კონდაკი, ხმა 3: ურწმუნოებისა ზღუასა და კერპთმსახურებისა სიცბილსა ამხილენ მართლმადიდებლობისა სარწმუნოებითა მოწყლულმან, ხოლო ყოვლადდასაწველ ღმრთისა იქმენ და სასწაულთმოქმედებითა შეაცვრევ კიდეთა ქუეყანისათა, წმიდაო მღდელთმთავარო თეოდოტე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა მოგვანიჭოს ჩუენ დიდი წყალობაი.
ბორკილებისაგან სასწაულებრივად განთავისუფლებულმა აღაპიმ ჩამოაღწია მოძღვრამდე, ამ უკანასკნელმა კი, მორჩილების გამოსაცდელად, უკან დაბრუნება უბრძანა სულიერ შვილს. ღირსი აღაპი უსიტყვოდ დაემორჩილა მოძღვარს, უკანვე დაბრუნდა და ყველაფერი მოუყვა თავის ბატონს, ასეთი საქციელითა და ზნეობით განცვიფრებულმა ბატონმა არა მარტო გაათავისუფლა აღაპი, არამედ თავის ორ ვაჟთან ერთად თვითონაც გაჰყვა მას წმიდა მთაზე, ბერად აღიკვეცა და სიცოცხლის დარჩენილი დღეები ღვთის სამსახურში გალია.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.