მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



მეორე რჯული


თავი 21


 

უკუეთუ ... წარმოსტყუენო ნატყუენავი იგი მათი (10) (11) და იხილო შენ ნატყუენავსა მას შორის დედაკაცი ქმნულკეთილი და შეგივრდეს და გინდეს ცოლად, (13) და დაჯდეს სახლსა შინა შენსა და სტიროდის მამასა თვისსა და დედასა თვისსა თთუე ერთ. ეს განეწესათ უპირველესად იმიტომ, რომ ტყვედ აყვანილის ქორწინება არ მომხდარიყო მისი დარდის დღეს, მეორეც, დაცული ყოფილიყო იგი ძალადობისგან. რჯული ბრძანებდა ქორწინებამდე ოცდაათი დღის დაცდას, რათა დამტყვევებელს საკუთარი თავი გამოეცადა: თუ მას ნამადვილად უნდოდა მისი ცოლად მოყვანა, მაშინ მოითმენდა მთელ ამ დროს, რომელიც კანონითა იყო დადგენილი. ხოლო დატყვევების დღესვე რომ დაუფლებოდა მას, ეს იქნებოდა ვნებით და არა სიყვარულით გამოწვეული და მაშინ ადვილად დაუტევებდა.

(15) ესხნენ თუ ვისმე კაცსა ორ ცოლ: ერთი საყუარელ იყოს და ერთი საძულელ. საყვარელი ცოლი გამოხატავს სინაგოგას, რომელიც ღვთის სახლში პირველი შეიყვანეს, როგორც შეყვარებული, ხოლო საძულველი ცოლი, წარმართთაასულია და თავისი ძე არის პირმშო. ეკლესიის ძენი სასუფეველში პირველნი არიან და მათ ერგოთ განსაკუთრებული წილი – მოციქულებისა და წინასწარმეტყველების სწავლება. რჯულში ნაუწყები იყო, რომ პირმშოს უნდა მიეღო ორმაგი წილი, თუნდაც ის საძულველი ცოლის შვილი ყოფილიყო, მთავარი მისი უფროსი ძეობა იყო (17).

(18) იყოს თუ ვისიმე შვილ ურჩ, (19) შეიპყრედ მამა-დედათა მისთა, და თქუან: შვლი ესე ჩუენი ურჩ არს და ხუესტ და უზავ. (20) არა მერჩის ჩუენ და არცა ისმინის ხმა სწავლისა ჩუენისა, ჭამს და სუამს და ლანკანაკებს მომთურალეთა თანა, - დედ-მამას თავზე ხელი დაესხათ. კანონი მოითხოვდა, რომ მშობლებს ერთად, შეთანხმებულად ემოქმედათ, რადგან შეუძლებელია, დაუმსახურებლად ორივე უმოწყალო ყოფილიყო შვილის მიმართ და შვილსაც ერთნაირად და სრულიად არ ყვარებოდა დედა და მამა.



წინა - სარჩევი - შემდეგი