მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

სიონის ბრძენთა ოქმები

 

ოქმი N22

 

მომავლის საიდუმლოება. მრავალსაუკუნოვანი ბოროტება, როგორც მომავალი სიკეთის საფუძველი. ხელისუფლების ძალა და მისი მისტიკური თაყვანისცემა.

 

მე ვცდილობდი თქვენთვის ამეხსნა წარსულისა და აწმყოს საიდუმლოებანი, რომელთაც ახლო მომავალში მოსალოდნელ დიდ მოვლენებთან მივყავართ. საიდუმლო კანონებიდან ამ თემას მხოლოდ მცირეოდენს დავუმატებ.

 

ჩვენ ხელთაა უდიდესი ძალა - ოქრო, რომელიც ორ დღეში შეგვიძლია ამოვიღოთ სამალავებიდან განუსაზღვრელი რაოდენობით. ნუთუ კიდევ უნდა ვამტკიცოთ, რომ ჩვენი მმართველობა ღვთითდადგენილია?! ნუთუ ასეთი სიმდიდრით ვერ ვაჩვენებთ, რომ ბოროტება, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ჩავდიოდით სიკეთისთვის, ყველაფრის წესრიგში მოყვანისთვის იყო გამიზნული?!

 

წესრიგი აუცილებლად დამყარდება, ჩვენ შევძლებთ დავამტკიცოთ, რომ კეთილისმყოფელნი ვართ, ჩვენ მოვუტანეთ ტანუჯულ დედამიწას სიკეთე და პიროვნების თავისუფლება. პიროვნების თავისუფლება სულ არ გულისხმობს სხვისი და საკუთარი თავის აღზევებას, უწესრიგო ბრბოს წინაშე უმსგავსო ორატორობას. ჭეშმარიტი თავისუფლება პიროვნების ხელშეუხლებლობაში მდგომარეობს. ადამიანის ღირსება საკუთარი უფლებების და უუფლებობის შეცნობაა და არა საკუთარ თავზე ფიქრი. ჩვენი ხელისუფლება დიდებული იქნება, რადგან იქნება უძლეველი. ის უხელმძღვანელებს ხალხს, ყურს არ დაუგდებს ლიდერებს და ორატორებს, რომლებიც უაზრო სიტყვებს გაჰკივიან. ისინი ამ სიტყვებს მაღალ პრინციპებს ეძახიან, მაგრამ არაფერია გარდა უტოპიისა. 

 

ჩვენი ხელისუფლება იქნება წესრიგის დამამყარებელი. სწორედ ამაში მდგომარეობს ადამიანთა ბედნიერება. მისი მიზანია ხალხს შთააგონოს თავისი მისტიკური თაყვანისცემა და გაღმერთება. ჭეშმარიტი ძალა არ დაემორჩილება არავითარ ნებას. თვით ღმერთსაც კი. ვერავინ ვერ გაბედავს წაართვას მას ერთი ბეწო ძალა. 

 

 

წინა სარჩევი შემდეგი