მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

საძიებელი სექტანტურ სწავლებათა წინააღმდეგ

 

2. იესო ქრისტე არის ძე ღვთისა და ღმერთი

მუხლი თანამედროვე ქართულით ძველი ქართულით კომენტარი
მათე 28,19 ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა ვინაიდან ერთი ღმერთის - მამის, ძის და სულიწმიდის სახელით ვინათლებით და ეს სამი ერთია, ხოლო მამა არის ღმერთი, ამიტომ ძეც და სულიწმიდაც ღმერთია, არა სამი ღმერთი, არამედ ერთი - მამა, ძე და სულიწმიდა.
1იოანე 5,7 რადგან სამნი მოწმობენ ცაზე: მამა, სიტყვა და სულიწმიდა და ეს სამი ერთია რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაჲ, სიტყუაჲ და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან.
ესაია 9,6 რადგან შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი   ძველ აღთქმაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ დაიბადება ღმერთი ძლიერი.
რომ. 9,5 ...არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული იყვნეს მამანი და რომელთაგან ქრისტე ჴორციელად, რომელი-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა, კურთხეულ უკუნისამდე  
იოანე 1,1 თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. ძე ღვთისას ბიბლიაში „სიტყვა“ ეწოდება
იოანე 20,28-29 მიუგო თომამ (იესოს) და უთხრა მას: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ იესომ უთხრა მას: „შენ მირწმუნე იმიტომ, რომ მიხილე, ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და სწამთ“ მიუგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! ჰრქუა მას იესუ: რამეთუ მიხილე და გრწამს; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე. მოციქული აღიარებს იესოს ღმერთად
მათე 1,22-23
შეად. ესაია 7,14
ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს „აჰა, ქალწული დაორსულდება, გაუჩნდება ძე და დაარქმევენ მას სახელად იმანუელს, რაც თარგმანებით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ პირითა წინასწარმეტყუელისაჲთა თქუმული: აჰა ქალწული მოუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩუენ თანა ღმერთი. ძველ აღთქმაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ღმერთი ქალწულისაგან დაიბადება
იოანე 10,30 მე და მამა ერთი ვართ მე და მამაჲ ჩემი ერთ ვართ. იესო თავად ამბობს, რომ ის და მამა ერთია, ე.ი. მამა ღმერთია და ძეც ღმერთია
1 ტიმ. 3,16 უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით, გამართლებულ იქნა სულში, დანახულ იქნა ანგელოზების მიერ, ნაქადაგები იქნა წარმართებში, მიღებულ იქნა წუთისოფელში რწმენით და ამაღლდა დიდებაში და, აღსარებულად, დიდ არს ღმრთის მსახურებისა საიდუმლოჲ; ღმერთი გამოჩნდა ჴორცითა და განმართლდა სულითა, ეჩუენა ანგელოზთა, იქადაგა წარმართთა შორის, ჰრწმენა სოფელსა და ამაღლდა დიდებითა. მოციქული პავლე წერს, რომ „ღმერთი გამოჩნდა ხორცით“. ვინ გამოჩნდა ხორციელად? მამა ღმერთი? - არა. სულიწმიდა ღმერთი? - არა. მხოლოდ ძე, ე.ი. ძე ღვთისა, იესო ქრისტე, რომელიც ხორციელად იშვა, ღმერთია.