| |
წმინდანთა ცხოვრება
.: ნოემბერი :.
ძველით: 3 ნოემბერი
ახლით: 16 ნოემბერი
განახლება ტაძრისა დიდმოწამისა გიორგისა ლიდიას შინა, სადა მდებარე არს პატიოსანი გვამი მისი (IV)
წმინდა დიდმოწამე გიორგი რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს ეკლესიის სასტიკი დევნის დროს ეწამა. პატიმრობაში ყოფნისას წმინდა გიორგიმ ციხის მცველს სთხოვა, მისი მსახური ციხეში შეეშვა. როდესაც მსახური შეიყვანეს, წმიდა გიორგიმ სთხოვა, რომ სიკვდილის შემდეგ მისი ცხედარი პალესტინაში გადაესვენებინა. მსახურმა ზუსტად შეასრულა ბატონის თხოვნა. ციხიდან დიდი მოწამის უთავო ცხედარი წააბრძანა და პატივით დაკრძალა პალესტინაში, ქალაქ რამლაში, იოპეს მახლობლად.
ღვთისმოსავი იმპერატორ კონსტანტინეს მეფობის დროს, წმინდა დიდმოწამის თაყვანისმცემლებმა ლიდაში მისი სახელობის ულამაზესი ეკლესია ააშენეს. მისი კურთხევის დროს, წმინდა დიდმოწამის უხრწნელი ნაწილები რამლიდან ამ ეკლესიაში გადაასვენეს. ეს მოვლენა 3 ნოემბერს მოხდა. უცნობია, მაშინვე დაწესდა თუ არა ამ დღის ყოველწლიური აღნიშვნა. ყოველშემთხვევაში, სირიის ეკლესიის 1030 წლის კალენდარში 3 ნოემბერი დღესასწაულის დღედ არის მითითებული.
შემდგომში, დიდებული მოწამის დიდებული ეკლესია, რომელიც ქალაქ ლიდას ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა იყო, დიდად გაპარტახდა. მხოლოდ საკურთხეველი და დიდი მოწამის საფლავი დარჩა ხელუხლებელი, სადაც ქრისტიანები აგრძელებდნენ წირვა-ლოცვის აღსრულებას.
მართლმადიდებელი რუსეთი ამ ეკლესიის მიმართ XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაინტერესდა. კეთილისმყოფელთა შემოწირულობებით და რუსეთის მთავრობის გულუხვი დახმარებით ლიდას კვლავ შეეძლო ამ ადგილზე აღდგენილი და გალამაზებული ეკლესიის ნახვა. განახლებული ეკლესიის კურთხევა 1872 წლის 3 ნოემბერს, მისი პირველი კურთხევის წლისთავზე მოხდა. რუსეთის ეკლესია ამ დღეს აღნიშნავს ამ მნიშვნელოვან მოვლენას; ამ დღესასწაულის პატივსაცემად რუსეთში მრავალი მონასტერი და ეკლესია აშენდა.
ტროპარი, ხმა 4: კეთილ გმირულად იბრძოდი რწმენით, ქრისტესთვის ვნებათა დამთმენელო, გიორგი და ამხელდი შენი მტანჯველების ურჯულოებას.მსხვერპლად ღვთისთვის სასურველად შესწირე თავი და ამიტომაც მიიღე გამარჯვების გვირგვინი. შენი წმიდა ლოცვებით, წმინდაო, ღმერთმა მოგვანიჭოს ყველას ცოდვათა მიტევება.
კონდაკი, ხმა 2: შენს გამორჩეულ და მსწრაფლ შუამდგომლობას მოველტვით მორწმუნეები და გევედრებით, ქრისტესთვის ვნებათა დამთმენელო, რათა გვიხსნას მტრის ცდუნებებისგან, ყველა უბედურებისა და გაჭირვებისგან, რომლებიც შენს ქებას აღვასრულებთ, რათა გიგალობდეთ: გიხაროდენ, ქრისტეს დიდო მოწამეო გიორგი.
https://azbyka.ru/otechnik/Dmitrij_Rostovskij/zhitija-svjatykh/959
|
|