ერთდღიანი მსოფლიო გადატრიალება. გოი-მასონების შემდგომი ბედი. ხელისუფლების მისტიკურობა. მასონთა ლოჟების გამრავლება. ბრძენთა ცენტრალური სამმართველო "აზეფოვშჩინა". მასონობა - ყველა საიდუმლო საზოგადოების ხელმძღვანელი. სახალხო წარმატების მნიშვნელობა. კოლექტივიზმი. მსხვერპლები. მასონთა დასჯა. კანონებისა და ხელისუფლების პრესტიჟის დაცემა. გამორჩეულობა. მომავალი სამეფოს კანონების სიმოკლე და სიცხადე. უფროსისადმი დამორჩილება. ხელისუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები. სასჯელის სიმტკიცე. საზღვრული ასაკი სასამართლოსთვის. მოსამართლეთა და მთავრობის ლიბერალიზმი. მსოფლიო ფული. მომავალი მმართველის გაღმერთება. ძლიერის უფლება, როგორც ერთადერთი სიმართლე. ისრაელის მეფე მსოფლიოს პატრიარქი.
როდესაც, ბოლოსდაბოლოს, მთელს მსოფლიოში ერთსა და იმავე დროს მომხდარი სახელმწიფო გადატრიაალების საშუალებით გავმეფდებით, შევეცდებით, რომ უკვე ჩვენს წინააღმდეგ აღარ მოეწყოს შეთქმულება. ჩვენ შეუბრალებლად დავხოცავთ ყველას, ვინც იარაღით შეხვდება ჩვენს გამეფებას. სიკვდილით დაისჯება აგრეთვე ყველა საიდუმლო საზოგადოება, რომელიც ჩამოყალიბდება. ჩვენთვის ცნობილ საზოგადოებებს კი ევროპიდან შორს გადავასახლებთ. ასევე მოვექცევით იმ გოი მასონებს, რომლებმაც ბევრი იციან, ხოლო ისინი, რომელთაც შევიწყალებთ, გადასახლების მუდმივი შიშის ქვეშ იქნებიან. გამოვცემთ კანონს რომლის ძალითაც საიდუმლო საზოგადოების ყველა ყოფილი წევრი გაიდევნება ევროპიდან, ჩვენი მმართველობის ცენტრიდან.
ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება საზოგადოებაში საბოლოო იქნება. იქ, სადაც ჩვენ დავთესეთ ამდენი განხეთქილება და პროტესტანტიზმი, წესრიგის დამყარება მოხლოდ დაუნდობელი ღონისძიებებით თუ მოიხერხდება. არ ღირს შევცვალოთ მსხვერპლები, რომლებიც დაეცემიან უკეთესი მომავლის დამკვიდრებისთვის ბრძოლაში.
სიკეთის მიღწევა, თუნდაც მსხვერპლის ფასად, არის ყოველგვარი მმართველობის მოვალეობა, რომელიც აღიარებს, რომ არამარტო პრივილეგიებში, არამედ პასუხისმგებლობაშიც გამოიხატება მისი არსებობა. მმართველობის ურყევობისთვის მთავარია მისი სიძლიერის განმტკიცება, რომლის საუკეთესო საშუალებაა ხელშეუხებლობის მისტიკური მიზეზის - ღვთის რჩეულობის აღიარება - ასეთი იყო ბოლო დრომდე რუსეთის თვითმპყრობელობა, მსოფლიოში ჩვენი ერთადერთი სერიოზული მტერი, თუ არ ჩავთვლით პაპიზმს. გავიხსენოთ მაგალითად, როგორ არ დაეცა სისხლით მორწყულ იტალიის მიწაზე სილას თმის ბეწვიც კი. მან ხალხის თვალწინ სასწაულები მოახდინა. ხალხი ხელს არ ახლებს მას, ვინც სიმამაცეს და სულის სიძლიერეს უჩვენებს.
ჩვენს გამეფებამდე უნდა გავამრავლოთ ფრაკომასონური ლოჟები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ჩავითრევთ ყველა ძლიერ და ცნობილ მოღვაწეს. ლოჟებს გავაერთიანებთ მხოლოდ ჩვენთვის ცნობილ მართვის ცენტრში, რომლის შემადგენლობაში მხოლოდ ჩვენი ბრძენები იქნებიან. ლოჟებს ეყოლებათ თავიანთი წარმომადგენლები, რომელთაც ეცოდინებათ პაროლი და პროგრამა. ამ ლოჟებში თავმოყრილი იქნება ყველა რევოლუციური და ლიბერალური ელემენტი, საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელი.
ყველა საიდუმლო პოლიტიკური ჩანაფიქრი მხოლოდ ჩვენთვის იქნება ცნობილი და გაცხადდება მათი აღსრულების ჟამს. ლოჟების წევრთა შორის იქნება საერთაშორისო და ეროვნული პოლიციის ყველა აგენტი. მათი სამსახური ჩვენს საქმეებში შეუცვლელია, პოლიციას შეუძლია შენიღბოს ჩვენი საქმიანობა, გაუსწორდეს დაუმორჩილებლებს და ა. შ.
საიდუმლო საზოგადოებებში ყველაზე ხშირად შედიან აფერისტები, კარიერისტები და ქარაფშუტები, რომელთანაც ადვილად ვიმუშავებთ და რომლებიც აამუშავებენ ჩვენი დაპროექტებული მანქანის მექანიზმებს; თუ მსოფლიოში მღელვარება დაიწყება, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ეს მოვლენები ჩვენი სურვილით დაიწყო; თუ სადმე შეთქმულებები მოეწყობა, მის სათავეში აუცილებლად იქნებიან ჩვენი ერთგული მსახურები. ბუნებრივია, მხოლოდ ჩვენ წარვმართავთ მასონთა მოძრაობას, რადგან ვიცით მისი საბოლოო მიზანი. გოები ვერაფერს ვერ მიხვდებიან, ისინი დაკმაყოფილდებიან წუთიერი თავმოყვარეობის დაცხრომით. ვერ შეამჩნევენ, რომ მომხდარის იდეა არ იყო მათი ინიციატივა. გოები ლოჟაში მიდიან ცნობისმოყვარეობისთვის, კეთილდღეობისთვის, ზოგი კი იმისთვის, რათა საშუალება მივცეთ პუბლიკის წინაშე განაცხადონ თავიანთი აუხდენელი და უნიადაგო ოცნებები. მათ წყურიათ წარმატებები და ტაშისკვრა, რაშიც ჩვენ ერთობ უხვები ვართ...
თქვენ ვერც წარმოიდგენთ როგორ შეიძლება თვით უჭკვიანესი გოებიც კი მივიყვანოთ შეგნებულ გულუბრყვილობამდე. თავის მოტყუებით, როგორ ადვილია მათი თავგზის აბნევა უმცირესი მარცხით, თუნდაც აპლოდისმენტების შეწყვეტით და მონურ მორჩილებამდე მიყვანით... რადგან ჩვენები არაფრად თვლიან წარმატებას, ოღონდ ბოლომდე მიიყვანონ თავიანთი გეგმები. ისე, გოები მზად არიან უბრალო წარმატებას შესწირონ საბოლოო გეგმები. ეს ფსიქოლოგია მნიშვნელოვნად აადვილებს მათ მართვას. ამგვარი სახით ვეფხვებსაც კი სული ცხვირში აქვთ, ოღონდ თავში არაფერი უყრიათ.
ჩვენ მათ შთავაგონეთ კოლექტივიზმის იდეა... ისინი კი ვერ ხვდებიან, რომ ეს ღვთის მიერ შექმნილი კანონების საწინააღმდეგო მოვლენაა... თუ ჩვენ შევძელით ასე დაგვებრმავებინა მათი გონება, განა არ შეგვიძლია დავინახოთ, რამდენად განუვითარებლები არიან გოები ჩვენთან შედარებით?! ძირითადად ეს განაპირობებს ჩვენს წარმატებებს.
რამდენად გამჭრიახნი იყვნენ ჩვენი ბრძენი წინაპრები, როდესაც ამბობდნენ, რომ სერიოზული მიზნის მისაღწევად არ უნდა შეუშინდე წინააღმდეგობებს და დათვალო მსხვერპლთა რიცხვი... ჩვენ არ ვთვლიდით დაცემული გოების რიცხვს, თუმცა, ჩვენი მხრიდან ბევრი ეწირებოდა ამ ბრძოლას. შედარებით მცირერიცხოვანი მსხვერპლის გაღებით ჩვენ საკუთარი მოდგმა გადავარჩინეთ დაღუპვას.
სიკვდილი ყოველი ადამიანის ბოლოა და უმჯობესია ეს ბოლო დავუჩქაროთ ამ ხალხს, რომლებიც ხელს გვიშლიან გეგმების შესრულებაში, ვიდრე იმათ, ვინც მიხვდება მათი სიკვდილის მიზეზს. ისინი მოკვდებიან მაშინ როცა საჭიროა, თითქოს ჩვეულებრივი ავადმყოფობით... ეცოდინებათ რა სიკვდილის მიზეზი, თვით ძმებიც კი ვერ გაბედავენ პროტესტის გამოცხადებას. ასეთი საშუალებით მასონთა წრეში გავანადგურეთ ის ნაწილი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს ბრძანებებს. გოებს ლიბერალიზმს ვუქადაგებთ. ჩვენი ხალხი და აგენტები კი უსიტყვო მორჩილებაში გვყავს. ჩვენი გავლენით გოების კანონების შესრულება შემცირდება მინიმუმამდე. კანონის პრესტიჟი დაეცა ჩვენს მიერ შერჩეული ლიბერალური განმარტებების წყალობით. უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და პრინციპულ საქმეებს და საკითხებს სასამართლოები ჩვენი მითითებების შესაბამისად განიხილავენ. თვით სენატორები და უმაღლესი ადმინისტრაცია ბრმად იღებს ჩვენს რჩევებს. გოების გონებას არ შეუძლია ანალიზი და დაკვირვება, მით უმეტეს განჭვრეტა - თუ საით შეიძლება წავიდეს საკითხის ასე თუ ისე დასმა. გოებისა და ჩვენს აზროვნებას შორის ასეთი სხვაობაშიც უნდა დავინახოთ ჩვენი რჩეულობის ბეჭედი. ისინი ხედავენ, მაგრამ ვერ ჭვრეტენ და ვერ აზროვნებენ... აქედან ჩანს, რომ თვით ბუნებამ დაგვადგინა მათ მბრძანებლად და ხელმძღვანელად.
როდესაც ჩვენი აშკარა მმართველობის ჟამი დადგება, ჩვენს კანონმდებლობას დავაფუძნებთ, რომელიც იქნება მოკლე, ცოცხალი, მყარი და ყოველგვარი განმარტების გარეშე; ასე რომ, მისი ცოდნა მოეთხოვება ყველას, მისი მთავარი მოთხოვნა იქნება უფროსის მორჩილება. მაშინ მკაცრი პასუხისმგებლობის შიშით ყოველგვარი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება მოისპობა. პასუხისმგებლობა კი ისეთი დაუნდობელი იქნება, რომ ყველას დაეკარგება საკუთარი ძლების ექსპერიმენტების სურვილი.
ჩვენ განუხრელად მივადევნებთ თვალყურს ადმინისტრაციის ყოველ მოძრაობას, რომელზეც დამოკიდებულია სახელმწიფო მანქანის მსვლელობა, რადგან მისი თავგასულობა გამოიწვევს თავგასულობის დამკვიდრებას ყველგან; უკანონობის ან ბოროტმოქმედების არც ერთი ფაქტი არ უნდა დარჩეს სამაგალითო დასჯის გარეშე. მკაცრად დასჯის პირველივე შემთხვევის შემდეგ სრულიად გაქრება ადმინისტრაციის მომსახურეთა შორის მფარველობა და სოლიდარული მიმტევებლობა. ჩვენი ხელისუფლების გაძლიერება მოითხოვს უმნიშვნელო დარღვევების მკაცრად დასჯას. ჩვენს მოსამართლეებს ეცოდინებათ, რომ სულელური გულმოწყალებით ისინი დაარღვევენ მართლმსაჯულებას, რომელიც შექმნილია დამნაშავეთა დასასჯელად და არა მოსამართლეთა სულიერი ღირსებების სადემონსტრაციოდ... ეს თვისებები საჭიროა გამოვიყენოთ პირად ცხოვრებაში და არა საზოგადოებაში, რომელიც წარმოადგენს ადამიანის ცხოვრების აღმზრდელობით საფუძველს.
ჩვენი სასამართლო პერსონალი იქნება არა უმეტეს 55 წლის ასაკისა, რადგანაც, ჯერ ერთი, მოხუცები იცავენ წინასწარ შექმნილ აზრს, ნაკლებად ემორჩილებიან ახალ ბრძანებებს და მეორეც, ეს ხელს შეგვიწყობს ადვილად შევცვალოთ ჩვენთვის არახელსაყრელი პერსონალი. ვინც ადგილზე დარჩენას ისურვებს, ბრმად უნდა დაემორჩილოს ჩვენს განკარგულებებს.
მოსამართლეებს ავირჩევთ იმ ხალხისგან, რომელთაც ეცოდინებათ, რომ მათი მოვალეობა დასჯა და კანონების გამოყენებაა... მოსამსახურეთა ადგილიდან ადგილზე გადაყვანის ღონისძიება ხელს შეუშლის თანამშრომელთა კოლექტიურ სოლიდარობას და ყველას სახელმწიფო ინტერესებს მიაჯაჭვავს, ამაზე იქნება დამოკიდებული მათი ბედი. მოსამართლეთა ახალი თაობა აღიზრდება სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენების დაუშვებლობით.
ახლა გოების მოსამართლეები უშვებენ ყოველგვარ შეღავათებს დანაშაულის შეფასებისას. მათ წარმოდგენაც არა აქვთ თავიანთ მოვალეობაზე, რადგან დღევანდელი მმართველები მოსამართლეების თანამდებობაზე დანიშვნისას, არ ზრუნავენ ჩაუნერგონ მათ მოვალეობისა და შეგნების გრძნობა. როგორც ნადირი უშვებს თავის შვილებს საშოვარზე, ისე უშვებენ გოები თავიანთ ქვეშევრდომებს მომგებიან ადგილებზე და არ უხსნიან მათ თუ რისთვისაა ეს ადგილი შექმნილი. სწორედ ამიტომ ანგრევენ ისინი საკუთრი ხელით თავიანთ შექმნილს.
ჩვენ აღმოვფხვრით ლიბერალიზმს ჩვენი მმართველობის ყველა მნიშვნელოვან, სტრატეგიულ პოსტზე, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი საზოგადოებრივი წყობის ქვეშევრდომთა აღზრდა. ამ პოსტზე მოხვდებიან მხოლოდ ისინი, რომლებსაც ჩვენ აღვზრდით ადმინისტრაციული მმართველობისათვის. შეიძლება ვინმემ შენიშვნა მოგვცეს, რომ მოხუც მოსამსახურეთა სამსახურიდან განთავისუფლება ძვირად დაუჯდება ხაზინას, მაგრამ ვიტყვი, რომ ჯერ ერთი მათ მოუძებნიან რაიმე საქმიანობას დაკარგულის ნაცვლად, მეორეც ჩვენს ხელთ იქნება მსოფლიოს კაპიტალი, ასე რომ საშიში არაფერია. ჩვენი აბსოლუტიზმი ყველაფერში თანმიმდევრული იქნება, ამიტომ, ყველა შემთხვევაში ჩვენი გადაწყვეტილება პატივსაცემი და აუცილებლად შესასრულებელი გახდება, ის უგულებელყოფს ყოველგვარ დაცინვას, უკმაყოფილებას.
ჩვენ ვაუქმებთ საკასაციო უფლებას. ხალხმა არ უნდა დაუშვას ფიქრი იმაზე, რომ შეიძლება ჩვენი მოსამართლეები შეცდნენ ან არასწორად განიხილონ საქმე. თუ მსგავსი რამ მოხდება, ჩვენ თვითონ შევცვლით წარმოდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამასთანავე მკაცრად დავსჯით მოსამართლეებს მოვალეობის არაკეთილსინდისიერად შესრულებისთვის... ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ადმინისტრაციის ყოველ ნაბიჯს, რათა ხალხი კმაყოფილი იყოს ჩვენით, მაგრამ უფლება აქვს კარგი მმართველობისგან კარგი თანამდებობის არსი მოითხოვოს.
ჩენს ხელისუფლებას ექნება პატრიარქალური, მამობრივი მზრუნველობის სახე მმართველობის მხრიდან. ხალხი დაინახავს მასში მამას, რომელიც ზრუნავს თითოეულ ქვეშევრდომზე, ისინი განიმსჭვალებიან ფიქრით, რომ ამ მზრუნველობის გარეშე მშვიდად ცხოვრება შეუძლებელია. ჩვენს მმართველს მიიღებენ ღრმა მოწიწებით და თითქმის გააღმერთებენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა დარწმუნდებიან, რომ ვერავინ გაბედავს შეცვალოს მისი მმართველობა. პირიქით, ბრმად დაემორჩილებიან მას და ხალხი მოხარული იქნება, რომ ჩვენ ყველაფერი დავარეგულირეთ მათ ცხოვრებაში, როგორც ამას აკეთებენ გონიერი მშობლები, რომლებიც შვილებს მოვალეობის და მორჩილებსი გრძნობით ზრდიან.
ჩვენი პოლიტიკის საიუდმლოებებთან შედარებით ხალხი არასრულწლოვან ბავშვებს ჰგვანან. როგორც ხედავთ, მე ჩემს დესპოტიზმს ვაფუძნებ სამართალზე და მოვალეობაზე: მოვალეობის შესრულების უფლება არის მთავრობის პირდაპირი მოვალეობა, რომელიც მამაა ყველა ქვეშევრდომისათვის. ჩვენ დაუფიქრებლად უნდა შეგვეძლოს დადგენილი წესების დამრღვევი ცალკეული პიროვნების მსხვერპლად მიტანა, რადგან ბოროტის სამაგალითოდ დასჯაში მდგომარეობს უდიდესი აღმზრდელობითი ამოცანა.
იმის შემდეგ, რაც ისრაელის მეფე წმიდა თავზე დაიდგამს ევროპის მიერ მოწოდებულ გვირგვინს, ის მსოფლიო პატრიარქი გახდება.
ჩვენს მეფეს მუდმივი ურთიერთობა ექნება ხალხთან, მის მიერ ტრიბუნიდან ნათქვამი სიტყვა ქვეყანაზე უმალ გავრცელდება.