მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: სექტემბერი :.


ძველით: 4 სექტემბერი
ახლით: 17 სექტემბერი


წმიდა მღვდელმთავარ იოასაფ ბელგოროდელის ნაწილთა პოვნა (1911)


წმიდა მღვდელმთავარი იოასაფ ბელგოროდელი (ერობაში იოაკიმე) გორლენკოვების დიდებული გვარის ჩამომავალი იყო.


იგი დაიბადა პრილუკიში, ყოფილ პოლტავის გუბერნიაში, 1705 წლის 8 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე.


წმიდანს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი თავისი გზა და მალე აღიკვეცა კიდეც ბერად.


1728 წელს წმიდანი ბერ-დიაკვნად აკურთხეს,


1734 წელს - მღვდელ-მონაზვნად,


1748 წლის 2 ივნისს კი ბელგოროდის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.


1754 წლის 10 დეკემბერს სიწმინდით გაბრწყინებულმა იოასაფ ბელგოროდელმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.


მისი კანონიზაცია მოხდა 1911 წლის 4 სექტემბერს.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.