კონდაკი, ხმა 2: საღმრთოდ აღორძინდი შენ მსგავსად ყუავილთა დაუჭკნობელთა და ვითარცა, რა ვაზი, მრავალნაყოფიერ იქმენ, ღმერთშემოსილო საბიანე, აწცა, რომელნი სარწმუნოებით პატივს ვსცემთ ხსენებასა შენსა, აღგვავსენ შენითა სიხარულითა და ევედრე ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
წმიდა მოწამე საბიანე არის ერთ-ერთი ადრეული ქრისტიანი, რომელმაც სიცოცხლე შესწირა ქრისტეს აღსარებას მესამე საუკუნის დევნათა დროს. იგი ეგვიპტის ქალაქ ჰერმოპოლისის მმართველი იყო.
მისი მოწამეობა უკავშირდება იმპერატორ დიოკლეტიანეს წინა პერიოდს, როცა ქრისტიანთა დევნა უკვე ფართოდ იყო გავრცელებული და განსაკუთრებით მძაფრდებოდა მესამე საუკუნის ბოლოს.
წმიდა საბიანე იყო ღრმადმორწმუნე ქრისტიანი, გამორჩეული სიმტკიცითა და სულიერი სიწმინდით და მზად თავისი სიცოცხლის შესაწირად ქრისტესთვის.
მისი ცხოვრება, როგორც სხვა ადრეული მოწამეებისა, არ არის დეტალურად აღწერილი, მაგრამ ეკლესიური გადმოცემა ხაზს უსვამს მის ურყევ სარწმუნოებას.
ქრისტიანთა დევნისას საბიანე, თანამოსაგრეებთან ერთად, მივარდნილ სოფელში დაიმალა. მისი ადგილსამყოფელი ორი ოქროს მონეტის ფასად გასცა ერთმა უმადურმა ღატაკმა, რომელსაც წმიდანი ყოველთვის ეხმარებოდა. სხვა ექვს ქრისტიანთან ერთად საბიანე შეიპყრეს და მოსთხოვეს ქრისტეს უარყოფა. უარის მიღების შემდეგ წმიდანები დაუქვემდებარეს სასტიკ წამებას, მაგრამ მათ ერთობლივად შეინარჩუნეს რწმენა და არ დათმეს ქრისტე. წამების შემდეგ ნილოსში დაახრჩვეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.