მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: მაისი :.


ძველით: 3 მაისი
ახლით: 16 მაისი


† წმიდა მამაჲ კათოლიკოსი (+744)


ტროპარი, ხმა 4: მართლმადიდებელისა ერისა შემწედ დიდად გამოსჩნდი და უღმრთოებისა ბნელსა შინა მყოფთა განმანათლებელად, ყოვლადბრძენო ქრისტეს მსახურო, მამაი, ზედაზენისა სიქადულო და ქებაო ქალაქისა მცხეთისაო, ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი, ხმა 6: წყაროდ წყლისა მის ცხოველისა ექმენ წყურიელსა ერსა, წინამძღუარო სარწმუნოებისა ჩუენისაო და დამარღუეველო მტერთა სიცბილისაო, მცხეთის საყდრისა დიდებაო, მღდელთმთავარო წმიდაო მამაი, მოგვიხსენენ ჩუენ, პატივისმცემელნი სახსენებელისა შენისანი

წმიდა მამაჲ კათოლიკოსი (+744) საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელის ტახტზე იჯდა 731-744 წლებში.

ცნობები მის შესახებ არ შემონახულა. მამაჲ კათოლიკოსი მოხსენიებულია ზედაზნელ მამათა სიაში. „ზედაძენს დაჯდა მამაჲ [ოცდა]გ წელს, მცხეთის კათალიკოსად დაჯდა ათოთხმეტ წელ“. როგორც ჩანს, ზედაზნის მონასტრის წინამძღვარი გამორჩეული სულიერებისათვის და მოღვაწეობისათვის საქართველოს კათოლიკოსად აურჩევიათ.

წმიდა მამაჲს მოღვაწეობით მადლიერი საქართველოს ეკლესია დღესაც იმედის თვალით შეჰყურებს თავის ბრძენ მწყემსმთავარს: „ვიხარებთ ხსენებასა შენსა ზედა, წმიდაო ღვთისა მამაჲ და ვითხოვთ წყალობასა, მოგვანიჭე საუკუნო სიყვარული ლოცვითა შენითა წმიდითა. ამინ“.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.



მოუსმინე: