მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: მაისი :.


ძველით: 26 მაისი
ახლით: 8 ივნისი


† წმიდა კარპეზი და ალფესი, სამოცდაათთაგანნი (I)


კონდაკი, ხმა 4: ვითარცა ვარსკულავსა ყოვლადბრწყინვალესა ეკლესია მარადის მოგიგებს შენ, მოციქულო კარპე, შენთა საკვირველმოქმედებათა მიერ განათლებული, აცხოვნენ სარწმუნოებით პატივისმცემელნი ხსენებისა შენისანი.

წმიდა კარპეზი იყო წმიდა პავლე მოციქულის მოწაფე და თანამგზავრი. წმიდა მოციქულთა თავი მის სახელს იხსენიებს ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლეში: კარპეზის სახლში დაუტოვებია მას ფილონი და წიგნები (2 ტიმ. 4,13). წმიდა პავლემ კარპეზს ხელი დაასხა თრაკიის ბერიის ეპისკოპოსად. მოციქული კარპეზი სახარებას ქადაგებდა კუნძულ კრეტაზე. აქ ის ინახულა წმიდა დიონისე არეოპაგელმა (ხსენება 3 ოქტომბერს). თავის მოგონებებში დიონისე გადმოგვცემს წმიდა კარპეზის ღვთაებრივი გამოცხადების შესახებ.

წმიდა მოციქული კარპეზი მშვიდობით აღესრულა ბერიაში (სხვა ცნობებით ის აწამეს იმპერატორ ნერონის დროს).

წმიდა ალფესი გალილეის ქალაქ კაპერნაუმიდან იყო. ის იყო მამა წმიდათა მოციქულთა იაკობ ალფესისა და მათესი.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.





მოუსმინე: