წმინდანთა ცხოვრება
.: სექტემბერი :.
ძველით: 13 სექტემბერი
ახლით: 26 სექტემბერი
წმიდა მოწამე სტრატონიკე (III)
წმიდა მოწამე სტრატონიკეს აიგივებენ წმიდა სტრატორთან.
წმიდა მოწამე სტრატონიკე (სტრატორი) III საუკუნეში ეწამა ქრისტესთვის ბითვინიის ნიკომიდიაში. საშინელი სატანჯველების შემდეგ იგი ორი გადაზნექილი ხის ტანს გამოაბეს და შუაზე გახლიჩეს. წმიდა სტრატონიკე 9 (22) სექტემბერსაც იხსენიება სტრატორის სახელით.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
|