მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



რიცხვთა


თავი 3


 

და აღრაცხნა ძენი ლევისნი მოსე (16), რომელთაც ევალებოდათ ღრუბელზე თვალყურის დევნება.

(17) და იყუნეს ესე ძენი ლევისნი და სახელები მათი, (18) ძეთა გეთსონისთაი და ტომთა მათთაი: ლუბენი და სვიმიი. მათ შორის მამრობითი სქესის, ერთი თვიდან მოყოლებული, სულ იყო შვიდი ათას ხუთასი. ისინი ბანაკად დგებოდნენ მოწმობის კარვის დასავლეთით და მათ ებარათ: სავანე მისი გადასახურავითურთ და ფარდა სადღესასწაუღო კარავში შესასვლელი, ეზოს კრეტსაბმელები, სავანისა და სამსხვერპლოს გარშემო მდებარე ეზოს შესასვლელის ფარდა, მისი ბაგირები და მთელი მისი აღჭურვილობა.

(27) კაათისი ტომი ისაჰარისი ერთ, ტომი ქებრონისი ერთ, ტომი ოზიელისი; მათ შორის მამრობითი სქესის რიცხვი, ერთი თვისა და ზემოთ, იყო რვა ათას ექვსასი. ისინი ბანაკად იდგნენ კარვის სამხრეთით და უნდა ეტარებინათ კიდობანი, ტაბლა, სასანთლე, სამსხვერპლო და წმინდა ჭურჭლები, რაც დასჭირდებოდათ მსახურების ჟამს.

(20) ძენი მერარისნი და ტომნი მათნი - მოული და ომოსი; მამრობითი სქესის რიცხვი (34) უზეშთაესი - ექუს ათას და ხუთას. ისინი განლაგდებოდნენ კარვის ჩრდილოეთით და მათ ებარათ: სავანის ძელები, მისი ლარტყები, სვეტები . ფეხებითურთ, მთელი მისი აღჭურვილობა და მთელი მისი მოწყობილობა, ეზოს სვეტები ირგვლივ მათი ფეხებითურთ, პალოები და ბაგირები. მოსე და აარონი (38) დაიბანაკონ წინაშე პირსა კარვისა წამებისასა აღმოსავლით. ყველა ლევიტელის რიცხვი, ერთი თვისა და ზევით, იყო ოცდაორი ათასი.

გერშონის ვაჟები გამოხატავდნენ იმ მონას, რომელსაც ერთი ტალანტი მიეცა, მერარისა - რომელსაც ორი ტალანტი მიეცა, კეჰათის ძენი - ხუთი ტალანტის მიმღებ მონას. სხვა აზრით, გერშონის ვაჟები მონანულთ გამოხატავენ; მერარისა – მართლებს; კეჰათისა – სრულყოფილებს. და კიდევ, გერშონის ძენი განასახიერებენ წინასწარმეტყველებს, მერარისა მოციქულებს, კეჰათისა მსახურ სულებს. დაბოლოს, გერშონის ვაჟები გამოხატავენ მიწიერთ, მერარისა – ზეციურთ, კეჰათისა – საყდრებს.

(47-48) და მოიღო ხუთი სასწორი თავად-თავად მსგავსად სასწორისა მის წმიდისა და მოიღო ოცი დანგი სასწორისა მის, და მივსცე ვეცხლი იგი აჰრონს და ძეთა მისთა სასარი უმეტესთაი მათ შორის. ეს სასწორი, როგორც ჩანს, თავად აარონმა გააკეთა და დაბეჭდა ტვიფრით. ყველა მომსახურე ლევიტელთა რიცხვი სრულად შვიდი ათას ოთხმოცდახუთი იყო.



წინა - სარჩევი - შემდეგი