|
კითხვა: ერთნაირი სარწმუნოება აქვთ მართლმადიდებლებსა და ლათინებს? მიგება: არა, მათ შორის არის განსხვავება და საკმაოდ სერიოზული. კითხვა: რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა სარწმუნოება? მიგება: მართლმადიდებლებმა შემოინახეს ქრისტიანული სარწმუნოება წმიდად და შეურყვნელად, ანუ ისე, როგორც განგვიცხადა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, როგორც ქადაგებდნენ მოციქულები და განმარტავდნენ მსოფლიო საეკლესიო კრებები, წმიდა მამები და მასწავლებლები ეკლესიისა; კათოლიკეებმა კი დაამახინჯეს ქრისტიანული სარწმუნოება მთელი რიგი მწვალებლური სწავლებებით და შემოიღეს წმ. ეკლესიის გარდამოცემასთან შეუთავსებელი წეს-ჩვეულებანი. კითხვა: დიდი ხანია, სარწმუნოებრივი დაბნეულობა გაჩნდა დასავლეთის ეკლესიაში? მიგება: სარწმუნოებრივი დაბნეულობა IX საუკუნეში განცხადდა და მას შემდეგ ეს პროცესი დღემდე არ შეწყვეტილა. კითხვა: რა მოიმოქმედა ეკლესიამ ლათინთა შორის გაჩენილი არასწორი სწავლების საპასუხოდ? მიგება: ეკლესია მიუთითებდა მათ შორის გაჩენილ შეცდომებსა და არასწორ სწავლებაზე და მოუწოდებდა სიწმიდის დაცვისაკენ, მაგრამ კათოლიკეები წინააღმდეგობას უწევდნენ, რითაც ფაქტიურად თვითონ დააყენეს თავიანთი თავი ეკლესიის გარეთ. ამის შემდეგ ეკლესიამ ჩამოიშორა ისინი. კითხვა: სწორად მოიქცა ეკლესია, როცა მოიკვეთა კათოლიკეები? მიგება: დიახ, სწორად მოიქცა, რადგან ეკლესია თითქმის ერთ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მოთმინებით, მაგრამ დაჟინებით მოითხოვდა კათოლიკეთაგან – არასწორი სარწმუნოებრივი სწავლების უარყოფას. მაგრამ ისინი წინ აღუდგნენ ეკლესიის სწავლებას და ვინც ეკლესიისას არ ისმენს, „იყავნ იგი შენდა ვითარცა მეზუერე და წარმართი“, (მათე 15,17). პავლე მოციქული გვასწავლის: „მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არ ეგევითარი იგი და ცოდვას და არს იგი თვით დასჯილ“ (ტიტე 3, 10-11) კითხვა: რა ცდომილებანი გააჩნია დღეისათვის დასავლეთის ეკლესიას? მიგება: ეს ცდომილებანი შემდეგია:
|