| |
წმინდანთა ცხოვრება
.: ოქტომბერი :.
ძველით: 5 ოქტომბერი
ახლით: 18 ოქტომბერი
წმიდა მღვდელმთავარნი: პეტრე, ალექსი, იონა, ფილიპე და ერმოგენი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საკვირველთმოქმედნი
სრულიად რუსეთის მღვდელმთავართა: პეტრეს, ალექსისა და იონას საერთო მოსახსენებელი დღე პატრიარქმა იობმა დააწესა 1569 წლის 5 ოქტომბერს. 1875 წელს მათ რიცხვს მღვდელმთავარი ფილიპე შეუერთდა, 1913 წელს კი - მღვდელმთავარი ერმოგენი.
ნეტარი მღვდელმთავრების ცხოვრებები მათი მოსახსენებელი დღეების საკითხავებშია ჩართული: წმიდა პეტრესი - 21 დეკემბერს, წმიდა ალექსისა - 12 თებერვალს, წმიდა იონასი - 15 ივნისს, წმიდა ფილიპესი - 9 იანვარს, წმიდა ერმოგენისა კი - 17 თებერვალს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
|
|