მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



ლევიტელთა


თავი 24


 

და მოიღეთ სამინდოი და ჰქმნეთ იგი ათორმეტადად პურად. მეორე ათეულისაგან იყოს პური იგი ერთი (5). ეს არის ყველა ერის ახალი შესაწირი. მჟავე პურები გამოხატავს ეკლესიას, რომელიც შეიკრიბა ებრაელთა და წარმართთაგან და, მიიღო რა თავის თავში ზეციური საფუარი, დაუტევა ამქვეყნიური უფუარობა და ერებს სასიამოვნო გემო და კეთილსურნელება უბოძა. ამ თორმეტ პურში, აგრეთვე, ვხედავთ მოციქულებს, რომლებშიც დაფარულია სულის გამომკვებავი პური. გარდა ამისა, თორმეტი პურის სიმბოლოში თორმეტი შტო მოიაზრება, ცხოვრების ტრაპეზის ირგვლივ საიდუმლოებრივად რომ სხედან ინახით.

(10) და გამოვიდა ძე დედაკაცისა ისრაელიტელისა. და კაცი იგი ისრაელიტელი. (11) და სახელ-სდვა ძემან მან მის დედაკაცისამან სახელსა და სწყევა (მოკიდა ისრაელიანთა შორის ისრაელიანი დედაკაცისა და ეგვიპტელი კაცის შვილი და წაეკიდნენ ბანაკში ეს უკანასკნელი და ისრაელიანები. აგინებდა ისრაელიანი დედაკაცის შვილი უფლის სახელს და ილანძღებოდა). სახელ-სდვა, ანუ დაგმო ღმერთი, გაიცინა და თქვა: „არ შეუძლია ღმერთს, თავისი რჩეული ერი აღთქმულ ქვეყანაში შეიყვანოს“.



წინა - სარჩევი - შემდეგი