მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

პირველი ნეშტთა

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 25 

 

1. და დაადგინნა მეფემან დავით მთავართა ძლიერებისათა საქმესა ზედა ძეთა თანა ასაფისთა ემან და იდითუმ, შემასხმელნი ქნარითა და ებნითა და წინწილითა. და იყო რიცხჳ მათი თავად-თავადისა მათისა, მოქმედთა საქმისა მათისთა.

 

2. ძენი ასაფისნი: ზაქურ და იოსეფ და ნათანა და იესიელ, ძენი ასაფისნი, მახლობელად მეფისა.

 

3. და იდითუნს და ძენი იდითუნისნი: გოდოლია და სური, და ეიმ და სემეი, და ასაბია და მატათია ექუსნი მამისა მათისა თანა იდითუმისა ქნარითა ცემად, აღსარებად და ქებად უფლისა.

 

4. და ძენი ემანისნი: ბოკია, და მათთანია, და ოზიელ, და სუბაელ და ერიმუთ ანანია, და ანან და ელია და გედოლათა და რომეთი, ეზერ და სებეკათან, და მელამოთ, და იოთირი და მაზიოთ,

 

5. ესე ყოველნი ძენი ემანისნი ქნარითა ცემასა წინაშე მეფისა და სიტყჳთა ღმრთისაჲთა აღმაღლებად რქა. და მისცნა ღმერთმან ემანს ძენი ათხუთმეტნი და სამნი ასულნი,

 

6. ესე ყოველნი მამისა მათისა თანა გალობად სახლსა შინა უფლისასა წინწილითა, ნესტჳთა და ებნითა მახლობელად მეფისა, ასაფ და იდითუნ და ემან.

 

7. და იყო რიცხჳ მათი ძმათა მათ სწავლულნი გალობად უფლისა. ყო- ველნი გულისხმისმყოფელნი ორას ოთხმეოცდარვა.

 

8. და განიგდეს ამათაცა წილი დღითიდღედ მსახურებისა მცირისაებრ და დიდისა სრულთა და მოსწავლეთა.

 

9. და გამოუჴდა წილი პირველი ასაფსა და ძეთა მისთა და ძმათა მისთა. იოსეფ პირველი, გოდოლია მეორე და ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ,

 

10. მესამე ზაქურ, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.

 

11. მეოთხე იეზრი, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

 

12. და მეხუთე ნათანია და ძენი მისნი და ძმანი მისნი, - ათორმეტ.

 

13. მეექუსე ბოკიას და ძენი მისნი და ძმანი მისნი, - ათორმეტ.

 

14. მეშჳდე ესოელ, ძენი მისნი და ძმანი მისნი, - ათორმეტ.

 

15. მერვედ იოსია, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

 

16. მეცხრედ მათანი, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.

 

17. მეათედ სემეი, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.

 

18. მეათერთმეტედ ეზდრიელ, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.

 

19. მეათორმეტედ ასაბია, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

 

20. მეათცამეტედ სუბაელ, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

 

21. მეათოთხმეტედ მატთა, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

 

22. მეათხუთმეტედ იერიმუთ, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

 

23. მეათექუსმეტედ ანანია, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.

 

24. მეათჩჳდმეტედ იეზბაკათან, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

 

25. მეათურამეტედ ანანია, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

 

26. მეათცხრამეტედ მალეთი, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

 

27. მეოცედ ელიათ, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.

 

28. ოცდამეერთედ იეთირი, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

 

29. ოცდამეორედ გეელოი, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

 

30. ოცდამესამედ მააზოთ, ძმანი მისნი და ძენი მისნი, ათორმეტ.

 

31. ოცდამეოთხედ რომიეთეზე, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

 

 25