წმინდანთა ცხოვრება
.: სექტემბერი :.
ძველით: 26 სექტემბერი
ახლით: 9 ოქტომმბერი
დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც ჩამოსვენდა საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან (1989)
დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც ჩამოსვენდა
საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან. 1989 წლის 26 სექტემბერს ათონის ივერთა
მონასტრიდან თბილისში ჩამოასვენეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის,
პორტაიტისას ასლი, რომელიც წმინდა მთის ბერებმა შეასრულეს საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ქართველი ერისადმი
სიყვარულისა და მადლიერების გამოსახატავად.
მთელი საქართველო ზეიმობდა ამ დღეს. ერის იმდროინდელ გაჭირვებაში ივერიის მფარველი
ხატის ჩამობრძანება ყველამ ზეციურ კურთხევად აღიქვა და ეს დღე საქართველოს ეკლესიის
ისტორიაში შევიდა, როგორც დღესასწაული.
ხატი დაბრძანებულია თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში საკურთხეველთან მარცხენა მხარეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
|