მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: მარტი :.


ძველით: 15 მარტი
ახლით: 28 მარტი


† წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამე:
პუპლი, ტიმოლი, რომილი, ორი ალექსანდრე და ორი დიონისე (+303)


წმიდა მოწამე აღაპი და მასთან შვიდი მოწამე ეწამნენ პალესტინის კესარიაში იმ მძიმე დევნის დროს, რომელიც დაიწყო რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობისას. ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე ქრისტიანები, რომლებმაც კერპებს მსხვერპლი არ შესწირეს, საჯაროდ აწამეს. წმიდა ტიმოთე, რომლის ხსენება არის ცხრამეტ აგვისტოს, კოცონზე დაწვეს, წმიდა აღაპი და თეკლე, რომლის ხსენება არის ცხრამეტ აგვისტოს, კი – მხეცებს დააგლეჯინეს. ხალხის ბრბოში მდგარმა ყრმებმა: პუბლიმ, ტიმოლაისმა, ალექსანდრემ, სხვა ალექსანდრემ, დიონისემ და დიასპოლის ეკლესიის იპოდიაკონმა რომილამ გადაწყვიტეს საჯაროდ ეღიარებინათ ქრისტე და თავი დაედოთ სარწმუნოებისათვის. მათ ხელები შეიკრეს და წარუდგნენ იქაურ მმართველს, ურბანს. ურბანი ამაოდ ეცადა გადაეთქმევინებინა ახალგაზრდებისათვის თავიანთი გადაწყვეტილება. წმიდა აღმსარებლები საპყრობილეში ჩაყარეს, სადაც უკვე იმყოფებოდა ორი ქრისტიანი: აღაპი და მისი მსახური დიონისე. წმიდანები სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავები მოჰკვეთეს.

ამ წმიდანთა ცხოვრება გვასწავლის:

ერთობის ძალას — ისინი ერთად იდგნენ და ერთმანეთით ძლიერდებოდნენ;

ურყევ რწმენას — ვერანაირმა ტანჯვამ ვერ დააშორა ისინი ქრისტეს;

მოწამეობის ღირსებას — მათ სიკვდილით დაამოწმეს ჭეშმარიტება;


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.



მოუსმინე: