მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: მარტი :.


ძველით: 19 მარტი
ახლით: 1 აპრილი


† წმიდა მოწამე პანქარი ( +დაახლ.302)


წმიდა მოწამე პანქარი იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) სასახლის კარის წარჩინებული მოხელე იყო. მან უარყო ქრისტე და წარმართობა მიიღო.

დედამ და დამ განდგომილს გაუგზავნეს წერილი, სადაც უფლის სამსჯავროს შეახსენებდნენ და მოუწოდებდნენ, მოენანიებინა. პანქარიმ იმპერატორ მაქსიმიანეს წინაშე საჯაროდ აღიარა ქრისტე, რისთვისაც ჯერ რომში აწამეს, შემდეგ კი ნიკომიდიაში გაგზავნეს და თავი მოჰკვეთეს.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.