მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: მარტი :.


ძველით: 1 მარტი
ახლით: 14 მარტი


† წმიდა მოწამე ანტონინა (III-IV)


წმიდა მოწამე ანტონინა (III-IV) ეწამა ნიკეაში, იმპერატორ მაქსიმილიანეს მიერ ქრისტიანთა დევნის დროს (284-305). სასტიკი ტანჯვის შემდეგ წმიდა ანტონინა საპყრობილეში ჩააგდეს, მაგრამ ვერაფრით აიძულეს ქრისტეს უარყოფა. წმიდანს ანგელოზები გამოეცხადნენ და გაამხნევეს. წმიდა ანტონინა გახურებულ რკინის გრდემლზე დააწვინეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა. მრავალი ტანჯვა-წამების შემდეგ წმიდა მოწამე ტომარაში ჩასვეს და ტბაში გადააგდეს. ამ ამბიდან მალე იგი წმინდანად შერაცხეს.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.



მოუსმინე: