მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

საძიებელი სექტანტურ სწავლებათა წინააღმდეგ

 

6. ღვთისმშობელი მარიამი

მუხლი თანამედროვე ქართულით ძველი ქართულით კომენტარი
იოანე 1,1 თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. მარიამს ღვთისმშობელს ვუწოდებთ იმიტომ, რომ იესო ქრისტე ღმერთია
იოანე 20,28-29 მიუგო თომამ (იესოს) და უთხრა მას: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ იესომ უთხრა მას: „შენ მირწმუნე იმიტომ, რომ მიხილე, ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და სწამთ“. მიუგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! ჰრქუა მას იესუ: რამეთუ მიხილე და გრწამს; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე.
რომ. 9,5 ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა. ქრისტე ჴორციელად, რომელი-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა.
მათე 1,23
შეად. ისაია 7,14
აჰა, ქალწული დაორსულდება, გაუჩნდება ძე და დაარქმევენ მას სახელად იმანუელს, რაც თარგმანებით ნიშნავს ჩვენთან არს ღმერთი. აჰა ქალწული მოუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩუენ თანა ღმერთი. მარიამი ქალწულია იესოს უბიწოდ ჩასახვამდე, შობამდე და შობის შემდეგაც
ლუკა 1,27 ხოლო ქალწულის სახელი იყო მარიამი. სახელი ქალწულისაჲ მის მარიამ.
ლუკა 1,43 როგორ მოხდა, რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან? და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა? ბიბლიაში მარიამს ეწოდება დედა უფლისა
ლუკა 1,28 შევიდა მასთან (მარიამთან ანგელოზი გაბრიელი) და უთხრა: გიხაროდეს! მიმადლებულო, შენთანაა უფალი, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. და შევიდა ანგელოზი იგი მისა და ჰრქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. ეწოდება კურთხეული და მიმადლებული
ლუკა 1,42 აღივსო ელისაბედ სულიწმიდით, დაიძახა ხმამაღლა და თქვა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი. აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ!
ლუკა 1,48 ამიერიდან ნეტარად ჩამთვლის მე ყოველი თაობა. აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი ეწოდება ნეტარი
ზოგიერთი წინასწარმეტყველებანი ღვთისმშობელზე ძველი აღთქმიდან
იეზეკიელი 44,2 მითხრა უფალმა: ეს კარიბჭე ჩაკეტილი იქნება, არ გაიღება; კაციშვილი ვერ შევა იქ, რადგან უფალი ისრაელის ღმერთი შედის იქ, ამიტომაც დაკეტილი იქნება   მარიამის სიქალწულეზე:
როგორც იესოს ეწოდება კარი, რომლითაც შედიან ზეციურ სასუფეველში - „მე ვარ კარი, ვინც ჩემით შედის, გადარჩება“ (იოანე 10,9), ასევე წინასწარმეტყველი უწოდებს ქალწულ მარიამს - კარიბჭეს, რომლითაც მაცხოვარი მოვიდა ამ ქვეყნად, რის შემდეგაც ღმერთის ნებით ეს კარიბჭე დაკეტილი დარჩა; ე.ი. მარიამი მარადის ქალწული დარჩა, რადგანაც უფლის შემდეგ მასში ვერავინ შევიდა, ე.ი. მისგან აღარავინ დაბადებულა
ფსალ. 44,10-14 მეფეთა ასულნი შენს დიდებულებს შორის არიან:
შენს მარჯვნივ დადგა დედოფალი ოფირის ოქროთი შემკული.
მისმინე, ასულო, გამოიხედე და მომაპყარ ყური.
და დაივიწყე ხალხი შენი და სახლი მამისა შენისა.
და დატკბება მეფე მშვენებით,
რადგან ის არის შენი უფალი და თაყვანი ეცი მას.
და ასულნი ტვიროსისა ძღვენით მოვლენ;
მუდარას დაგიწყებენ ერის მდიდარნი.
მთელი დიდება მეფის ასულისა შიგნითაა;
მოოქროვილია მისი სამოსი
  დავით მეფის წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ღვთისმშობელ მარიამს ლოცვით მიმართავენ და თაყვანს სცემენ ხალხები
ფსალ. 44,18 გავიხსენებ შენს სახელს თაობიდან თაობაში,
ამიტომ ხალხები ხოტბას შეგასხამენ უკუნითი უკუნისამდე