| |
წმინდანთა ცხოვრება
.: სექტემბერი :.
ძველით: 1 სექტემბერი
ახლით: 14 სექტემბერი
სასწაული ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა, რომელი იყო მიასინეს (864)
იმპერატორ ლეონ ისავრიელის (717-741) მეფობაში, ხატთაყვანისმცემელთა დევნისას, მიასინეს სავანის (სომხეთში, ქ. მელიტინის მახლობლად) კუთვნილი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ღვთისმბრძოლებმა აზურის ტბაში ჩააგდეს. ასზე მეტი წლის შემდეგ, როცა კვლავ იზეიმა მართლმადიდებლობამ, ხატი სრულიად დაუზიანებლად ამოტივტივდა ტბის ზედაპირზე. ეკლესია ყოველწლიურად იხსენებს 864 წლის 1 სექტემბერს მომხდარ ამ სასწაულს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
ტროპარი:
გიხაროდენ მიმადლებულო ღმრთისმშობელო ქალწულო, ნავთსაყუდელო და შესავედრებელო კაცთა ნათესავისაო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი, რომელი მხოლო ხარ დედა და ქალწული, მარადის კურთხეული და დიდებული, ევდრე ქრისტესა ღმერთსა მონიჭებად ყოვლისა სოფლისა დიდი წყალობა.
|
|