მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: მარტი :.


ძველით: 30 მარტი
ახლით: 12 აპრილი


† წმიდა მღვდელმოწამე ზაქარია კორინთის ეპისკოპოსი (+1684)


წმიდა მღვდელმოწამე ზაქარიას, კორინთოს ეპისკოპოსს 1684 წელს თურქებმა ცილი დასწამეს – ფრანგებთან მიმოწერაში დასდეს ბრალი, სასტიკად ცემეს და სასამართლოზე წარადგინეს. მოსამართლემ დაკითხვის გარეშე შესთავაზა ისლამის მიღება. უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ მღვდელმთავარი კვლავ აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს. დიდმარხვის მესამე კვირიაკეს, ჯვართაყვანისცემის დღესასწაულის შემდეგ წმიდა ზაქარიას თავი მოკვეთეს.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.