| |
წმინდანთა ცხოვრება
.: სექტემბერი :.
ძველით: 1 სექტემბერი
ახლით: 14 სექტემბერი
წმიდა მოწამენი: კალისტა და ძმანი მისნი ევოდი და ერმოგენი (IV)
წმიდა მოწამენი კალისტა და ძმანი მისნი - ევოდი და ერმოგენი, ნიკომიდიელი ქრისტიანები, ჭეშმარიტი ღვთის აღსარებისთვის წარდგნენ წარმართი მსაჯულის სამსჯავროს წინაშე. მათ უარი განაცხადეს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რისთვისაც იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს (სხვა ცნობით კი - 309 წელს) მახვილებით განგმირეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
|
|