მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

"კლარჯული მრავალთავი"

 

თხზულება ოცდამეორე

 

1.     23. ზატიკთა ბ-სა ხუთშაბათსა საკითხავი, თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ეფრემისი ელიაჲსთჳს წინაწარმეტყუელისა და მიქაელ მთავარანგელოზისა
    2.     განდიდნა შიში ღმრთისაჲ და ნეტარ არს, რომელმან მოიპოვოს იგი და დაიმარხნეს მცნებანი მისნი, რამეთუ არა ხოლო თუ ამას სოფელსა ადიდოს იგი და პატიოსან ყოს,
    3.     არამედ ცათა შინა აღამაღლოს და მისცეს მას ჴელმწიფებაჲ, ზეცისა ანგელოზთა თანა და წმიდათა და რჩეულთა მისთა თანა დაამკჳდროს,
    4.     დაღათუ იყვნენ იგინი შეურაცხ ქუეყანასა ზედა, ხოლო საქმენი მათნი დიდ იყვნედ ცათა შინა და რომელთა არარაჲ მოიგონ ქუეყანასა ზედა, სუფევდენ იგინი ცათა შინა უკუნისამდე.
    5.     გულისხმა-ყავთ გონებითა თქუენითა, ძმანო ჩემნო, და მიჰხედეთ ელია წინაწარმეტყუელსა, ვითარ-იგი განკრძალულ იყო ჴორცთა შინა და ძალითა სულისა მისისაჲთა შეიმუსრნეს დიდებულნი და დაემჴუნეს ზუავნი და ამპარტავანნი.
    6.     მიჰხედა მას ეშმაკმან და შეძრწუნდა.
    7.     მოიმტკიცა ელია მკლავნი თჳსნი, ვითარცა მბრძულმან ახოვანმან, და განემზადა ვითარცა ჭურვილი, რომელი განვალნ წყობად მტერისა.
    8.     მიჰსცა თავი თჳსი, ვითარცა მონამან და უფალმან მისმან ყო იგი მფლობელ სახლსა თჳსსა ზედა, დაუტევნა მშობელნი და მოყუასნი თჳსნი და იქმნა იგი მეგობარ ანგელოზთა.
    9.     ილოცა ვედრებითა და აღიწია ჴმაჲ ვედრებისა მისისაჲ ცათა შინა, ვიდრემდის მიიწია წინაშე ღმრთისა, გამოვიდა სული სიწმიდისა მისისაჲ, ვითარცა სულნელებაჲ საკუმეველისაჲ
    10.     და მიეფინა იგი ყოველსა სოფელსა და განიხარჱს მისთჳს ანგელოზთა ზეცისათა და შეიწყნარა უფალმან ვედრებაჲ მისი და აღუსრულა ნებაჲ მისი, და უკუეთუ ჩუენცა მივემსგავსნეთ მას და მოვიპოვოთ სათნოებაჲ მისი,
    11.     ეგრჱთვე შეიწიროს ლოცვაჲ და მარხვა ჩუენი უფალმან და მოავლინოს წყალობაჲ მისი და კურთხევაჲ მისი ჩუენ ზედა და მშჳდობაჲ ყოველთა დაბადებულთა ზედა.
    12.     აწ უკუე კმა არს მონისაჲ მის ესევითარი სახიერებაჲ უფლისა მისისა მიმართ, რამეთუ რომელმან მოიძულოს სოფელი ესე წარმავალი და შეიყუაროს უფალი თჳსი ყოვლითა გულითა, იქმნეს იგი მეგობარ ანგელოზთა და მოყუარჱ რჩეულთა მისთა.
    13.     ხოლო მონაჲ იგი ღმრთისაჲ ელია აღივსო სულითა წმიდითა და განმტკიცნა სარწმუნოებითა და შეჰშურდა მას შური უფლისაჲ და აღიძრა გულისწყრომითა და თქუა თავსა შინა თჳსსა:
    14.     ჵ საქმჱ ბოროტი, რამეთუ კერპნი თაყუანის-იცემებიან კაცთაგან და უფალი ღმერთი ჩუენი არა იცნობების დამბადებელად და არცა იმსახურების ჯერისაებრ.
    15.     უმჯობეს არს ჩემდა, რაჲთა მოვკუდე და არღარარა ვცხომდჱ ქუეყანასა ზედა ესევითარითა ცხოვრებითა, ესევითართა შორის კაცთა ამაოთა.
    16.     და სულმოკლჱ იქმნა წინაწარმეტყუელი ელია და თქუა თავსა შინა თჳსსა: რაჲ-მე ვყო აქაბის მეფისათჳს, ანუ ერისა მის ისრაჱლისა, რამეთუ უფალი ღმერთი ჩემი დაუტევეს და მიიქცეს კერპთა მიმართ უსულოთა?
    17.     და აწ არარაჲ სხუაჲ ჯერ-არს ჩემდა, გარნა რაჲთა ფიცით დავამტკიცო გუემაჲ მათი უფლისა მიერ და გამოვიდეს პირისა ჩემისაგან სიტყუაჲ, ვითარცა ცეცხლი შემწუველი და შეჭამნეს იგინი.
    18.     და აღვაღო პირი ჩემი ლოცვად და ვედრებად უფლისა მიმართ, ვითარცა მოსჱ წინაწარმეტყუელმან და დავანთქნე ქუესკნელთა ქუეყანისათა, ვითარცა-იგი დაითქნეს დათან და აბირონ, რაჲთა ცნან მართალთა, ვინ-იგი შური იძია მათგან.
    19.     და სხუაჲცა გულისსიტყუაჲ აღსძრავს გულსა ჩემსა და მეტყჳს: რაჲთა შიმშილითა და წყურვილითა განვკაფნე იგინი და დავაყენო მათგან ცუარი ცისაჲ და წჳმაჲ და განვაჴმო პირი ქუეყანისაჲ,
    20.     რაჲთა ცნას სახლმან აქაბისმან, ვითარმედ ღმერთმან განაძლიერნის მოყუარენი მისნი უფროჲს მეფეთა უშჯულოთა, და ყოველი, რომელი ითხოვონ ქუეყანასა ზედა, მისცემს მათ ცათა შინა.
    21.     ესე სიტყუანი თქუნა ელია წინაწარმეტყუელმან თავსა შინა თჳსსა და შეძრწუნდა შურითა უფლისაჲთა და განმწარდა გული მისი, რომელი აქუნდა გულსა მისსა და ფუცა სახელსა უფლისასა
    22.     და თქუა: ცხოველ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელსა ვჰმსახურებ და მრწამს და რომლისა წინაშე წარვდგები ყოველსა ჟამსა, რამეთუ არა იყო ცუარი, გინა წჳმაჲ ქუეყანასა ზედა უკეთურებისათჳს სახლისა აქაბ მეფისა,
    23.     რამეთუ დაუტევეს ღმერთი და ჰმსახურებენ კერპთა და უვარ-უყოფიეს შემოქმედი მათი და თაყუანის-სცემენ ბაალსა, კერპსა მას საძაგელსა და ბილწსა.
    24.     და აწ მე ვაცნობო ჴელმწიფებაჲ და ძალი უფლისა ღმრთისა ჩემისაჲ სიყმილითა, რაჲთა არღარა ცხონდენ იგინი და დავაყენო ცუარი და წჳმაჲ,
    25.     რაჲთა არღარა ჭამონ ნაყოფთა მისთაგანი არარაჲ, და განვაჴმნე შესადინელნი ზღუათანი ნაყოფითურთ, რაჲთა არღარა იზარდებოდიან მას ზედა ქცევითა და ვაჭრობითა, ვითარ შეურაცხ-ყვეს უფალი ღმერთი მათი და ჰმსახურებენ კერპთა ამაოებასა.
    26.     და აწ დამიჴშავს ბჭჱ ესე და ვინ არს, რომელმან განაღოს იგი თჳნიერ ჩემსა, რაჲთა გულისხმა-ყონ მეფეთა ქუეყანისათა, ვითარმედ უფალი ღმერთი ელიაჲსი უფალ არს დიდებისაჲ, რომელი აცხოვნებს და მოაკუდინებს,
    27.     და რაჲთა მოაქციონ მათ უფლისა ღმრთისა მათისა და იცნან იგი და თავყანის-სცენ და ჰრწმენეს სახელი ღმრთეებისა მისისაჲ, რომლითა მიემთხჳნენ წყალობასა მისსა და დაიმკჳდრონ სასუფეველი მისი.
    28.     და ღაღად-ყო მონამან ღმრთისამან ელია და შეკრნა ცანი გულისწყრომითა დიდითა.
    29.     ხოლო ქუეყანაჲ შეძრწუნდა და აღივსო მწუხარებითა დიდითა და თქუა: ვაჲ ჩემდა, რაჲ ესე შემთხჳა მე და მკჳდრთა ჩემთა!
    30.     ვაჲ ჩემდა, კაცისა ამისგან ფიცხლისა, ვინ ევედროს ამას და დააცხროს გულისწყრომაჲ მისი და სიფიცხლჱ მისი მოდრიკოს?
    31.     მრავალგზის მასმიეს რისხვაჲ უფლისა ღმრთისა ჩემისაჲ, რაჟამს მომხედის მე გულისწყრომით და არა შევძრწუნდი მისგან ესრჱთ, ვითარ-ესე აწ შეშინებულ ვარ ამისგან კაცისა.
    32.     რამეთუ უწყი, ვითარმედ უფალი ღმერთი ჩემი მოწყალჱ არს, დაღათუ განამრავლის რისხვაჲ მისი, არამედ უფროჲსად განმრავლდის წყალობაჲ მისი ჩემ ზედა, და რაჟამს იგი განრისხნა ადამის ზედა, მივეცი მის გამო მე წყევასა...
    33.     და განირყუნა ყოველი სოფელი და წარწყმდეს ყოველნი მკჳდრნი მისნი, შემცირდა სიპოხჱ და არღარა იპოვა ზეთი.
    34.     მოაკლდეს და განქარდეს საწნეხელნი და არღარა ისმოდა ჴმაჲ მწნეხელთაჲ საწნახელთა შინა და განჴმა ვენაჴი და დასცჳვა ნაყოფი თჳსი, მოაკლდა და განქარდა ყოველი საშუებელი კაცთაჲ.
    35.     წარწყმდა ზეთი და დაივსო სანთელი, მოწყდეს მთავარნი შიმშილი და განქარდა ჴელმწიფებაჲ მათი და დიდებაჲ უფლებისა მათისაჲ, განიბნია სიმდიდრჱ მდიდართაჲ
    36.     და განჰმარტნეს ჴელნი მათნი თხოვად, ქველისსაქმისა მოღებად, მოწყდეს ყრმანი მათნი, მოისრნეს ჭაპუკნი განსაცდელისა მისგან და დაშთომილთაჲ მათ შეიცვალა ხატი შეუნიერებისა მათისაჲ სიყმილითა.
    37.     დასცხრა ქორწილი და არღარა ისმოდა ჴმაჲ სიძისაჲ, არცაღა განცხრომაჲ მექორწილეთაჲ და არცა ღიმილი სიძისაჲ სასძლოსა შინა.
    38.     განქარდა მეგობართა სიყუარული და მეცნიერთა სიხარული და შეიცვალა ქალწულთა შეუნიერებაჲ და ჭაბუკთა სიკეთჱ და გარდაიქცა განცხრომაჲ მათი გლოვად და შუენებაჲ მათი მწუხარებად.
    39.     განჴმა სძჱ მშობელთაგან და მოწყდეს ჩჩჳლნი უსძჱობითა.
    40.     მოისრნეს მფრინველნი შიმშილითა და მოწყდეს მჴეცნი და პირუტყუნი უსაჭმლობითა.
    41.     და განიხრწნა ყოველი ქუეყანაჲ სიტყჳთა ელია წინაწარმეტყუელისაჲთა და აღუსრულა უფალმან ნებაჲ მისი და უზეშთაჱს ყო იგი ყოველთა დაბადებულთა მისთა, მან მხოლომან უფალმან, რამეთუ იგი არს მომტევებელი ცოდვათა ჩუენთაჲ და ადიდნის მადიდებელნი მისნი.
    42.     და მას ყოველსა თანა ჭირსა და განსაცდელსა, რომელი შეემთხჳა ქუეყანასა და მკჳდრთა მისთა, არავე დასცხრა გულისწყრომაჲ იგი ელიაჲსი და არცა განქარდა რისხვაჲ მისი დაბადებულთაგან.
    43.     და კუალად ქუეყანამან იწყო ვედრებად ელია წინაწარმეტყუელისა და ჰრქუა: გევედრები და ვითხოვ შენგან, ვითარცა დედაჲ, რომელი ევედრებინ შვილსა თჳსსა, შემიწყალე მე და შეიწყალჱ მკჳდრნი ჩემნი და ნუ წარსწყმედ მართალთა ცოდვილთა მიზეზითა.
    44.     და ვითარ ისმინა მისი ელია, კუალად ჰრქუა მას ქუეყანამან: ჵ მიწისაგან დაბადებულო, რად ეძულობ შვილთა მიწისათა და პირი იგი, რომელ იზარდების ჩემგან, რაჲსათჳს აღებ ლოცვად ვნებად ჩემდა?
    45.     ჵ უცხოებით მკჳდრო ჩემო, რად მოიძულენ მკჳდრნი ჩემნი?
    46.     ჵ მონაო უფლისმოყუარეო, რომელმან დაიმარხენ მცნებანი მისნი, რად შეურაცხ-ჰყვენ ნივთნი ბუნებისა შენისანი და მოიძაგენ მსგავსნი აგებულობისა შენისანი, რომელნი მყოფ არიან ქუეყანასა ზედა?
    47.     აჰა ესერა, რომელნი მკჳდრნი ჩემნი გევედრებიან შენ და ღაღადებენ ღმრთისა მიმართ და არა ისმენ მათსა.
    48.     არამედ აწ ისმინჱ მშობელისა შენისაჲ, რომლისაგან დაებადე, და განჴსნენ ღრუბელნი შობად წჳმისა.
    49.     და სრულიად აჰფხური ნაყოფთა ჩემთა, ანუ ვითარ სათნო-გიჩნს საქმჱ ესე?
    50.     რამეთუ ჩემგან მიიღებ საზრდელსა და მე დამაყენე საზრდელისა ჩემისაგან, ჰსუამ შენ წყალსა და მე განმაჴმე წყურილითა.
    51.     და აწ უკუეთუ ჯერ-არს, წინაწარმეტყუელო უფლისაო განჰჴსენ კრულებაჲ ესე, რომელ განაჩინე, რამეთუ ვერვინ შემძლებელ არს მისსა განჴსნად თჳნიერ შენსა.
    52.     და უკუეთუ შენ არა მიითუალო ვედრებაჲ ჩემი და არცა მიითუალო ლოცვაჲ ჩემი, ღაღად-ვყო უფლისა მიმართ შესმენად შენდა, წინაწარმეტყუელო უფლისაო.
    53.     მიუგო ელია წინაწარმეტყუელმან და ჰრქუა ქუეყანასა: გარქუ შენ, მრავალგზის, ვითარმედ ვფუცჱ მე სახელსა უფლისა ღმრთისა ჩემისასა და არა შევინანო, არცა განვაცრუვო პირი ჩემი ...ლისთჳს ურჩულოჲსა.
    54.     რამეთუ შენ ხარ ღმერთი მართალთაჲ და შეიწყნარებ მონანულთა სინანულსა და ცოდვილთა მოქცევასა და დიდებულ არს სახელი შენი უკუნისამდე.
    55.     მიუგო უფალმან ქუეყანასა და ჰრქუა: ვითარმცა სათნო-მიჩნდა უმშჯავროდ გუემაჲ შენი და უსამართლოდ ტანჯვაჲ შენი?
    56.     და უკუეთუ თავს-იდევ წყევაჲ ცოდვილთათჳს, არამედ განმზადებულ ვარ მე მოვლინებად სიყუარულისა ძისა ჩემისა,
    57.     რაჲთა ვიდოდის შენ ზედა და მიუტევნეს ცოდვილთა შეცოდებანი მათნი და დაჰჴსნას შუვაკედელი ზღუდისაჲ მის და განხეთქუს საკრველი კრულებისაჲ მის და იყო შენ კურთხეულ მის მიერ.
    58.     ხოლო ელია წინაწარმეტყუელსა არა წინა-აღუდგები და არცა დავჰჴსნი განჩინებულსა მისსა, არამედ სათნო-მიჩნს ნებისა მისისა აღსრულებაჲ, რამეთუ მოვავლინე იგი, რაჲთა გამოარჩიოს იფქლი ღუარძლისაგან და განაქარვოს თესლი მისი ქუეყანით.
    59.     რამეთუ ფრიად განამრავლჱს იგი და შეჰრიეს იგი ნაყოფთა თანა კეთილთა და საშუებელთა ჩემთა მიიღებენ და ჰყოფენ მათ შესაწირავად კერპთა მათთა.
    60.     ვითარ იხილა ესე მონამან ჩემმან ილია, აღიძრა იგი შურითა ჩემთჳს და განდიდნა რისხვაჲ გულისწყრომისა მისისაჲ, რამეთუ ვაყავ იგი სანთელ აღნთებულ, რაჲთა ჰნათობდეს ყოველთა, რომელნი არიან სახლსა შინა ჩემსა.
    61.     ხოლო მონამან ჩემმან ელია ვითარ იხილა, რამეთუ შეიყუარეს ბნელი უფროჲს ნათლისა, განაშორა თავი თჳსი სახლსა მამისა თჳსისასა და დაუტევნა იგი ბნელსა შინა, შეკრნა ცანი და დააყენა ცუარი და წჳმაჲ და შეაძრწუნა პირი ქუეყანისაჲ,
    62.     რამეთუ მოვავლინე იგი წინაწარმეტყუელად და მღდლად, რაჲთა ასწაოს კაცთა რჩული ჩემი და განამტკიცნეს იგინი დამარხვად მცნებათა ჩემთა.
    63.     და იხილა მან ურჩებაჲ იგი მათი და უკეთურებაჲ, განძჳნდა რისხვაჲ გულისწყრომისა მისისაჲ, და მიაგოს მათ ღირსი საქმეთა მათთაჲ.
    64.     ხოლო მე არა ურჩ-ვექმნები მონასა ჩემსა, რომელმან დაიცვნა მცნებანი ჩემნი და ვაცადო იგი, ვიდრემდის თჳთ დასცხრეს რისხვაჲ გულისწყრომისა მისისაჲ, და შემდგომად მისა მოუწოდო მყუდროდ და განჰჴსნეს განჩინებაჲ იგი კრულებისაჲ.
    65.     და მაშინ შევიწყალნჱ დაბადებულნი, და მით გულისხმა-ყონ ყოველთა მართალთა, ვითარმედ სათნო-მიჩს აღსრულებად ნებისა მათისაჲ, და აღვამაღლო საჴსენებელი მათი ყოველსა სოფელსა და განუმზადო მათ სამკჳდრებელი სასუფეველსა ცათასა.
    66.     და შემდგომად სიტყუათა ამათ, რომელ ჰრქუა ღმერთმან ქუეყანასა, აღიძრა სიტყჳსგებაჲ და ორგულებაჲ შორის ანგელოზთა და იტყოდეს: რაჲ არს საქმჱ ესე კაცისაჲ ამის, რამეთუ სიტყჳთა ერთითა, რომელი გამოჴდა პირისა მისისაგან, წარწყმიდნა ყოველნი დაბადებულნი ღმრთისანი.
    67.     მოედით უკუე აწ და მივიდეთ, თაყუანის-ვსცეთ ღმერთსა და ვჰკითხოთ მას და ვთქუათ: უფალო, განაგე ქუეყანაჲ, რომელი მიახლებულ არს წარწყმედასა და ულხინე მკჳდრთა მისთა და შეიწყალენ დაბადებულნი მისნი!
    68.     და აღვიდეს ყოველნი ანგელოზნი და მთავარანგელოზნი, თაყუანის-სცეს უფალსა და ევედრებოდეს, რაჲთა შეიწყალნეს დაბადებულნი თჳსნი.
    69.     და წარდგა მიქაელ მთავარანგელოზი წინაშე უფლისა ვედრებით.
    70.     ესრე იტყოდა: გევედრები შენ, უფალო, და თაყუანის-ვცემ ღმრთეებასა შენსა, მაუწყე ჩუენ, თუ ნანდჳლ მოახლებულ არს აღსასრ… და მართალთა.
    71.     ვითარ-მე შევაწუხო იგი აწ და განვარისხო, რომელმან მოიძულნა საშუებელნი და მშობელნი თჳსნი და ნათესავნი და ყოველი ერი თჳსი სიყუარულისათჳს ჩემისა და არარად შეჰრაცხა სოფლისა სიხარული საშუებლითურთ, და ამის გამო უგლომელ არს იგი ქუეყანისა უჴრებასა.
    72.     და მე მარტოჲ შემიყუარა მჴსნელად თჳსა და სათნოებისა ჩემისათჳს მოიძულა ყოველი სოფელი სავსჱბითურთ მისით, და ვითარ-იგი მან ყო სათნოებაჲ ჩემი, მეცა აღვასრულო ნებაჲ მისი და არა დავჰჴსნი განჩინებასა მისსა.
    73.     რამეთუ კაცი ერთი მართალი მირჩევიეს უფროჲს ყოველთა კაცთა და შევიწყნარებ მას და მიყუარს იგი ჴორცთა მისთა სიწმიდისათჳს და მთნავს იგი უფროჲს ძეთა ისრაჱლისათა, რომელთა შეაგინეს ყოველი ქუეყანაჲ კერპებითა მათითა და შეაბილწნეს ჴორცნი მათნი არაწმიდებითა მათითა.
    74.     მაშინ მთავარანგელოზმან ღრუბელი იგი გარდამოიყვანა წინაშე უფლისაჲთ და მოიღო ბრძანებაჲ, რაჲთა გარდამოიყვანოს ღრუბელი თჳნიერ ცუარისა და წჳმისა და პოვა ელია მჯდომარჱ მთასა ზედა ქორათისასა.
    75.     და აღიხილნა თუალნი თჳსნი ელია და იხილა ღრუბელი მომავალი და დაუკჳრდა და წამ-უყვნა მას მკსინვარედრე.
    76.     და ღრუბელთა მათ ვითარ იხილჱს ელია, დაეყენნეს სლვად შიშისა მისგან.
    77.     და ელია უფროჲსად შეიჭუნა წარბნი თჳსნი და განრისხნა ვითარცა მბრძული.
    78.     ხოლო ღრუბელნი იგი კუალად-იქცეს და დადგეს წინაშე ანგელოზისა მის, და ჰრქუა მათ მთავარანგელოზმან მან: რაჲსათჳს დაეყენენით სლვისაგან?
    79.     წარემართენით და ვიდოდეთ!
    80.     ხოლო მათ ჰრქუეს მას: გევედრებით შენ, მოგუეახლჱ ჩუენ და გაუწყოთ, რაჲსათჳს დავეყენენით ჩუენ სლვისაგან.
    81.     და ვითარ მიეახლა მათ, ჰრქუეს მას: აჰა ესერა, არს კაცი იგი, რომლისაჲ გაუწყოთ შენ, რამეთუ აღდგა იგი და წამ-მიყვნა ჩუენ მკსინვარედ და ვერ შემძლჱბელ ვართ ჩუენ სლვად შიშისა მისისაგან.
    82.     მაშინ მიეახლა მთავარანგელოზი იგი ელია წინაწარმეტყუელსა და ჰრქუა მას: მომიღებიეს ბრძანებაჲ უფლისა მიერ პირველ გარდამოსლვისა ჩემისა შენდა და აწ გევედრები შენ,
    83.     რაჲთა განჰჴსნე კრულებაჲ ესე, რომელი განაჩინჱ, და უბრძანე ღრუბელთა, რაჲთა გარდამოიღონ წჳმაჲ ქუეყანასა ზედა.
    84.     მიუგო მას ელია წინაწარმეტყუელმან და ჰრქუა: რამეთუ გამოვიდა პირისა ჩემისაგან სიტყუაჲ და არღარა კუალად-ვაქციო იგი, რამეთუ ვფუცჱ სახელსა უფლისასა და არა შევინანო, რაჲთა არა მტყუვრად გამოვჩნდე,
    85.     რამეთუ არა გარდამოჴდეს ცუარი გინა წჳმაჲ ქუეყანასა ზედა, ვიდრემდის აღვასრულო ნებაჲ ჩემი და შური ვიძიო ღმრთისათჳს.
    86.     ჰრქუა მას მთავარანგელოზმან: უკუეთუ შენ წმიდაჲ ხარ და იქადი სიწმიდითა შენითა, ხოლო მე არა მეშინის შენგან.
    87.     არამედ მაუწყე მე, რაჲსათჳს დააყენენ ღრუბელნი წჳმისაგან და განაქარვე ჴელმწიფებაჲ ჩემი?
    88.     მითხარ მე, ჵ მიწაო და მიწისაგანო, ვინ გასწავა შენ ესევითარი ფიცი, რაჲთამცა ჰფუცჱ ცხოველებასა უფლისასა, ანუ ვინ მიგიძღუა შენ ესევითარსა საქმესა, ანუ არა უწყია, რამეთუ მიწაჲ ხარ შენ ქუეყანასა ზედა?
    89.     და გნებავს, რაჲთა ჰსცვალო ბრძანებაჲ ღმრთისაჲ და ეძიებ ყოველთა კაცთა წარწყმედასა, რაჲთა შენ ხოლო მარტოჲ დაშთე ქუეყანასა ზედა.
    90.     ჩუენ ანგელოზნი ცისანი, დაგუბადნა ღმერთმან ცეცხლისაგან და ქარისა და ერთიცა ჩუენგანი ვერ შემძლებელ არს, ვითარცა ფუცა მაცხოვარებასა უფლისასა.
    91.     და შენ, რომელი მიწისაგან დაებადჱ, კადნიერ იქმენ ფუცვად ცხოველებასა ღმრთისასა, რაჲთა დაამტკიცო ნებაჲ შენი.
    92.     უწყოდჱ, რამეთუ მრავალნი კაცნი არიან ქუეყანასა ზედა, რომელნი უფროჲს არიან შენსა წინაშე უფლისა და არავინ მათგანმან იკადრა ფუცვად ცხოველებასა უფლისასა.
    93.     და მას ყოველსა თანა, რომელ ჰყავ და განჰყუენ შუენიერებაჲ ქუეყანისაჲ და განაქარვჱ ჴელმწიფებაჲ ზეცისაჲ და არავე დასცხრა გულისწყრომაჲ შენი დაბადებულთაგან, არამედ არცაღა უფლისა შენისასა ვჰგონებ, ვითარმცა ინება განრყუნაჲ ქუეყნისაჲ დაჯერებისა შენისათჳს.
    94.     და უფალი ჩემი და შენი იგი მხოლოჲ ერთ არს, შეიწყალნის მართალნი და ცოდვილთაჲ ჰნებავს ცხოვრებაჲ, და არავისი დაბადებულთაგანისაჲ სათნო-უჩს წარწყმედაჲ, არამედ იხარებს იგი მოქცევასა მათ ზედა სინანულსა და ამით ევედრების ღმრთეებაჲ მისი.
    95.     და კუალად ჰრქუა მთავარანგელოზმან ელიას: ფრიად განვაგრძვენ სიტყუანი ჩემნი შენდა მიმართ, და არა მომიგებ, არცა მეტყჳ რას, რომელმან შეაწუხჱ და წარწყმიდჱ ქუეყანაჲ და მკჳდრნი მისნი სახლისათჳს აქაბისისა და ერისა მისისათჳს.
    96.     და უკუეთუ აქაბ ცოდა, რაჲ თანა-აც ხეთა ნერგთა, რომელთაჲ ფურცელი დაცუვნებულ არს და ნაყოფი დამჭნარ არს?
    97.     და წინაწარმეტყუელებაჲ პირველთაჲ მათ დაჴსნილ არს და განქარვებულ, რომელნი იტყოდეს სიხარულსა კაცთასა ქუეყანისა ნაყოფთაგან.
    98.     და უკუეთუ შენ თავი შენი განგიწირავს და ეძულობ მას, შეიწყალენ ჩჩჳლნი, მოხუცებულნი, გლახანი და უძლურნი.
    99.     ხოლო ვითარ ელია არა მიჰხედნა მთავარანგელოზსა მას, ღრუბელთა განმგებელსა, და არცა მი-რაჲ-უგო მას და არცა შე-რაჲ-უჴდა გულისსიტყუაჲ მათგანი ყოვლად ჰრქუა მთავარანგელოზმან მან: უწყოდჱ,
    100.     რამეთუ მე და შენ წარდგომად ვართ წინაშე უფლისა და მან მხოლომან ისმინნეს სიტყუანი ჩემნი და შენნი, ვინაჲთგან არა ისმინე შენ ვედრებაჲ ჩემი და აჰა ესერა, აღვალ მე წინაშე ღმრთისა და ვყო შესმენაჲ შენი და ვაუწყო,
    101.     რამეთუ განაქარვე ბრძანებაჲ მისი და დაამტკიცე ნებაჲ შენი, რამეთუ მას მხოლოსა დაედვა ბრძანებაჲ ქუეყანასა ზედა, რაჲთა არა განქარდეს ზამთარი და ზაფხული და არცა მოაკლდეს თესლი და მკაჲ და აღმოცენებაჲ ნაყოფთაჲ და ყუავილი მდელოთაჲ.
    102.     და აჰა ესერა რა, ყოველი წარწყმიდა სიტყუამან შენმან და იპოე შენ წინააღმდგომ ბრძანებასა უფლისასა აღსრულებითა ნებისა შენისაჲთა, და ესე ყოველი ვაუწყო უფალსა,
    103.     არამედ კუალადცა გევედრები, ისმინე ჩემი და განჰჴსენ კრულებაჲ ესე, რომელი განაჩინე და ყავ გარდამოსლვაჲ წჳმისაჲ ბრძანებითა უფლისაჲთა ქუეყანასა ზედა.
    104.     იხარებს უფალი და ჰნებავს, რაჲთა გარდამოავლინოს წყალობაჲ მისი დაბადებულთა თჳსთა ზედა, რამეთუ მოწყალჱ არს და შემწყნარებელ.
    105.     მაშინ მიუგო ელია ანგელოზსა მას და ჰრქუა: რამეთუ განაგრძენ სიტყუანი შენნი ჩემდა მომართ და მე ვდომი და ვისმენ, აწ ისმინე ჩემი, რამეთუ მნებავს სიტყჳსგებაჲ შენი სიტყუათაებრ,
    106.     უკუეთუ შენ ანგელოზი ხარ ზეცისაჲ ანგელოზთაგანი, განჰმარტენ ფრთენი შენნი და აღჰფრიდი ზეცად და შეერთე მოყუასთა შენთა, და უკუეთუ გაქუს ჴელმწიფებაჲ ღრუბელთა ზედა.
    107.     ხოლო მე თქუმისა შენისაგან არა მეშინის, რამეთუ არა გაქუს ჴელმწიფებაჲ ჩემ ზედა, უკუეთუ უჯერო-გიჩნს განჩინებაჲ ჩემი, ხოლო შენ არავე სათნოჲ განიზრახჱ, ვინაჲთგან არა განჰრიხენ უფლისა ღმრთისა შენისათჳს, ვითარ-ესე მე მდუღარე ვარ და მუშურნე უფლისა.
    108.     და უკუეთუ ზეცისა ძალთაგანი ხარ ბრძულად ჩემდა და ყუედრებად, დაღათუ შენ ცეცხლისაგან დაებადჱ, ხოლო სიტყუაჲ პირისა ჩემისაჲ ცეცხლებრ შემწუველ არს და ცხოველ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომლისა წინაშე წარვდგები და ვჰმსახურებ და ბრძანებათა მისთა აღვასრულებ.
    109.     უკუეთუმცა არა შიშისა მისისათჳს ვჰრიდებდი და რაჲთა არა ურჩ-ვექმნე ბრძანებასა მისსა, ვთქუმცა სიტყუაჲ ერთი და დამცა-ვაქციე ქუეყანაჲ უსამართლოებისათჳს, მკჳდრთა მისთაჲსა და უშჯულოებისა.
    110.     შენ სამე უმეცარ ხარ, რამეთუ ზეცას არს საყოფელი შენი და არა უწყი, რაჲ იქმნების ქუეყანასა ზედა, რომელსა შინა სახლი აქაბისი განფრდილ არს და ერი მისი გარდასრულ არს რჩულსა ღმრთისასა და დღითი-დღედ იქმნებიან უშჯულოებანი მრავალსახენი და სიბილწენი.
    111.     და უკუეთუმცა მეცნიერ იყავნ შენ საქმეთა მათთა, არა სამემცა სდეგ აქა და მევედრებოდჱ მათთჳს, რომელსა იგინი არა ღირს არიან.
    112.     მიუგო მას ანგელოზმან მან და ჰრქუა: რაჲსა აქაბისა სახლისათჳს წარსწყმედ ურიცხუთა მართალთა და ბევრეულთა ჩჩჳლთა უმანკოთა?
    113.     არასადა მასმიეს, ვითარმცა ვინ ყო კაცთაგანმან, რაჲ-ესე ჰყავ შენ.
    114.     მითხარღა მე, ჵ კაცო, ვისსა სწორად შეგირაცხიეს თავი შენი?
    115.     უკუეთუ ზეცისაჲ ხარ, რაჲსა განაქარვე განგებაჲ ქუეყანისაჲ და უკუეთუ ქუეყანისაჲ ხარ, რაჲსა შეჰკრენ ცანი და დაჰჴსენ ჴელმწიფებაჲ ჩუენი?
    116.     მიუგო მას ელია წინაწარმეტყუელმან და ჰრქუა: რომელსა ეშინის ღმრთისა, უზეშთაეს არს იგი ზეცისათა და ქუეყანისათა, რამეთუ დაებადა იგი ქუეყანისაგან და ზეცისა ნივთთაგან.
    117.     ქუეყანით მიწაჲ მიიღო, ხოლო ზეცით შთაჰბერა ღმერთმან სული სული-ცხოველი და მეტყუელი და მისთჳს მოაქუს ჴელმწიფებაჲ გუემად ქუეყანისა, რამეთუ ქუეყანისაგან დავებადჱ და შეკრვაჲ ცათაჲ მოვიღე და შეუძლჱ სულითა ღმრთისაჲთა, რომელი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა.
    118.     და აწ ნუ იქადი ჩემ ზედა, რამეთუ კაცი ვარ და შენ ანგელოზი.
    119.     დაღაცათუ კაცი ვარ, არამედ შენსა უფროჲს ვარ, რამეთუ შენ დაგბადა ღმერთმან ზრახვითა სულისა მისისაჲთა, ხოლო მე მარჯუენითა თჳსითა დამბადა და შემდგომად დაბადებისა ჩემისა შთამბერა პირსა ჩემსა სული ცხოველი.
    120.     და უწყოდჱ, რამეთუ უფროჲს ვარ შენსა და ჴელმწიფებაჲ ჩემი უფროჲს არს შენსა ჴელმწიფებასა, რამეთუ შენ ღრუბელთა ოდენ ზედა გაქუს ჴელმწიფებაჲ განგებისაჲ, ხოლო მე მყო ღმერთმან მღდელ ქუეყანასა ზედა და მომცა ჴელმწიფებაჲ ცათა შინა.
    121.     შენ მონაჲ ხარ უფლისაჲ და მეცა მონაჲ ვარ უფლისაჲ, და აწ უკუე მიიღჱ სიტყუაჲ ჩემი და აღვედ წინაშე უფლისა და უთხრენ სიტყუანნი ჩემნი და შენნი, რაჲთა სცნა, ვისი სიტყუაჲ სათნო-უჩნდეს – შენი-ძია ანუ ჩემი?
    122.     და უწყი, რამეთუ ღმერთი არს ჭეშმარიტებისაჲ და არავის თუალ-ახუამს, არამედ სიმართლით განაგებს, ჰგუემს და შეიწყნარებს და მართალთა სასუფეველსა ცათასა მიანიჭებს.
    123.     და აღვიდა ანგელოზი იგი და დადგა წინაშე უფლისა და თავყანის-სცა და ჰრქუა: გევედრები შენ, უფალო, რამეთუ კაცი ესე დადგრომილ არს სიფიცხლესავე თჳსსა ზედა და არა შეიწყნარა ვედრებაჲ ჩემი.
    124.     რაოდენ მე ნელითა სიტყჳთა ვეტყოდე, იგი უფროჲს განრისხნებოდა და განუმტკიცებიეს პირი მისი ქუეყანასა ზედა და ჰნებავს წარწყმედაჲ მისი და ყოველთა მკჳდრთა მისთაჲ და რომელნი მოწყალჱბით დაჰბადენ ექუსთა მათ დღეთა შინა, ამან მისცნა ყოველნი იგი ოჴრებით წარწყმედასა.
    125.     მაუწყე, უფალო, რაჲ არს საქჱ კაცისა ამის, რომლისა მიგიცემიეს ესევითარი ჴელმწიფებაჲ, და განგებაჲ ჩუენი განაქარვა?
    126.     და უკუეთუ შენ, უფალო, გიყუარს კაცი ესე უფროჲს ზეცისა დასეულთა, აღმოიყვანე იგი ზეცად და განერეს ქუეყანაჲ ყოველი პირისა მისისაგან.
    127.     მიუგო უფალმან მთავარანგელოზსა მას და ჰრქუა: გაუწყო თქუენ საქმე კაცისაჲ მის, რამეთუ არს იგი მოთმინჱ და კეთილად მსახური და უბიწოჲ და ერთგულად მსახური უფლისა თჳსისაჲ და მსგავსად ერთგულებისა და მოთმინებისა მისისა არს ძალი მისი და ჴელმწიფებაჲ.
    128.     გამოვცადე იგი, ვითარცა შანთი ცეცხლითა, და ვპოვე იგი, ვითარცა ოქროჲ წმიდაჲ ბრძმედსა შინა.
    129.     ეშმაკმან ისარნი მისნი მოირთხნა და მეფენი მონად თავისა თჳსისა განიდგინნა, ხოლო მან ლოცვითა თჳსითა ეშმაკნი და მსახურნი მისნი დაამჴუნა, მეფენი და მთავარნი შემუსრნა,
    130.     და ამისთჳს დავადგინე იგი მნედ და ვარწმუნე მას საფასჱ ჩემი, ოქროჲ და ანთრაკი, ზურმუხტი და მარგალიტი მივეც ჴელთა მისთა და ვპოვჱ იგი, ვითარცა ვაჭარი კეთილი, და მომართუა მე აღნადგინები ტალანტთა მათ მრჩობელთა თანა ნაწილითა.
    131.     წარმავალნი იგი, მრავალფერად მორბედნი, ლოცვითა მისითა დააყოდნა და ამისთჳს ვყავ იგი სარკჱ და სახჱ წინაშე მონათა ჩემთა, რაჲთა ჰხედვიდენ მას და სათნოებითა მისთა მიჰბაძვიდენ.
    132.     და აქო უფალმან ელია წინაწარმეტყუელი.
    133.     კუალად ჰრქუა ანგელოზსა მას: აწ უკუე არა შევაწუხო მონაჲ ჩემი ელია, არამედ მოვიყვანო იგი მყუდროდ და განგებით, რაჲთა განჰჴსნას საკრველი იგი კრულებისაჲ, რომელი განაჩინა,
    134.     რამეთუ მონაჲ სარწმუნოჲ კლიტჱ არს ბჭეთაჲ და ოდეს დაჰჴშას, არა განვაღო მე თჳნიერ მისა, რაჲთა არა თქუას, ვითარმედ ვჰმძლავრჱ მას, არამედ განგებით მოვიყვანო იგი ვედრებად ჩემდა,
    135.     რამეთუ მეგულების დაყენებაჲ საჭმლისაჲ მის, რომელ მიუძღუანებ მას მფრინველთა მიერ, რაჲთა განჰჴსნას, რომელ-იგი შეკრა და გულისხმა-ყონ ყოველთა კაცთა, რამეთუ მივსცემ ჴელმწიფებასა მორწმუნეთა ჩემთა.
    136.     და ყოველთა, რომელთა ყონ ნებაჲ ჩემი და რომელი რაჲ შეკრან ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა და [რომელი რაჲ] განჴსნან ქუეყანასა ზედა, ჴსნილი იყოს იგი ცათა შინა.
    137.     და ვითარ დაადგრა ელია მასვე სიფიცხლჱსა ზედა, და არა ინება გარდამოსლვაჲ წჳმისაჲ, რაჲთა ცხომდენ დაბადებულნი, მაშინ უბრძანა ღმერთმან ყორანთა მათ, რაჲთა დაეყენენ მსახურებისა მისისაგან და საჭმელიცა იგი და-ვე-აცხრონ, რომელსა მიართუმიდეს მას.
    138.     და ვითარ იხილა ელია დაყოვნებაჲ იგი ყორანთაჲ მათ პირველსა მას დღესა და არა მოართუეს მას საჭმელი, თქუა გულსა თჳსსა: ნუუკუე არა პოვეს საჭმელი და ძებნასა მისსა დაყოვნდეს, და რაჟამს პოვონ, მომართუან იგი მე.
    139.     და ვითარ გარდაჴდა დღჱ იგი მეორჱ და მესამეჱ და არავე მიართუეს მას საჭმელი იგი, განიზრახვიდა და თქუა: ნუუკუე სხუამან მფრინველემან, უძლიერესმან მათსა მოუღო საჭმელი იგი მორთუმასა მას ჩემსა და მით დაეყოვნა?
    140.     და ვითარ იყო დღჱ მეოთხჱ.
    141.     ჰგებდაღა ელია და იხედვიდა მფრინველთა მათ და იტყოდა: რაჲ-მე რაჲ არს საქმჱ ესე, ანუ ვითარ უდებ-ყვეს მფრინველთა მათ?
    142.     ხოლო ვითარ მოიწია დღჱ იგი მეექუსჱ და ყორანნი იგი არავე მოვიდეს, მაშინ შეიპყრა იგი შიშმან და ძწულამან და შეიწრდა სული მისი და სულმოკლჱ იქმნა შიმშილითა და წყურილითა და გარდამოვიდა იგი ჴევად, რაჲთამცა სუა წყალი წყაროჲსა მისგან, რომლისაგან სუმიდა მარადის.
    143.     და ვითარცა დაყო პირი თჳსი ელია სუმად, მყის განაღო ქუეყანამან პირი თჳსი და შთათქა წყალი იგი და შთაიწრიდა პირისაგან ელიაჲსისა და ჴმა-ყო და ჰრქუა ელიას: ჵ უწყალო, რომელი ეძულონ მშობელთა თჳსთა,
    144.     ვითარ სათნო გიჩს, რაჲთა განიპოხო მათგან და ჰსუა წყალი თიბისაგან მათისა და განაძღო პირი იგი სასტიკი, რომელმან განაჴმნა მდინარენი და დაშრიტნა ნაკადულნი ჩემნი და შეწუნა და შესხრიკნა მცენარენი ჩემნი?
    145.     და არა შემიწყალჱ მე, მშობელი შენი, რომლისაგან დაებადჱ.
    146.     და აწ ცხოველ არს უფალი, ღმერთი ჩემი, რამეთუ არა ვასუა წყურილსა შენსა წყალი ჩემი და არცა დავალტვნე ბაგენი წარმწყმედელისა ჩემისანი.
    147.     და ვითარ იხილა ელია ესე ყოველი, გულისხმა-ყო, რამეთუ ღმრთისა მიერ არს საქმჱ ესე.
    148.     მაშინ იწყო ტირილად და სულთქუმად და ღაღატ-ყო უფლისა მიმართ და თქუა: შენი არს ჴელმწიფებაჲ, უფალო, და შენი არს ძრიელებაჲ და შენ მხოლოჲ დიდებულ ხარ ცათა შინა და უფლებ ქუეყანასა ზედა.
    149.     და არავინ შემძლებელ არს შეკრვად და განჴსნად თჳნიერ ბრძანებისა შენისა, უფალო.
    150.     და აწ უკუეთუ სათნო-გიჩს შეწყალებაჲ დაბადებულთა შენთაჲ, მე ვინ ვარ მიწაჲ ესე უცხოჲ, მიწაჲ და ნაცარი?
    151.     და არღარა ვიკადრებ წინააღდგომად შენდა, რაჲთა შეიწყალნე დაბადებულნი შენნი, და არარაჲ სხუაჲ შეაურვებს სულსა ჩემსა, თჳნიერ ფიცი იგი, რომელ ვეფუცე სახელსა წმიდასა შენსა ცხოველსა, და ამის გამო მეშინის შენანებად სიტყუათა ჩემთა.
    152.     და უკუეთუ ჯერ-არს და სათნო წინაშე თუალთა შენთა, რაჲთა მიუტეო მონასა შენსა ფიცი, რომელ ფუცა ცხოველებასა შენსა, მეცა ვყო ნებაჲ შენი, მონამან შენმან, და განვჰჴნჱ კრულჱბაჲ, რომელ განვაჩინე.
    153.     და აწ, უფალო, უკუეთუ სათნო-გიჩს და ესე არს ნებაჲ შენი, განახუენ საუნჯენი კურთხევისა შენისა და გარდამოავლინჱ ქუეყანასა ზედა და აღიღჱ რისხვაჲ შენი, რაჲთა ცნან ყოველთა დაბადებულთა შენთა,
    154.     რამეთუ მოწყალჱ ხარ და შემწყნარებელ და შეიწყალნი მართალნი სიმართლითა და ცოდვილთაჲ შეიწირი სინანული სახიერებითა და ყოველთა შორიელთა და მახლობელთა ზედა მიფენილ არს სიტკბოებაჲ მადლისა შენისაჲ.
    155.     და შემდგომად სიტყუათა ამათ გამოვიდა ელია წინაწარმეტყუელი ძიებად საზრდელისა, და ესმა, ვითარმედ დედოფალ იაზაბელ ეძიებს მას მოკლვად.
    156.     ხოლო ელია ივლტოდა და წარვიდა სარეფთად სიდონიაჲსსა ბრძანებითა ღმრთისაჲთა და შეიწყნარა იგი დედაკაცმან ვინმე ქურივმა.
    157.     და ჰრქუა მას ელია: არს თუ შენ თანა მცირედ პური, მეც მე!
    158.     ხოლო მან ჰრქუა: მგებდ მე მცირედ, რაჲთა შევქმნა იგი და გცე.
    159.     და მოართუა მას პური იგი მცირედი, რაჲთა ჭამოს.
    160.     და დაუტევა ძჱ თჳსი უზმად.
    161.     და ვითარ ჭამა ელია, განძღა, ჰრქუა ქურივსა მას: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი და ცხოველ არს სახელი მისი, რამეთუ ლაგჳნსა მას ფქვილისასა არა მოაკლდეს და სტომანსა ზეთისასა არა ეჴუას, ვიდრემდის გარდამოჴდეს ცუარი და წჳმაჲ ქუეყანასა ზედა.
    162.     და ქურივი იგი ვითარ შევიდა სახიდ თჳსა, პოვა ლაგჳნი იგი ფქვილისაჲ სავსჱ და სტომანი ზეთისაჲ ეგრჱვე, რამეთუ გარდაეცემოდის.
    163.     და მერმე მიჰხედა და იხილა ძჱ თჳსი მომკუდარი და მეყსეულად გამოვიდა და ჰრქუა ელიას: გევედრები შენ, ჵ წინაწარმეტყუელო ღმრთისაო, მწარჱ დღჱ მოიწია ჩემ ზედა შემოსლვასა ოდენ შენსა, რამეთუ აჰა ესერა, ძჱ ჩემი ვპოვჱ მკუდარი.
    164.     აწ უკუე ევედრე უფალსა ღმერთსა შენსა, რაჲთა აღადგინოს ძჱ ჩემი, რამეთუ მე უწყი, ვითარმედ ვედრებაჲ შენი შეწყნარებულ არს წინაშე მისსა და თხოვაჲ შენი მოგემადლოს მის მიერ.
    165.     და აჰა ესერა, ლაგჳნი ესე და სტამანი წამებენ და მოწამე არიან ძალსა დამბადებელისა შენისასა.
    166.     აწ უკუე ნუ რას მიზეზსა მცემ, არამედ აღმიდგინე ძჱ ჩემი.
    167.     მაშინ ელია შეიწრდა ყოვლით კერძოვე და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად და სულთ-ითქუნა, ღაღად-ყო და ჰრქუა: გევედრები შენ, უფალო, განმიხუენ მე საუნჯენი მოწყალებისა შენისანი და აღადგინჱ ყრმაჲ ესე და უკუმოიქეცინ სული მისი მისავე.
    168.     და აჰა ესერა, მეცა განვჰჴსნი კრულებასა მას, რომელი შევკარ და ვითხოვ მოწყალებისა შენისაგან, რაჲთა მოსცჱ ცუარი და წჳმაჲ ქუეყანასა და იდიდოს სახელი წმიდაჲ შენი ყოველსა სოფელსა.
    169.     და მერმეცა ილოცა ელია და ყრმაჲ იგი აღადგინა ქურივისაჲ მის.
    170.     და მოსცა უფალმან მოწყალებაჲ თჳსი და აღივსნეს ღრუბელნი ცუარითა და გარდამოჴდა წჳმაჲ ქუეყანასა ზედა და ცხომდა ყოველი დაბადებული მადლითა ღმრთისაჲთა.
    171.     აწ უკუე, ძმანო ჩემნო, დაიცვენით ჴორცნი თქუენნი სიწმიდით და სულნი თქუენნი დაჰმარხენით უბიწოდ ვნებათაგან.
    172.     იყვნეთ სადგურ სულისა წმიდისა და შური იგი და მოთმინებაჲ ელია წინაწარმეტყუელისაჲ მოიგეთ, რაჲთა ნაწილსაცა მკჳდრობისა მისისა ღირს-ვიქმნნეთ
    173.     და ცხოვრებაჲ იგი წარუვალი მოღუაწეთა თანა წმიდათა მოგუემადლოს უფლისა მიერ ღმრთისა ჩუენისა, რომლისაჲ არს სუფევაჲ და ძლიერებაჲ და სიმტკიცჱ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და უკუნისამდე. ამენ.

 


 

წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი