მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: მარტი :.


ძველით: 1 მარტი
ახლით: 14 მარტი


† წმიდა მოწამენი ნესტორი და ტრივიმი (III)


წმიდა მოწამენი: ნესტორი და ტრივიმი იყვნენ მცირე აზიის პამფილიიდან. უსჯულო იმპერატორ დეკიუსის მიერ ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანები უშიშრად ქადაგებდნენ ქრისტეს სჯულს. როდესაც წმინდანები წარმართი მსაჯულის წინაშე წარდგნენ, მმართველმა ბრძანა, მათ წინაშე ყველანაირი წამების იარაღი დაედოთ, რათა დაეშინებინათ და ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფა მოეთხოვათ. ყველა მუქარაზე წმინდანები პასუხობდნენ, რომ ვერავინ შეძლებდა მათ განყენებას ქრისტესგან. განრისხებულმა მსაჯულმა ბრძანა, წამების იარაღებით ეწამებინათ. წმინდა მოწამეები ხარის გამხმარი ძარღვებით სცემეს, ხეზე ჩამოკიდეს, სხეული დაუსერეს, მაგრამ სარწმუნოება ვერ გამოაცვლევინეს. წმინდა ნესტორი და ტრივიმიუსი არ წყვეტდნენ უფლის განდიდებას და თავის მოკვეთის შემდეგ ცათა სასუფეველი დაიმკვიდრეს.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.



მოუსმინე: