მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: ივნისი :.


ძველით: 20 ივნისი
ახლით: 3 ივლისი


† მღვდელმოწამე მეთოდე, პატარელი ეპისკოპოსი (+312)


ტროპარი, ხმა 1: სისხლი შენი, ბრძენო, საიდუმლოდ ღაღადებს ქუეყნით, ვითარცა აბელისა ღმრთისა მიმართ, ღმრთივგანბრძნობილო მღვდელმთავარო მეთოდი, ცხადად მქადაგებელო ღმრთისა განხორციელებისაო; ამისთვისცა არცხვინენ საცთურსა ორიგენისსა და მიიცვალე ზეცისა სასძლოსა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა აცხოვნნეს სულნი ჩუენი.

კონდაკი, ხმა 4: ვითარცა რა მღვდელმან და მესაიდუმლოემან წმიდისა სამებისამან, უფროის გონებისა საღმრთონი იგი სიტყუანი ქადაგენ და მართლმადიდებელთა იქმენ სიმტკიცე, მეთოდი, ხოლო გონებასა ბოროტად მადიდებელთასა ამხილენ და წინაშე ქრისტესსა ანგელოზთა თანა სდგა; ევედრე მას ცხორებად სულთა ჩუენთა.

წმიდა მეთოდე პატარელი ეპისკოპოსი იყო (ლიკიის ოლქი, მცირე აზია). იგი სიმშვიდითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა, ჩუმად და უდრტვინველად მოძღვრავდა სამწყსოს, მაგრამ როცა საქმე მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვას შეეხებოდა, საოცარ სიმტკიცეს იჩენდა და დაუცხრომლად ებრძოდა მწვალებლებს. წმიდანმა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა. მას ეკუთვნის თხზულებები წარმართული სარწმუნოებისა თუ იმ დროს ფართოდ გავრცელებული ერესების სამხილებლად, ზნეობრივი შეგონებები, წმიდა წერილის განმარტებები და სხვა.

წმიდა მეთოდე 312 წელს შეიპყრეს წარმართებმა და მართლმადიდებლობის მხნე აღსარებისათვის თავი მოკვეთეს.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.



მოუსმინე: