მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმინდანთა ცხოვრება


.: ივნისი :.


ძველით: 8 ივნისი
ახლით: 21 ივნისი


† წმიდა დიდი მოწამე თეოდორე სტრატილატი (ნაწილთა გადასვენება, 319)


ტროპარი, ხმა 4: მხედრობაი ჭეშმარიტი, ღმერთშემოსილო, ზესთა ცათა მხედართმთავრისა და მეუფისა ბრწყინვალედ მოიგე, თეოდორე, რამეთუ ჯაჭვ ჭური სარწმუნოებისა შეიჭურე გონიერებით და მოსარ ეშმაკთა ბანაკი, და ძლევაშემოსილას მოღუაწედ გამოსჩნდი; ამისთვის მარადის გნატრით მორწმუნენი.

კონდაკი, ხმა 2: სიმხნისა სულისათა განიმტკიცე სარწმუნოებაი და სიტყა ღმრთისა, ვითარცა ლახვარი, ხელთ იდევ, და მტერი დასწერტე, მოწამეთა შორის დიდებულო თეოდორე, მათ თანა ქრისტესა ღმერთსა ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

წმიდა დიდმოწამე თეოდორე სტრატილატი ჰერაკლიაში ეწამა ქრისტესთვის 319 წლის 8 თებერვალს. წამების დროს წმიდანმა მსახურს - უარს სთხოვა, რომ მისი ცხედარი მშობლების მამულში დაეკრძალა. უარმა შეუსრულა ბატონს უკანასკნელი სურვილი - იმავე წლის 8 ივნისს პატივით გადაასვენა მისი წმიდა ნაწილები ევესიტში.

ამავე დღეს იხსენიება დიდმოწამის წმიდა ხატის მიერ აღსრულებული ერთი სასწაული, რომელიც მისივე სახელობის ტაძარში მოხდა. საყდარი, რომელიც დამასკის მახლობლად, დაბა კარსატაში მდებარეობდა, სარკინოზებს საცხოვრებლად გაეხადათ. ერთმა მათგანმა ისარი სტყორცნა წმიდა თეოდორეს ხატს და მხარში მოარტყა. უეცრად ამ ადგილიდან სისხლმა იფეთქა. მალე ტაძარში დამკვიდრებული ურჯულოები ერთმანეთის მიყოლებით დაიხოცნენ. ამ სასწაულის შესახებ მოგვითხრობენ ანტიოქიის წმიდა პატრიარქი ანასტასი (+599), (ხსენება 20 აპრილს) და ღირსი იოანე დამასკელი (+დაახლ. 780) (ხსენება 4 დეკემბერს) (ცნობები წმიდა თეოდორე სტრატილატზე იხილეთ 8 თებერვლის საკითხავებში).


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.



მოუსმინე: