წმინდანთა ცხოვრება
.: სექტემბერი :.
ძველით: 22 სექტემბერი
ახლით: 5 ოქტომმბერი
აღმოყვანება ნაწილთა მღვდელმოწამისა ფოკასი (403-404)
მღვდელმოწამე ფოკა შავიზღვისპირა ქალაქ სინოპში დაიბადა. იგი ჯერ მენავე იყო, შემდეგ კი - ქალაქ სინოპის ეპისკოპოსი. იმპერატორ ტრაიანეს (98-117) დროს ქალაქის თავმა შეიპყრო წმიდა მღვდელმთავარი და სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვა. ქრისტეს მხნე აღმსარებელი მრავალგვარი წამების შემდეგ გახურებულ აბანოში შეაგდეს, სადაც ტანჯვით აღმოხდა სული (+117).
403-404 წლებში მღვდელმოწამის წმიდა ნაწილები სინოპიდან კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. ამ მოვლენას ზეიმობს ეკლესია 22 ივლისს (წმიდანის ხსენება აღინიშნება 22 სექტემბერსაც)
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
კონდაკი: ვითარცა მღვდელმთავარმან მარადის მემსხვერპლემან მამაო, უკანასკნელ თავი თვისი შესწირე მსხვერპლად ცხოველად და იღუაწე სჯულისათვის ქრისტეს ღმრთისა, ანგელოზთაგან ძლევისა მომღებელმან, სიკუდილი მიითვალე, რომელი ფარავ შენთა მგალობელთა, მოვედ უკუე, წმიდაო ფოკა, ჩუენ თანაცა და გვარქუ: ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა.
|