წმინდანთა ცხოვრება
.: სექტემბერი :.
ძველით: 5 სექტემბერი
ახლით: 18 სექტემბერი
წმიდა მოწამე რაისა (ან ირიადა) (+დაახლ. 308)
წმიდა მოწამე რაისა (ირიადა) ქალწული ქალაქ ალექსანდრიიდან იყო და ერთ-ერთ სავანეში
მოსაგრეობდა. ერთხელ, მონასტრიდან მორჩილების საქმეზე გასულმა ნეტარმა შენიშნა
ხომალდი, რომელზეც ქრისტესთვის პყრობილები იმყოფებოდნენ. ნეტარი რაისა ნებით
შეუერთდა ტყვეებს. როცა ხომალდი ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში გაჩერდა, რაისა (ირიადა)
პირველი გადასცეს საწამებლად და მახვილით განგმირეს. მის შემდეგ სხვა მარტვილებმაც
სისხლის დათხევით დაამტკიცეს თავიანთი ერთგულება ჭეშმარიტი სარწმუნოებისადმი.
წმიდა რაისა 23 სექტემბერსაც იხსენიება ირიადას სახელით.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
|