| |
წმინდანთა ცხოვრება
.: სექტემბერი :.
ძველით: 28 სექტემბერი
ახლით: 11 ოქტომმბერი
ღირსნი სქიმმონაზონნი: კირილე და მარიამი (+დაახლ. 1337)
სქემმონაზვნები კირილე და მარიამი (დაახლ 1337) - დიდი რუსი მამის, სერგი რადონეჟელის (ხსენება 25 სექტემბერს) მშობლები - კეთილმსახური და დიდებული ბოიარები იყვნენ და როსტოვის მახლობლად, სოფელ ვარინიცაში ცხოვრობდნენ, დაახლოებით 1328 წელს კი რადონეჟში გადასახლდნენ. უფროსი ვაჟიშვილების დაოჯახების შემდეგ წმიდანებმა სქემა შეიმოსეს ხოტკოვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის მონასტერში, სადაც მალე აღესრულნენ კიდეც უფლისთვის სათნო ღვაწლში.
მართლმადიდებელი ეკლესია ღირს სქიმმონაზვნებს კირილეს და მარიამს წელიწადში ორჯერ იხსენებს: 18 იანვარს და 28 სექტემბერს
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
|
|