| |
წმინდანთა ცხოვრება
.: ოქტომბერი :.
ძველით: 4 ოქტომბერი
ახლით: 17 ოქტომბერი
მღვდელმოწამე იეროთეოს ათენელი ეპისკოპოსი (I)
მღვდელმოწამე იეროთეოსი, ათენელი ეპისკოპოსი ათენის არეოპაგის წევრი იყო. იგი პავლე
მოციქულმა მოაქცია ქრისტიანობაზე დიონისე არეოპაგელთან (ხს. 3 ოქტომბერს და 4
იანვარს) ერთად და შემდგომ ეპისკოპოსადაც აკურთხა. გადმოცემით, იეროთეოსი და წმიდა
დიონისე ესწრებოდნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დაკრძალვას. ნეტარი მამა I საუკუნეში
აღესრულა მოწამეობრივად.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
|
|