული ვითარცა სამოსელი გარე-მოდებულ არს მისა, მთათა ზედა დადგენ წყალნი.


7. შერისხვითა შენითა ივლტოდიან და ხმითა ქუხილისა შენისაითა შეძრწუნდიან.


8. აღვლენან მთანი და შთავლენან ველნი ადგილსა მას, რომელსაცა დააფუძნენ იგინი.


9. საზღვარი დასდევ, რომელსა არა გარდაჰხდენ, არცაღა მიაქციონ დაფარვად ქუეყანისა.


10. რომელმან გამოადინნა წყარონი ხევნებსა შინა, შორის მთათა დიოდიან წყალნი;


11. ჰსუან იგი ყოველთა მხეცთა ველისათა, განძღნენ კანჯარნი წყურილსა მათსა.


12. მათ ზედა მფრინველთა ცისათა დაიმკვიდრონ, შორის კლდეთა მოსცენ ხმაი მათი.


13. დაათრობს მთათა ზესკნელთა მისთაგან; ნაყოფითა საქმეთა შენთაითა განძღეს ქუეყანაი.


14. რომელმან აღმოუცენა თივაი პირუტყუთა, და მწუანე სამსახურებელად კაცთა, გამოღებად პური ქუეყანით.


15. და ღვინოი ახარებს გულსა კაცისასა, საცხებელითა მხიარულყოფად პირი, და პური გულსა კაცისასა განამტკიცებს.


16. განძღენ ხენი ველისანი და ნაძუნი ლიბანისანი, რომელ დაჰნერგენ.


17. მუნ ფრინველთა მართუე-ისხან, და ბუდე ყარყატთაი შერაცხილ მათდა.


18. მთანი მაღალნი ირემთა, კლდენი შესავედრებელად ყურდგელთა.


19. შექმნა მთოვარე ჟამთათვის, მზემან ჰსცნა ჟამი დასლვისა თვისისაი.


20. დასდევ ბნელი და იქმნა ღამე, მას შინა ვიდოდიან ყოველნი მხეცნი მაღნარისანი,


21. ლეკუნი ლომთანი მყვირალნი ტაცებად და თხოვად ღმრთისაგან საზრდელსა მათსა.


22. აღმობრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე თვისთა დაადგრიან.


23. გამოვიდეს კაცი საქმესა თვისსა და შრომასა თვისს მიმწუხრადმდე.


24. ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაი დაბადებულითა შენითა.


25. ესე ზღუაი დიდი და ვრცელი, მას შინა არიან ქუეწარმავალნი რომელთაი არა არს რიცხვი, მხეცნი წურილნი დიდთა თანა;


26. მას ზედა ნავნი ვლენან. ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე სამღერელად მისა.


27. ყოველნივე შენგან ელიან მოცემად საზრდელი თვისი ჟამსა;


28. მოსცი მათ, და აღიზარდნიან იგინი, ხოლო აღაღი რაი ხელი შენი, ყოველნივე განაძღნი სიტკბოებითა.


29. ხოლო გარე-თუ-მიიქცი პირი შენი, შეძრწუნდიან, მოუღი სული მათი, და მოაკლდიან და მიწადვე თვისად მიიქციან.


30. გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყანისაი.


31. იყავნ დიდებაი უფლისაი უკუნისამდე, იხარებდეს უფალი ქმნულთა ზედა თვისთა.


32. რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ, რომელი შეახებს მთათა და კუმოდიან.


33. ვაქებდე უფალსა ცხოურებასა ჩემსა უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე.


34. ტკბილ ეყავნ მას გალობაი ჩემი, ხოლო მე ვიხარებდე უფლისა მიმართ.


35. მოაკლდენ ცოდვილნი ქუეყანით, და უშჯულონი ნუღარა იპოებიედ მას ზედა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.


1 დიდი კვერექსი


დიაკონი: - „მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩუენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „მშვიდობისათვის ყოველისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „წმიდისა ამის ტაძრისათვის, სარწმუნოებითა, სასოებითა, და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა მამისა ჩუენისა (სახელი), პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, და ყოვლისა სამღუდელოსა დასისა და ერისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „სამეუფოსა ქალაქისა ამის ჩვენისა და წმიდისა ამის ტაძრისა, და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათვის, და სარწმუნოებით მკვიდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „კეთილ შეზავებისათვის ჰაერთასა, კეთილ გამოღებისათვის ნაყოფთა ქუეყანისათა, და ჟამთა მშვიდობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „ჰხსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ“.
გუნდი: - „შენ უფალო“.


მღვდელი: - ასამაღ.: „რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.
გუნდი: - ამინ.



მღვდელი (საიდუმლოდ) ლოცვა პირველისა აღსავლისა


უფალო, წყალობათ და მოწყალებათაო, სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ყურად იღე ლოცვაი ჩვენნი და მოხედენ ხმასა ვედრებისა ჩვენისასა, ჰყავ ჩვენთანა სასწაულ კეთილ, წარმიძეღუ ჩვენ გზათა შენთა, რათა ვიდოდეთ ჩვენ ჭეშმარიტებითა შენითა, ახარე გულთა ჩვენთა, შიშითა სახელისა შენისა წმიდისათა, რამეთუ დიდ ხარ შენ და მოქმედი საკვირველებათა, შენ ხარ ღმერთი მხოლო, და არა ვინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო, ძლიერი წყალობითა და სახიერ კაცთმოყვარებითა, შეწევნად, და ნუგეშინისცემად და ცხოვრებად ყოველთა მოსავთა სახელისა შენისა მიმართ წმიდისა.


მედავითნე: მე–18–ე კანონის პირველი დიდება.


ამ დროს მღვდელი აიღებს სახარებას და გაშლის ოდიკს, ოდიკზე დასდგამს ფეშხუმს და დაიჩოქებს, შემდეგ კი მოკრძალებით დაასვენებს ფეშხუმზე წმიდა ტარიგს.



2 მცირე კვერექსი


დიაკონი: - „მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ, ჩვენ ღმერთო, შენითა მადლითა“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ“.
გუნდი: - „შენ უფალო“.


მღვდელი: „რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, და ძალი, და დიდება, მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე“.

გუნდი: - ამინ!.



მღვდელი (საიდუმლოდ) ლოცვა მეორისა აღსავლისა


უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ ჩუენ, და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი ჩვენ, არამედ ჰყავ ჩვენთანა წყალობაი მსგავსად სახიერებისა შენისა, მკურნალო და მხსნელო სულთა ჩვენთაო, მიმიძეღუ ჩვენ ნავთსაყუდელსა ნებისა შენისასა, განანათლენ თვალნი გულთა ჩვენთანი ცნობად ჭეშმარიტებისა შენისა, და მომანიჭე ჩვენ ნეშტი დღისა ამის მშვიდობით და უცოდველად და ყოველნი ჟამნი ცხოვრებისა ჩვენისანი, მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა.


მედავითნე: მე–18–ე კანონის მეორე დიდება.


ამ დროს მღვდელი საცეცხლურით და დიაკონი სანთლით სამჯერ შემოუკმევენ ტრაპეზს.



3 მცირე კვერექსი


დიაკონი: - „მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ, ჩვენ ღმერთო, შენითა მადლითა“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ“.
გუნდი: - „შენ უფალო“.


მღვდელი: რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე“.

გუნდი: - ამინ!.



მღვდელი (საიდუმლოდ) ლოცვა მესამისა აღსავლისა


უფალო ღმერთო ჩვენო, მომიხსენენ ჩვენ, ცოდვილნი და უხმარნი მონანი შენნი, რაჟამს ვხადოდეთ ჩვენ წმიდასა სახელსა შენსა, და ნუ მარცხვენ ჩვენ სასოებისაგან ჩვენისა წყალობითა შენითა. არამედ მომმადლე ჩვენ, უფალო, ყოველივე „საცხოვრებელი თხოვაი და ღირს-მყვენ სიყვარულსა, და შიშსა შენსა ყოვლითა გულითა ჩვენითა, და ყოფად ყოველსა შინა ნებასა შენსა.


მედავითნე: მე–18–ე კანონის მესამე დიდება.


ამ დროს მღვდელი და დიაკონი სამჯერ დაიჩოქებენ ტრაპეზის წინ. მღვდელი მესამე დაჩოქებაზე აიღებს მოკრძალებით დაჩოქილი ფეშხუმს, რაზეც მდებარეობს წმიდა ტარიგი. დაიდგამს თავზე და გადაასვენებს მაღალდასაჯდომელის გზით სამკვეთლოზე. წინ მიუძღვის დიაკონი სანთლით და საცეცხლურით. სამკვეთლოზე უნდა იყოს მომზადებული ცარიელი ბარძიმი, ვარსკვლავი და სამი დაფარნა.


მღვდელი: ჩაასხამს ბარძიმში ღვინოს და წყალს. აკურთხებს შეერთებას. აიღებს ვარსკვლავს, დაადებს საცეცხლურს და შემდეგ დაახურავს ფეშხუმს, აიღებს მცირე დაფარნას, დაახურავს ფეშხუმს. შემდეგ მცირე დაფარნას მეორეს დაახურავს ბარძიმს. დიდ დაფარნას დააფარებს ბარძიმ-ფეშხუმს, ვარსკვლავისა და დაფარნების დახურვის დროს მღვდელი არავითარ ლოცვას არ ამბობს, მხოლოდ ამბობს: უფლისა მიმართ ვილოცოთ. უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელი: აკმევს სამკვეთლოს და მიდის ტრაპეზთან. ხურავს ოდიკს და ზედა დაასვენებს ჩვეულებრივ წმიდა სახარებას.



4 მცირე კვერექსი


დიაკონი: - „მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ, ჩვენ ღმერთო, შენითა მადლითა“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი: - „ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ“.
გუნდი: - „შენ უფალო“.


მღვდელი: რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი, ღმერთი წყალობისა და მაცხოვარებისა და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე“.

გუნდი: - ამინ!.



გუნდი: უფალო ღაღად ვჰყავ... /ჟამნიდან/ - დასდებლები – ტრიოდიონიდან.

კმევა

"დიდება აწდა"-ზე – იხსნება აღსავლის კარები, რომლის დროსაც ხდება შესვლა საცეცხლურით. თუ ოთხშაბათს ან პარასკევს დაემთხვა რომელიმე დღესასწაული, მაშინ შესვლა ხდება სახარებით.


მღვდელი (საიდუმლოდ) ლოცვა გამოსვლისა


მწუხრი, დილეულ და სამხრად, გაქებთ, გაკურთხებთ, გმადლობთ და გევედრებით შენ, მეუფეო ყოველთაო: წარმართე ლოცვაი ჩვენი, ვითარცა საკმეველი შენ წინაშე, და ნუ მისდრეკ გულთა ჩვენთა სიტყვათა მიმართ უკეთურებისათა, არამედ გვიხსნენ მომნადირებელთაგან სულისა ჩვენისათა, რამეთუ შენდა მომართ, უფალო, უფალო, თვალნი ჩვენნი შენ გესვიან და ნუ გვარცხვენ ჩვენ, უფალო ღმერთო ჩვენო: რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მღვდელი: სიბრძნით აღემართენით /აღსავლის კარებში/.


„ნათელო მხიარულო წმიდისა დიდებისა უკვდავისა მამისა ზეცათასა. წმიდისა ნეტარისაო იესო ქრისტე. მოსრულნი დასვლასა მზისასა მხილველნი ნათლისა სამწუხროსა ვაქებთ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა ღმერთსა. ღირსმცა-ხარ ყოველსა ჟამსა გალობად შენდა ხმითა ტკბილითა ძეო ღმრთისაო ცხოვრებისმომცემელო, რომლისათვისცა ყოველი სოფელი შენ გადიდებს."


მღვდელი: ემთხვევა მაცხოვრის ხატს, მიბრუნდება ხალხისაკენ, გადასახავს ჯვარის სახეს; შემდეგ ემთხვევა ღვთისმშობლის ხატს, შევა საკურთხეველში, ემთხვევა სახარებას და ტრაპეზს, ხოლო დიაკონი ემთხვევა ტრაპეზს და მიდიან მაღალდასაჯდომელთან.



დიაკონი: მოხედენ.


მღვდელი: მშვიდობა ყოველთა.


დიაკონი: სიბრძნით.


მედავითნე: წარდგომა ფსალმუნი დავითისი ხმა... /ჩვეულებრივ ითქმის წარდგომა/.


დიაკონი: მოხედენ.


მედავითნე: შექმნათა საკითხავი.


დიაკონი: მოხედენ /დახურავს აღსავლის კარებს/.


მედავითნე: კითხულობს შუა ეკლესიაში I საწინასწარმეტყველოს


დიაკონი: აანთებს პატარა შანდალზე სანთელს დადგამს ტრაპეზზე, წმიდა სახარებაზე.



დიაკონი: სიბრძნით (გახსნის აღსავლის კარებს).


მედავითნე: წარდგომა ფსალმუნი დავითისი ხმა... იტყვის თავის წესით მეორე წარდგომას.


დიაკონი: სიბრძნით.


მღვდელი: დადგება ტრაპეზის წინ, აიღებს ორი ხელით სახარებაზე მდგომ სანთელს და საცეცხლურს და აღმოსავლეთისაკენ იტყვის: სიბრძნით აღემართენით.



შემდეგ მობრუნდება მღვდელი ხალხისაკენ სანთლით და საცეცხლურით გამოსახავს ჯვარის სახეს და იტყვის: ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. /ხალხი დაჩოქილი მოისმენს ამ სიტყვებს/.



დიაკონი: სიბრძნით.


მედავითნე: იგავთა საკითხავი.


დიაკონი: მოხედენ /დახურავს აღსავლის კარებს/.


მედავითნე: წაიკითხავს II საწინასწარმეტყველოს.



ამის შემდეგ იხსნება აღსავლის კარები, მღვდელი აიღებს საცეცხლურს და აკმევს ტრაპეზის წინ და ამასთან ერთად ამბობს წარემართენის მუხლებს, ხოლო გუნდი ყოველ მუხლის შემდეგ იმეორებს პირველ მუხლს:


მღვდელი: წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკმეველი შენ წინაშე: აღბყრობად, ხელთა ჩემთა მსხვერპლ სამწუხროდ, ისმინე ჩემი უფალო.


გუნდი: წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკმეველი შენ წინაშე: აღბყრობად, ხელთა ჩემთა მსხვერპლ სამწუხროდ, ისმინე ჩემი უფალო.


მღვდელი: უფალო ღაღად-ვჰყავ შენდამი, ისმინე ჩემი. მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი.


გუნდი: წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკმეველი შენ წინაშე: აღბყრობად, ხელთა ჩემთა მსხვერპლ სამწუხროდ, ისმინე ჩემი უფალო.


მღვდელი: დასდევ უფალო საცოი პირსა ჩემსა, და კარი ძნელი ბაგეთა ჩემსა.


გუნდი: წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკმეველი შენ წინაშე: აღბყრობად, ხელთა ჩემთა მსხვერპლ სამწუხროდ, ისმინე ჩემი უფალო.


მღვდელი: ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყვათა მიმართ უკეთურებისათა, მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა.


ამ დროს გადადის სამკვეთლოსთან და აკმევს იქ.


გუნდი: წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკმეველი შენ წინაშე: აღბყრობად, ხელთა ჩემთა მსხვერპლ სამწუხროდ, ისმინე ჩემი უფალო.


მღვდელი: ამის შემდეგ დაიჩოქება ტრაპეზის წინ და ასე მოისმენს გუნდის გალობას.


გუნდი: წარემართენ ლოცვა ჩემი, ვითარცა საკმეველი შენ წინაშე: აღბყრობად, ხელთა ჩემთა მსხვერპლ სამწუხროდ, ისმინე ჩემი უფალო.



თუ არის დღესასწაული, მაშინ აქ მედავითნე კითხულობს სამოციქულოს, რომლის შემდეგ დიაკონი: წაიკითხავს დღესასწაულის სახარებას.


უკეთუ დღესასწაული არ დაემთხვა ოთხშაბათს და პარასკევს, მაშინ სამოციქულო და სახარება არ იკითხება.



მღვდელი: ეფრემ ასურის ლოცვა სამი დიდი მეტანიით.


უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).


ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა (მეტანია).


ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ! (მეტანია).



მრჩობლი კვერექსი


დიაკონი - „ვსთქვათ ყოველთა ყოვლითა სულითა, და ყოვლითა გონებითა ჩუენითა ვსთქვათ“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი - „უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო მამათა ჩუენთაო გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“.


დიაკონი - „შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით ისმინე და შეგვიწყალენ“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.


მღვდელი (საიდუმლოდ) ლოცვა შევრდომით სავედრებელი:


უფალო ღმერთო ჩვენო, აპყრობილი ვედრებაი შეიწირე მონათა შენთაგან და შეგვიწყალენ ჩვენ, სიმრავლისაებრ წყალობათა შენთასა, და მოწყალებანი შენნი გარდამოავლინენ ჩვენ ზედა, და ყოველსა ერსა შენსა ზედა, მომლოდნელთა მდიდრად შენ მიერსა წყალობასა.


დიაკონი - „მერმეცა გევედრებით ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.


დიაკონი - „მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა დიდისა მეუფისა მამისა ჩუენისა ილიასათვის და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.


დიაკონი - „მერმეცა გევედრებით, სანატრელთა და მარადის მოსახსენებელთა აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა, და ყოველთა პირველდაძინებულთა მამათა და ძმათა აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლმადიდებელთათვის“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.


დიაკონი - „მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა, და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღმრთისათა ძმათა წმიდისა ამის ტაძრისათა“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.


დიაკონი - „მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთა და კეთილისმყოფელთა წმიდისა და ყოვლადპატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათვის, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.


მღვდელი: „რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.
გუნდი: - ამინ.



მღვდელი: ამ დროს აიღებს ოდიკიდან სახარებას და გადაასვენებს ტრაპეზის გვერდის მხარეს და გაშლის წმიდა ოდიკს.


კათაკმეველთა კვერექსი


დიაკონი: ილოცეთ კათაკმეველნო, უფლისა მიმართ.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ

დიაკონი: მორწმუნენო კათაკმეველთათვის ვილოცოთ, რათა უფალმან იგინიცა შეიწყალნეს.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ

დიაკონი: - და ასწავოს მათ სიტყვა ჭეშმარიტებისა

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ

დიაკონი: - და გამოუცხადოს მათ სახარება სიმართლისა

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ

დიაკონი: - შეაერთნეს იგინი წმიდასა თვისსა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიასა.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ

დიაკონი: - აცხოვნენ, შეეწიენ, შეიწყალენ, და დაიცვენ იგინი, ღმერთო მადლითა შენითა.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ

დიაკონი: - კათაკმეველნო თავნი თქვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.

გუნდი: შენ უფალო.

მღვდელი (საიდუმლოდ) ლოცვა კათაკმეველთა პირველად წმიდისა შესაწირავისა


ღმერთო, ღმერთო ჩვენო, დამბადებელო და შემოქმედო ყოველთაო, რომელსა ყოველთა კაცთა გნებავს ცხოვრება, და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვა. მოიხილე მონათა შენთა კათაკმეველთა ზედა, და იხსნენ იგინი ძველისაგან საცდურისა, და ღონეთაგან წინა აღმდგომისათა, და მოუწოდე მათ ცხოვრებად საუკუნოდ. და განანათლენ სულნი და ხორცნი მათნი, და თანა შერაცხენ იგინი სიტყვიერსა მის სამწყსოსა შენსა, რომელთა ზედა სახელი შენი წმიდა წოდებულ არს.


რათა და ესენიცა ჩვენთანავე ადიდებდნენ, ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.

ლოცვა ოთხშაბათამდე შუამარხვისასა კათაკმეველთა

 

დიაკონი: რაოდენნი კათაკმეველნი ხართ განვედით, კათაკმეველნო განვედით, რაოდენი კათაკმეველნი ხართ განვედით, ნუ ვინმე კათაკმეველთაგანნი, არამედ რაოდენნი მორწმუნენი ვართ, მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

მღვდელი (საიდუმლოდ) ლოცვა მორწმუნეთათვის


დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ ღმერთო შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი: სიბრძნით!


რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.



ლოცვა ოთხშაბათიდან შუამარხვისასა ნათვლად განმზადებულთა

 

დიაკონი: რაოდენნი კათაკმეველნი ხართ განვედით, კათაკმეველნო განვედით, რაოდენი ნათვლად განმზადებულნი ხართ განვედით, ილოცეთ ნათვლად განმზადებულნო.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი: მორწმუნენო წმიდად ნათვლად განმზადებულთა ძმათა ჩვენთა, და ცხოვრებისათვის მათისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან განამტკიცნეს და განაძლიერნეს იგინი.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი: განანათლნეს იგინი ნათლითა მეცნიერებისა და სარწმუნოებისათა.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი: ღირსყვნეს იგინი ჟამსა კეთილსა, საბანელსა მას მეორედ შობისასა, მისატევებელად ცოდვათა, და სამოსლად უხრწნელებისად.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი: ჰშუნეს იგინი წყლისა მიერ და სულისა.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი: მიანიჭოს მათ სრულება სარწმუნოებისა.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი: შეაერთნეს იგინი წმიდასსა თვისსა და რჩეულსა სამწყსოსა.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი: აცხოვნენ, შეეწიენ, შეიწყალენ და დაიცვენ იგინი ღმერთო შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი: ნათვლად განმზადებულნო, თავნი თქვენნი უფალსა მოუდრიკენით.
გუნდი: შენ უფალო.



მღვდელი (საიდუმლოდ) ლოცვა წმიდად ნათვლად განმზადებულთათვის


გამოაჩინე პირი შენი, მეუფეო, წმიდისა ნათლისღებისა მიმართ განმზადებულთა ზედა, რომელთა სურის ბილწებასა ცოდვათასა განბანად, განანათლენ გონებანი მათნი სარწმუნოებითა, და დაამტკიცენ იგინი სასოებითა, სრულ ჰყვენ სიყვარულითა, და ასოდ პატიოსნად ქრისტეს შენისა გამოაჩინენ, რომელმან იგი მიჰსცა თავი თვისის სახსრად სულთა ჩვენთათვის.


რამეთუ შენ ხარ განმანათლებელი ჩვენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.



დიაკონი: რაოდენნი ნათვლად განმზადებულნი ხართ განვედით, ნათვლად განმზადებულნო განვედით, რაოდენი კათაკმეველნი ხართ განვედით, ნუ ვინმე კათაკმეველთაგანნი, არამედ რაოდენნი მორწმუნენი ვართ, მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

მღვდელი (საიდუმლოდ) ლოცვა მორწმუნეთა I


ღმერთო, დიდო და ქებულო, რომელმან ცხოველსმყოფელითა მით სიკვდილითა ქრისტეს შენისათა, უხრწნელებად მიმცვალენ ჩვენ ხრწნილებისაგან, შენ განათავისუფლენ ყოველნივე საცნობელნი ჩვენნი სიკვდილისა მისგან ვნებათასა, და კეთილ მთავარი შინაგანი გონება დაადგინე მას ზედა, რომელთა თვალნი ჩვენნი იყვნენ განშორებულ ყოვლისაგან ვნებულისა ხედვისა, და სასმენელნი სიტყვათა მიმართ ცუდთა უფალ, ხოლო ენა წმიდა იყავნ სიტყვათაგან უჯეროთა წმიდა ჰყვენ ბაგენიცა ჩვენნი მაქებელად შენდა, უფალო: ხელნი ჩვენნი შორს ჰყვენ ყოველთაგან საქმეთა ბოროტთა, და ღირს ჰყვენ იგინი საქმედ ყოვლისავე, რომელი სათნო არს შენდა, და ყოიველნი ასონი ჩვენნი და გონება შენითა მადლითა შეზღუდე.


დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ ღმერთო შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

დიაკონი: სიბრძნით!


მღვდელი: რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

დიაკონი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

დიაკონი: ზე გარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი: მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღვთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი: მიდისა ამის სახლისათვის, სარწმუნოებითა, კრძალულებითა და შიშითა ღვთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი: ხსნად ჩვენდა ყოვლისა ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

მღვდელი (საიდუმლოდ) ლოცვა მორწმუნეთა II


მეუფეო წმიდაო და სახიერო, გევედრებით შენ მდიდარსა წყალობითა, რათა მოწყალე გვექმნე ჩვენ ცოდვილთა, და ღირს მყვენ ჩვენ მოცემად მხოლოდშობილისა ძისა შენისა, და ღვთისა ჩვენისა, მეუფისა მის დიდებისა, რამეთუ აჰა ესერა უხრწნელსა ხორცსა მისსა, და ცხოველსმყოფელსა სისხლსა, ამას ჟამსა ეგულვების შემოსვლად და ტრაპეზსა ამას ზედა საიდუმლოსასა დაგებად, სიმრავლისაგან ზეცისა მხედრობათასა უხილავადძღვენი, რომელთა ზიარება დაუსჯელად მოგვმადლე ჩვენ, რათა მათ მიერ გონებისა ჩვენისა თვალნი განბრწყინდდენ, და ძედ ნათლისად და დღისად ვიქმნნეთ.


დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკონი: სიბრძნით!


მღვდელი: ნიჭითა ქრისტეს შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ-ხარ შენ, ყოვლად წმიდით სახიერთ და ცხოველმყოფელით სულით შენითურთ აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


გუნდი: ამინ.



გუნდი: აწ ძალნი ცათანი ჩვენთანა უხილავად მსახურებენ, რამეთუ ესერა შემოვალს მეუფე დიდებისა, ესერა მსხვერპლი საიდუმლოდ აღსრულებული ძღვენი.


ამ დროს დიაკონი აკმევს მხოლოდ საკურთხეველს და მღვდელს; კანკელს და ხალხს არ აკმევს.



მღვდელი და დიაკონი: დადგებიან ტრაპეზის წინ და ჩვეულებრივ ასრულებენ საიდუმლო ლოცვებს შემდეგნაირად:



მღვდელი: (საიდუმლოდ ხელაპყრობილი) აწ ძალნი ცათანი ჩვენთანა უხილავად მსახურებენ, რამეთუ ესერა შემოვალს მეუფე დიდებისა, ესერა მსხვერპლი საიდუმლოდ აღსრულებული ძღვენი.


დიაკონი: სარწმუნოებით და სიყვარულით მოვედით, რათა ზიარებად ცხოვრებისა საუკუნოსა ვიქმნნეთ: ალილუია, ალილუია, ალილუია.



აღასრულებენ 3-ჯერ და თაყვანის-ცემენ 3-გზის. ამ საიდუმლო ლოცვების შემდეგ მღვდელი: და დიაკონი ემთხვევიან წმიდა ტრაპეზს, დაუკრავენ ერთმანეთს თავს და მიდიან სამკვეთლოსთან.



მღვდელი: აიღებს დიდ დაფარნას, დაადებს დიაკონს მარცხენა მხარზე, შემდეგ აკმევს ბარძიმს და ფეშხუმს.


მღვდელი: აიღებს მარჯვენა ხელით ფეშხუმს, ხოლო მარცხენა ხელში ბარძიმს და გამოასვენებს ჩრდილოეთი კარით.


დიაკონი: მიუძღვის სანთლით და საცეცხლურით.


ხალხი ყველა დაიჩოქება და დახრის თავს.


მღვდელი და დიაკონი ამ დიდ გამოსვლის დროს არავის არ იხსენებს.


მღვდელი, შევა საკურთხეველში აღსავლის კარებით და მზირალი აღმოსავლეთით გამოსახავს ჯვარსა ფეშხუმ-ბარძიმითა და იტყვის ჩუმად: შიშითა ღმრთისათა, სიყვარულითა და სარწმუნოებით მოვედით". დაასვენებს ბარძიმს სამხრეთისაკენ, ფეშხუმს ჩრდილოეთით. ახდის ბარძიმსა და ფეშხუმს მცირე დაფარნას და დაახურავს დიდ დაფარნას და აკმევს;


გუნდი შესვლის შემდეგ გალობს: სარწმუნოებით და სიყვარულით მოვედით, რათა ზიარებად ცხოვრებისა საუკუნოსა ვიქმნეთ: ალილუია, ალილუია, ალილუია.


მღვდელი: ტრაპეზის წინ ამბობს ეფრემ ასურის ლოცვას (სამი დიდი მეტანიით:)


უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).


ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა (მეტანია).


ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ! (მეტანია).


დიაკონი: დახურავს აღსავლის კარებს და კრეტსაბმელს (ნახევრად


თხოვნითი კვერექსი

 

დიაკონი: აღუსრულოთ სამწუხრო ვედრება ჩვენი უფალსა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ

დიაკონი: - წინადაგებულთა და პირველ შეწირულთა პატიოსანთა ძღვენთათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ

დიაკონი: - რათა კაცთ-მოყვარემან ღმერთმან ჩვენმან, შემწირველმან ამათმან წმიდასა და ზესთა ცათასსა და საცნაურსა საკურთხეველსა მისსა, საყნოსელად სუნად სურნელად შეიწირნეს, და ნაცვლად გარდამოგვივლინოს ჩვენ საღმრთო მადლი სულისა წმიდისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ

დიაკონი: - ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ



მღვდელმან (საიდუმლოდ) ლოცვა


გამოუთქმელთა მათ, და უხილავთა საიდუმლოთა ღმერთო, რომლისა მიერ არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისა და მეცნიერებისანი დაფარულნი, რომელმან მსახურება მსხვერპლისა ამის გამოგვიცხადე ჩვენ, და დაგვადგინენ ჩვენ ცოდვილნი მრავლითა მით კაცთმოყვარებითა შენითა, შეწირვად შენდა ძღუენთა და მსხვერპლთა ჩვენთა ცოდვათათვის და ერისა უმეცრებისათვის, ამისთვის შენ, უფალო მეუფეო, შემოქმედო დიდთა და გამოუთქმელთა, დიდებულთა და განსაკრთომელთა საქმეთაო, რომელთა არა არს რიცხვი, მოიხილე ჩვენ ზედა უღირსთა მონათა შენთა, რომელნი წმიდასა ამას საკურთხეველსაქ, ვითარცა საყდარსა მას შენსა ქერუბიმთა წინაშე წარდგომილ ვართ, რომელსა ზედა მხოლოდშობილი ძე შენი, და ღმერთი ჩვენი, წინა მდებარეთა ამათ შესაძრწუნებელთა საიდუმლოთა მიერ განისვენებს, და ყოვლისავე არაწმიდდებისაგან განგვათავისუფლებს ჩვენ, და მორწმუნესა ერსა შენსა, წმიდა ჰყვენ ჩვენ ყოველთა სულნი, და ხორცნი, სიწმიდითა მით მიუღებელითა, რათა წმიდითა სვინდისითა, ურცხვენელითა პირითა, და განათლებულითა გულითა, საღმრთოთა ამათ საიდუმლოთა ვეზიარებოდეთ, და ამათ მიერ განცხოველებულნი შევეერთნეთ თვით ქრისტესა შენსა, ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩვენსა, რომელმან სთქვა: რომელი სჭამდეს ხორცსა ჩემსა, და სმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადგრომილ არს და მე მისთანა, რათა დაემკვიდროს ჩვენს შორის, და ვიდოდეს ჩვენ თანა სიტყვაი შენი,უფალო, ვჰქმნეთ ტაძარ ყოვლად წმიდისა და თაყვანის-საცემელისა სულისა შენისა, ხსნილნი ყოვლისაგან საეშმაკოისა ღონისა, საქმით, გინა სიტყვით, ანუ გონებით აღსრულებულისა, და მივემთხვინეთ კეთილთა მათ აღთქმულთა, ყოველთა თანა წმიდათა შენთა, რომელნი საუკუნითგან სათნო გეყვნეს შენ.


დიაკონი: - შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ

დიაკონი: - დღე ყოველი აღსრულებად, სიწმიდით, მშვიდობით და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

გუნდი: მოგვმადლენ, უფალო.

დიაკონი: - ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინამძღვარი, მცევლი სულთა და ხორცთა ჩვენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

გუნდი: მოგვმადლენ, უფალო.

დიაკონი: - შენდობა და მოტევება ცოდვათა და უსჯულოებათა ჩვენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

გუნდი: მოგვმადლენ, უფალო.

დიაკონი: - კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩვენთანი და მშვიდობა სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

გუნდი: მოგვმადლენ, უფალო.

დიაკონი: - შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩვენისანი მშვიდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.

გუნდი: მოგვმადლენ, უფალო.

დიაკონი: - ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩვენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი, და კეთილი სიტყვისგება წინაშე საშინელისა სამსჯავროსა ქრისტესსა ვითხოვოთ.

გუნდი: მოგვმადლენ, უფალო.

დიაკონი: - ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსადკურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი, და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესსა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.


მღვდელი (ხელაპყრობით): და ღირსმყვენ ჩვენ მეუფეო კადნიერებით, დაუსჯელად კადრებად და ხდად შენდა, ზეცათა ღმრთისა მამისა და თქმად:


გუნდი: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მღვდელი: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.



მღვდელი: მშვიდობა ყოველთა!
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღვდელი: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
გუნდი: შენ უფალო.


მღვდელმან (საიდუმლოდ) თავმოდრეკით ლოცვა


ღმერთო მხოლოო სახიერო და მოწყალეო, რომელი მაღალთა შინა დამკვიდრებულ ხარ, და მდაბალთა ხედავ, მოიხილე მოწყალითა თვალითა ყოველსა ერსა შენსა ზედა, და დაიცვენ იგინი, და ღირს მყვენ ჩვენ ყოველნი დაუსჯელად ზიარებად ცხოველს მყოფელთა ამათ საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენდა მოგვიდრეკიან თავნი ჩვენნი, და მოველით შენ მიერსა მდიდარსა წყალობასა.


მღვდელი: მადლითა და წყალობითა და კაცთმოყვარებითა, მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ! (გრძლად – იხურება კრეტსამბელი)



მღვდელმან (საიდუმლოდ) ლოცვა


მოიხილე, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, წმიდით სამკვიდრებელით შენით და საყდრით დიდებისა სუფევისა შენისათა, და მოვედ წმიდა ყოფად ჩვენდა, რომელი ზე მამისა თანა მჯდომარე ხარ, და აქა ჩვენ თანა უხილავად თანა მყოფობ: და ღირს მყუენ ჩვენ, მტკიცითა ხელითა შენითა მოცემად ჩვენდა უხრწნელი ხორცი შენი და პატიოსანი სისხლი შენი, და ჩვენ მიერ ყოველსა ერსა შენსა.

დიაკონი: მოხედენ.


მღვდელი: შეჰყოფს ორივე ხელს დიდი დაფარნის ქვეშ, თითებით შეეხება წმიდა ტარიგს და დიდი ხმით იტყვის: "პირველშეწირული წმიდა წმიდათა".


გუნდი: ერთ არს წმიდა, ერთ არს უფალო, იესო ქრისტე სადიდებლად ღვთისა მამისა, ამინ.

„განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი“, ალილუია, ალილუია, ალილუია.



ამის შემდეგ მღვდელი: ახდის დაფარნას, აიღებს ვარსკვლავს და გასტეხს წმიდა ტარიგს 4 ნაწილად. იესოს ჩაუშვებს ბარძიმში;

ქრისტეთი ეზიარებიან მღვდელი და დიაკონი;

ძლევათი აზიარებს მღვდელი ხალხს!



შემდგომად წმიდისა ზიარებისა მღვდელმან ლოცვა საიდუმლოდ


გმადლობ შენ მაცხოვარსა ყოველთა ღმერთსა, ყოველთა კეთილთა ზედა, რომელნი მოგვანიჭენ ჩვენ, ზიარებითა წმიდისა ხორცისა და სისხლისა ქრისტეს შენისათა, და გევედრებით, მეუფეო კაცთმოყვარეო, დაგვიცვენ ჩვენ საფარველსა ქვეშე ფრთეთა შენთასა, და მოგვეც ჩვენ ვიდრე უკანასკნელად აღმომშვინვადმდე, ღირსებით ზიარებად სიწმიდისა შენისა, განათლებად სულისა და ხორცთა, და სასუფეველისა ცათასა დამკვიდრებად.


მღვდელი და დიაკონი ეზიარებიან მხოლოდ ხორცით, სადაც უკვე არის სისხლიც, რადგან პირველ შეწირული წირვაა, ამიტომ ბარძიმში არ არის იესო ქრისტეს სისხლი, არამედ ღვინო და წყალი. ხორცის ზიარების შემდეგ მღვდელი შესვამს ბარძიმიდან 3–ჯერ არა სისხლს, არამედ ღვინოს ისე, როგორც ჩვენ ვღებულობთ ტაკუკით მდუღარებას ზიარების შემდეგ. დიაკონი არ შესვამს ბარძიმიდან, რადგან მან უნდა მიიღოს მთელი ბარძიმი, წირვის დამთავრების შემდეგ. ზიარების შემდეგ მღვდელი ჩაუშვებს ძლევას ბარძიმში, რომლითაც აზიარებს ხალხს.


დიაკონი: გახსნის აღსავლის კარებს, გამოვა ბარძიმით და იტყვის:


დიაკონი: შიშითა ღვთისა და სარწმუნოებით მოვედით.


გუნდი: ვაკურთხოთ უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქება მისი პირსა ჩემსა, პური ზეცისა და სასმელი ცხოვრებისა, განიცადეთ და იხილეთ რამეთუ ტკბილ არს უფალი, ალილუია, ალილუია, ალილუია.


თუ არიან მაზიარებლები, მღვდელი წაიკითხავს ლოცვას.


მრწამს უფალო, და აღვიარებ რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე ძე ღმრთისა ცხოველისა. მოსრული სოფლად ცოდვილთა ცხოვრებად, რომელთაგან პირველი მე ვარ. კვალად მრწამს, რამეთუ ესე არს თვით უხრწნელი ხორცი შენი, და ესე არს თვით პატიოსანი სისხლი შენი. შენ უკვე გევედრები, შემიწყალე მე, და შემინდევ შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი, და უნებლიეთნი, სიტყვით, და საქმით, ცნობით და უმეცრებით, და ღირს-მყავ მე დაუსჯელად ზიარებად უხრწნელთა საიდუმლოთა შენთა, მოსატევებელად ცოდვათა, და ცხოვრებად საუკუნოდ, ამინ! სერობასა საიდუმლოსა შენისასა, დღეს ძეო ღმრთისაო ზიარებად შემიწყნარე, რათა არა მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი. არცა ამბორს-გიყო, ვითარცა იუდა. არამედ ვითარცა ავაზაკი აღგიარებ შენ. მომიხსენე მე უფალო, სასუფეველსა შენსა. რათა არა სასჯელად, გინა დასასჯელად მექმნეს მე ზიარება წმიდათა შენთა საიდუმლოთა, უფალო, არამედ საკურნებელად სულისა და ხორცისა. ამინ!

და აზიარებს ხალხს, ჩვილი ბავშვები პირველ შეწირულზე არ ეზიარებიან, რადგან მათ არ შეუძლიათ წმიდა ხორცის შეჭმა.

ზიარების შემდეგ ალილუია 3–ჯერ.


მღვდელი: აცხოვნე ღმერთო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი.

გუნდი: ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ...



მღვდელი: აკმევს ტრაპეზს 3-გზის გადასცემს საცეცხლურს და ფეშხუმს დიაკონს, ბარძიმით გამოსახავს ოდიკზე ჯვარის სახეს და ჩუმად იტყვის: კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი.


შემდეგ მიბრუნდება ხალხისაკენ, გამოსახავს ბარძიმით ჯვარის სახეს და იტყვის დიდის ხმით: ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


გადაასვენებს სამკვეთლოზე.


გუნდი: აღავსე პირი ჩემი ქებითა შენითა...

მღვდელი: ხურავს ოდიკს.


დიაკონი: აღემართენით მიმღებელნი საღმრთოთა, წმიდათა, უხრწნელოა, უკვდავთა, ზეცისა ცხოველთა საიდუმლოთა ღირსებით ვმადლობდეთ უფალსა.

მღვდელი: ოდიკზე გამოსახავს სახარებით ჯვარის სახეს და იტყვის: რამეთუ შენ ხარ გამწმედელი ჩვენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


გუნდი: ამინ.



მღვდელი: მშვიდობით წარვიდეთ.


გუნდი: სახელითა უფლისათა.



დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.


გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.



მღვდელი კითხულობს ამბიონის ლოცვას:


მეუფეო ყოვლისა მპყრობელო, რომელმან ყოველნი დაბადებულნი სიბრძნით დაბადენ, რომელმან გამოუთქმელითა მით განგებულებითა შენითა და მიუთხრობელითა სახიერებითა, მოგვიყვანენ ჩვენ ყოვლად პატიოსანთა ამათ დღეთა განსაწმედელად სულთა და ხორცთა, მოსაკვდინებლად ვნებათა, და სასოებად აღდგომისა, რომელმან ორმეოცთა დღეთა მიერ ფიცარნი მისცენ ღვთივ წერილნი იგი ასონი სათნოსა შენსა მოსეს, მოგვანიჭენ ჩვენცა სახიერო კეთილისა ამის ღვაწლისა მოღვაწებად, და სარბიელსა ამას მარხვათასა სრულ ყოფად, სარწმუნოებისა შეუხებელად დამარხვად, და თავებისა უხილავთა ვეშაპთასა შემუსრვად, დაუსჯელად მიწევნად და თაყვანის-ცემად წმიდასა აღდგომასა შენსა, რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ ყოვლად პატიოსანი, და დიდად შვენიერი სახელი შენი, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე (3–ჯერ)

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

ფსალმუნი 33 – ვაკურთხოთ უფალი...



მღვდელი: კურთხევა უფლისა თქვენზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


გუნდი: ამინ.



მღვდელი: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა.


გუნდი: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

უფალო შეგვიწყალენ – 3–ჯერ.

უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ,



მღვდელი ჯვრით ხელში ჩამოილოცავს ამბიონზე:


ქრისტემან ჭეშამარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა შორის მამისა ჩვენისა გრიგოლ დიოლოღოსისა და წმიდისა (ვისი სახელობისაც არის ტაძარი) და (იმის სახელი ვისი ხსენებაც არის), რომლისაცა ხსენებასა აღვასრულებთ ჩვენ დღეს, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღვთისათა იოაკიმ და ანასითა და ყოველთა წმიდათათა, შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.

გუნდი: ამინ.


ხალხი ემთხვევა ჯვარს, რის შემდეგაც მღვდელი შედის საკურთხეველში. იხურება აღსავლის კარი



ზიარების შემდეგ საკითხავი სამადლობელი ლოცვანი