მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: მარტი :.


ძველით: 17 მარტი
ახლით: 30 მარტი


† ღირსი ქრისტოდულე სასწაულმოქმედი (+1111)


ღირსი ქრისტოდულე — ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასკეტი და მონასტრული ცხოვრების აღმდგენი წმინდანია XI–XII საუკუნეთა მიჯნაზე, განსაკუთრებით დაკავშირებული პატმოსის კუნძულთან.

ღირსი ქრისტოდულე სასწაულმოქმედი წარმოშობით ნიკეელი იყო. დაიბადა მცირე აზიაში (ზუსტი ადგილი უცნობია). ახალგაზრდობიდანვე აირჩია მონაზვნური, მკაცრი ასკეტური ცხოვრება. სხვადასხვა მონასტერში მოღვაწეობის შემდეგ, იგი საბოლოოდ დამკვიდრდა პატმოსზე - იმ წმიდა კუნძულზე, სადაც მდებარეობს იოანე ღვთისმეტყველის გამოქვაბული. თავიდან ბითვინიაში, ლატარას მთაზე მოღვაწეობდა, შემდეგ კი მონასტერის იღუმენი იყო კუნძულ კოსაზე. 1089 წელს ღირსმა მამამ იმპერატორ ალექსი კომნენს სთხოვა, კუნძულ კოსაზე და კარიის სანაპიროზე მდებარე მიწების სანაცვლოდ მისთვის დაეთმო კუნძული პატმოსი. მონასტერი გახდა ძლიერი სულიერი ცენტრი და დღემდე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მართლმადიდებლური სავანეა. შემდეგ ქრისტოდულემ ძმებთან ერთად დატოვა პატმოსი და წავიდა კუნძულ ევბაზე.

მისი ცხოვრება არ ყოფილა მშვიდი. თურქთა შემოსევების გამო იძულებული გახდა დროებით დაეტოვებინა პატმოსი. ცხოვრობდა გადასახლებაში (კოსი, ევბეა და სხვა). მიუხედავად ამისა, ინარჩუნებდა მონასტრული ცხოვრების წესს და სულიერ ხელმძღვანელობას.

მისი ასკეზა გამოირჩეოდა მკაცრი მარხვით, მღვიძარებით და დაუცხრომელი ლოცვით.

ღირსი ქრისტოდულე ცნობილია, როგორც სასწაულმოქმედი: კურნავდა ავადმყოფებს, იხსნიდა ზღვაში მყოფებს, იცავდა მონასტერს განსაცდელებისგან.

მისი ლოცვით მრავალმა ადამიანმა მიიღო შეწევნა, განსაკუთრებით კუნძულის მცხოვრებლებმა.

გარდაიცვალა კიდეც 1111 წელს. დაკრძალულია პატმოსზე, მისივე დაარსებულ მონასტერში. მისი საფლავი გახდა სალოცავი ადგილი.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.



მოუსმინე: