მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

პირველი ნეშტთა

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 26 

 

1. განყოფა ბჭეებისა: ძეთა კორეთა: მოსოლამ, ძე კორესი, ძეთაგან ასაფისთა.

 

2. და მასელემიასნი ძენი: ზაქარია, პირმშო, იასიელ მეორე, აზაბად მესამე, ნათან მეოთხე, იოველ

 

3. მეხუთე, იოვან მეექუსე, იონათან მეშჳდე, ელიოვე.

 

4. და იდუთუმასნი ძენი: სემია, პირმშო, იოზაბათ მეორე, იოალ მესამე, ზაქარ მეოთხე, ნათანაელ მეხუთე,

 

5. ამიელ მეექუსე, ისაქარ მეშჳდე, ფოლოთოეთე მერვე, რამეთუ აკურთხა იგი უფალმან.

 

6. და სამეას, ძესა მისსა, ესხნეს ძეები, პირმშონი ძენი ძლიერნი სახლსა მამულსა მისსა, რამეთუ ძლიერ იყუნეს.

 

7. ძენი სამეასნი: აგონი, და რაფაელ, და ობედ, და ელზაბად და აქიუდ, ძმანი მისნი, და ძენი ძლიერნი ძალითა: ელიუ, და სამაბაქია და ისბაკობ.

 

8. ყოველნი ესე ძენი აბდედონისი, ესენი და ძმანი მათნი, და ძენი მათნი ძლიერნი ძალითა იყოფოდეს ძლიერად საქმესა, ყოველნი სამეოცდაორი აბდედომს.

 

9. და სელემიას ესხნეს ძენი და ძმანი ათხუთმეტ.

 

10. და ეოსამ, ძეთაგან მერარისთა, ძე ერთი შამორისა. და სცვიდეს დასაბამსა, რამეთუ არა ესუა მას პირმშო და ყო იგი მამამან მისმან მთავარ.

 

11. ქელკი მეორე, ტაბელია მესამე, ზაქარია მეოთხე; ესე ყოველნი ძენი და ძმანი უსაისნი ათოთხმეტ.

 

12. ამათა იყო განყოფა ბჭეებისა მთავართა მათ ძლიერთა მდევარ შემდგომითი შემდგომად ძმანი მათნი და მსახურებად სახლსა შინა უფლისასა.

 

13. განიგდეს წილი მცირითგან ვიდრე მწვისამდე, სახლად და სახლად მამათა მათთა ბჭეთა.

 

14. და გამოუჴდა წილი მზისა აღმოსავლისა ბჭისა სემიას და ზაქარიას, ძესა მისსა. იოვადს, გულით მზრახველსა გულთა თჳსთა, განუგდეს წილი და გამოუჴდა წილი ჩრდილოთ,

 

15. აბდედონს სამხრით კერძო და ძეთა მისთა პირისპირ წინაშე სახლსა ასაფისასა.

 

16. მესამესა ბჭისა იოვასისა დასავლით კერძო ბჭითურთ მსხორით აღსავალსა მას საპყრობილედ და წინაშე საპყრობილესა მას მზისა აღმოსავლით.

 

17. ხოლო ლევიტელნი ექუსნი დღესა და ჩრდილოთ დღესა ოთხნი და სამხრით დღესა ოთხნი და ასაფინს ორ-ორი მსხორით,

 

18. დასავლით ოთხნი და ალაგსა ორ-ორი მსხორით,

 

19. ესე არს განყოფა მეკარეთა ძეთა კორესთა და ძეთა მერარისთა.

 

20. და ლევიტელნი, ძმანი მათნი, საუნჯეთა ზედა წმიდასა განწმედილთასა,

 

21. ძენი ლედასნი, ძისა გერსონიანი: ლედან, მთავარნი ტომთა ლედანისთანი გერსონისნი, იეიელ,

 

22. და ძენი იეიელისანი: ზეთამ და იოელ, ძმა მისი, საუნჯეთა ზედა სახლისა უფლისათა,

 

23. ამრამიმი და ისაარ, ქებრონ და ოზიელ,

 

24. და სებიელ, ძე გერსამისი, ძისა მოსესის, მთავარი საუნჯეთა ზედა,

 

25. და ძმასა მისსა ელიეზერს რაბია, ძე მისი, და ოსია, ძე მისი, და ზექრი, ძე მისი, და ზეჰალმოთ, ძე მისი,

 

26. ესე სალომოთ და ძმანი მისნი ყოველთა ზედა საუნჯეთა წმიდათასა მათ ტომთასა, რომელნი განწმიდნა დავით მთავართა მათ ტომთა, და ათასისთავთა, და ასისთავთა და ერისთავთა ერისათა,

 

27. რომელ-იგი მოიღო ქალაქთაგან და ნატყუენავთაგან და განწმიდა მათგანი, რათა არა რა აკლდეს შენებასა მას სახლისა ღმრთისასა,

 

28. და რომელი შესწირავს ჟამთა სამოელ წინაწარმეტყუელისათა. და საულის, ძის კისისათა, და აბინერ, ძისა ნერისათა. და იოაბ, ძისა სარუასთასა, ყოველი, რაოდენი წმიდა-ყო ჴელითა სოლომონისათა და ძმათა მისთათა,

 

29. ისაარისი: ქონენი და ძენი მისნი საქმესა ზედა გარეშესა და ისრაჱლსა ზედა მწიგნობრებად და მსაჯულად,

 

30. ქებრონისი: ასდიას და ძმანი მისნი, ძენი ძლიერებისნი, ათას შჳდას აღხილვასა ზედა ისრაჱლისასა წიაღ კერძო იორდანესა მზისა დასავლით ყოველსა მას მსახურებასა უფლისასა და საქმესა მეფისასა,

 

31. ქებრონისი: ურიასი, მთავარი ქებრონელთა ნათესავისა მათისაებრ ტომად-ტომადისა, მეორმეოცესა წელსა მეფობისა დავითისსა ესე აღრაცხვისა წიგნნი მუნ პოვნეს და კაცნი ძლიერნი მათ შორის აზერას შინა გალაადისასა.

 

32. და ძმანი მისნი, ძენი ძლიერებისნი, ორ ათას და შჳდას მთავარნი ტომებისანი. და დაადგინნა იგინი დავით მეფემან რუბენსა ზედა და გადსა და კერძოსა ნათესავსა მანასესასა ყოველსა ზედა სიტყუასა ღმრთისასა და სიტყუასა მეფისასა.

 

 26