მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: მაისი :.


ძველით: 12 მაისი
ახლით: 25 მაისი


† წმიდა საბიანე, კვიპრელი მთავარეპისკოპოსი (V)


წმიდა საბიანე, კვიპრელი მთავარეპისკოპოსი დაიბადა ფინიკიის ქალაქ ლუკიაში. როცა გაიგო ღირსი ეპიფანე კვიპრელის მოღვაწეობის შესახებ, საბიანე მასთან გაემგზავრა და ბერად აღიკვეცა. ის ხუთი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა უდაბნოში წმიდა ეპიფანესთან ერთად, შემდეგ კი აღწერა მისი ცხოვრება. როცა ეპიფანე კვიპროსის კათედრაზე აირჩიეს, მან წმიდა საბიანეს მღვდლად დაასხა ხელი. სულიერი მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ წმიდა საბიანე კვიპროსის მღვდელმთავრად აირჩიეს. წმიდანი სიკვდილამდე თავგამოდებით იცავდა წმიდა ეკლესიას ერეტიკოსებისაგან.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.



მოუსმინე: