მრავალთავნი
"შატბერდის კრებული"
შატბერდის კრებული — X საუკუნის ცნობილი ქართული ხელნაწერის სახელწოდება.
1888 წელს ნიკო მარმა აღწერა წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხელნაწერთა ის კოლექცია, რომელიც საოგადოებას დავით რექტორის ძმისშვილმა, მღვდელმა დიმიტრი ალექსი–მესხიშვილმა შესწირა. მათ შორის ყოფილა ის ხელნაწერიც, რომელიც დღეს „შატებრდის კრებულის“ სახელით არის ცნობილი. ნიკო მარის ნებართვის გარეშე კრებულის აღწერილობა გამოქვეყნებულა გაზეთ „ივერიაში“, 239–ე ნომერში. აღწერილობის გამოქვეყნებიდან მოკლე ხანში კრებულს წერილები და გამოკვლევები მიუძღვნეს თევდორე ჟორდანიამ, დიმიტრი ბაქრაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა (სწორედ მან უწოდა კრებულს სახელწოდება „შატებრდის კრებული“), მოსე ჯანაშვილმა. შატბერდის კრებული დღეს დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის S ფონდში (S-1141). გადაწერის ადგილი და დროკრებული გადაწერილი უნდა იყოს შატბერდის ლავრაში, რომელიც გრიგოლ ხანძთელს აუშენებია ბაგრატ კურაპალატის შემწეობით. ხელნაწერი თარიღდება X საუკუნის 60–70-იანი წლებით. [1]გვ. 26 შედგენილობა:"შატბერდის კრებული" წარმოადგენს სხვადასხვა წიგნებიდან ამოკრეფილ ეგზეგეტიკური, აგიოგრაფიული და საისტორიო ხასიათის თხზულებების კრებულს. კრებულის შედგენილობა ასეთია:
მჴეცთათჳს სახისა სიტყუაჲ წიგნთაგან თქუმული წმიდისა ბასილი ებისკოპოსისა კესარიელისაჲ; – ეპიფანე კჳპრელი, საზომთათჳს და საწყაულთა; – დიომიდე, ფრაგმენტი დიონისიოს თრაკიელის გრამატიკის სქოლიოებიდან; – იპოლიტე რომაელი, ქრონიკონი; წმიდისა იპოლიტეს თქუმული კურთხევათა მათთჳს იაკობისთა, ვითარ–იგი ათორმეტნი ნახპეტნი აკურთხა; ცალკეულ თხზულებათა პუბლიკაციებიგრიგოლ ნოსელი "კაცისა შესაქმისათჳს" ილ. აბულაძე, უძველესი რედაქციები ბასილი კესარიელის "ექუსთა დღეთაჲსა" და გრიგოლი ნოსელის "კაცისა აგებულებისათჳს", თბ., 1964. ამ თხზულების ერთი (ლ) თავი გამოაქვეყნა მ. ჯანაშვილმა სათაურით – "შატბერდის სამეცნიერო ქრესტომათიიდამ ამოღებული სამკურნალო ტრაქტატი": მ. ჯანაშვილი, აღვადგინე, მწერლობა IX-X საუკუნისა, გვ. 89–117. ეპიფანე კვიპრელის "თუალთაჲ" მ. ჯანაშვილმა გამოაქვეყნა თხზულების ნაწილი რუსული თარგმანითურთ: М. Джанашвили, Драгоценные камни, их названия и свойства. СМОМПК, вып. 24, Тифлис. 1898, с. 1–72. ქართული ტექსტი მთლიანად, ინგლისური თარგმანითურთ, გამოაქვეყნა რ. ბლეიკმა: Epiphanus De Gemmis. The old Georgian Version and the Fragments of Armenian Version by R. Blake and the Coptic-Sahidic Fragments by Henri De Vis. Studies and Documents edited by K. Lake and S. Lake, London, 1934. ბასილი დიდის “მჴეცთათჳს სახისა სიტყუაჲ“ მარი, ნიკო, 'Физиолог', (Армяно-грузинский извод. Грузинский и армянский тексты изследовал, издал и перевел Н. Марр. Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии), книга VI, СПб., 1904. Jost Gippert, Caroline Macé, ed., 'The Multilingual Physiologus. Studies in the Oldest Greek Recension and its Translations.' Turnhout, Brepols Publishers n.v. (coll. « Instrumenta Patristica et Mediaevalia », 84), 2021, XXIV plates, 661 p. ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 29 შატბერდის კრებული X საუკუნისა. გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა. გამომცემლობა «მეცნიერება». თბილისი, 1979. |