ესე არიან საბანაკონი ძეთა ისრალისათანი (1). მოსეს მიერ უფლის ბრძანებით აღწერილი ისრაელის ძეთა გამოსვლა და მოგზაურობა – როგორ გადადიოდნენ ისინი ბანაკებით ერთი ადგილიდან მეორეზე მანამ, სანამ განსვენების მიწას არ მიაღწიეს, გამოხატავს იმას, თუ როგორ წარმოაჩენს უფალი წმინდანებს ანგელოზების წინაშე. ბანაკები ნიშნავს მათს შრომასა და ღვაწლს და სათნოებიდან სათნოებამდე აღმასვლას.
(38) და აღვიდა აჰრონ მღდელი ორის მთაზე ბრძანებითა უფლისაითა და მოკუდა მუნ. და მიეცათ კანონი, რომლის თანახმადაც, როცა მოკუდეს მღდელი იგი დიდი (რიცხ. 35:28), ყველას შეეძლებოდა დაეტოვებინა ქალაქებში თავშესაფრები, სადაც პატიმრებივით იყვნენ ჩაკეტილნი და თავისუფლებაზე გამოვიდოდნენ. მღვდელთმთავრის სიკვდილის შემდეგ საკუთარ სამკვიდროში დაბრუნების უფლება ეძლეოდათ მკვლელებს, ვინც შურისძიებას გაურბოდა და ქალაქების თავშესაფრებს აფარებდა თავს. ეს წეს-კანონი იმ ზეციერი მღვდელთმთავრის სახეს წარმოგვიდგენს, რომელმაც თავისი სიკვდილით ჯოჯოხეთიდან გამოიხსნა მთელი კაცობრიობა, მანამდე იქ სიკვდილის მარწუხებში მყოფი.
წინა - სარჩევი - შემდეგი